ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბრაიტონმა” “ბარსელონას” ანსუ ფატის იჯარის თაობაზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.
“თოლიები” შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, რადგან კატალონიური გრანდი მზადაა, მათი წინადადება მიიღოს. ინგლისური კლუბი დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი შედგება.
“ბრაიტონში” გადასვლაზე ფატიც თანახმაა, რაშიც მთავარი წვლილი რობერტო დე ძერბის მიუძღვის.
“ტოტემჰემი” “ბარსასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ მათი პრიორიტეტი ბრენან ჯონსონია, რასაც ანსუს უარიც დაემატა.
აღნიშნულს ადასტურებს ელენა კონდისიც, რომელიც ცოტა ხნის წინ იუწყებოდა, რომ ფატის “სპურსში” გადასვლა გადაწყვეტილი იყო, და დასძენს, რომ ბოლო მომენტში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – “ტოტენჰემთან” მოლაპარაკებები ჩაიშალა და ფეხბურთელი “ბრაიტონში” მიდის.
“ფალმერის” ბინადრებს კაორუ მიტომა, ევან ფერგიუსონი, ჟოაუ პედრო და დენი უელბეკი ჰყავთ და რთული სათქმელია, გუნდში ანსუს რა როლი ექნება, მაგრამ ფაქტია, რომ “ბრაიტონს” შესანიშნავი პროექტი აქვს და ეს კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის იდეალური ადგილია.
ჟერარ რომეროს ცნობით, ანსუმ გააცნობიერა, რომ ჩავის ნდობა არ აქვს, რის გამოც წასვლა გადაწყვიტა.
რა იცი ეგება ამოიქოქოს.
ეს გავის ვერ აგდებდა ძირითადიდან და მიტომას ამოაგდებს?😃😃
გამარჯობათ ბარსას ფანებო. დიდი ხანია აქ შემოვდივარ სტატიებთან ერთად კომენტარებსაც ვადევნებ თვალს და მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ ბარსას ფანებს გაგიზიაროთ მოკლედ ხავიზე მინდა ვთქვა რომ არ მჯერა მაგის მწვრთნელობის ჩემპიონობაც მგონია რო გაუვარდა ახალგაზრდებს ეგ არ აძლევს შანს ნორმალურად მაგის ხელში ერთი ფეხბურთელი არ მინახავს რო მოხოდილიყო ტორესიც კი მისით მოიხოდა მოკლედ მგონია რო თუ ვინმე არ მოვიდა ძლიერი მწვრთნელი ტაქტიკით და მენტალიტეტით კიდო დიდიხანს დაგვაყვიტავს ეს ჯიუტი თხა ნერვებს . ღმერთმა ქნას ვცდებოდე. შეიძლება იფიქროს ვინმემ რაფინია როგორ უნდა მოხოდოსო მაგრამ ბევრი მწვრთნელისგან მინახავს რაფინიაზე მეტი მკვდარი გაეცოცხლებინოს ხავი რაშფორდსაც ვერ მოხოდავდა. ჰააგი კი ძაან მინდოდა ბარსაში საინტერესო იქნებოდა
tbilisi, აი პედრო ხომ არასდროს ყოფილა ბარსას დონის ერთი შეხედვით , მაგრამ იმდენი იშრომა მაგ კაცმა, რომ ძალიან გამოგვადგა. ამათაც გაანძრიონ ერთი ადგილი . მთლად ვარსკვლავებს არ მოწყვეტენ, მაგრამ გამოგვადგებიან.
მშვენიერია, დე ძერბისთან მაგრად განვითარდება, დე ძერბის ბარსაში სიხარულით ვიხილავდი.
ფაბრიციო სანდო წყაროა.
გზა მშვიდობის. არ ვიწყევლები მაგრამ ვერც ეს და ვერც აბდე დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებენ. ვერასდროს იქნებიან ბარსას დონის. პირიქით ასეთი ფეხბურთელების ყოლა ბარსას დაიყვანს ამათ დონემდე.
ბრაიტონი კარგი ვარიანტია შესაძლებოლების გამოსაჩენად, შემტევი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული კლუბია. ბარსაზე უკეთესი ფიზ მომზადება აქვგ. იქაც თუ ჩაისვარა საბოლოდ გადაესმევა ხაზი ამის ვარსკვლავობას.