workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონამ ჟოაუ ფელიშის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა

ბარსელონამ ჟოაუ ფელიშის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა

Relevo-ს ინფორმაციით, ანსუ ფატის “ტოტენჰემში” იჯარით გადასვლა გარდაუვალია. ინგლისში ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება ხვალისთვის იგეგმება. 

ამავე წყაროს ცნობით, ანსუ ფატის საკითხის პარალელურად, “ბარსელონამ” ჟოაუ ფელიშის ტრანსფერი უკვე თითქმის შეათანხმა – მხარეები გარიგებასთან ძალიან ახლოს არიან. ჟორჟე მენდეშმა და დეკუმ მოლაპარაკებებში დიდი როლი ითამაშეს.

ჟერარ რომეროს აზრით, 1 სექტემბერს ჟოაუ ფელიში “ბარსას” ფეხბურთელი იქნება.

Sport-ის თანახმად, ჟოაუ კანსელუს მსგავსად, “ბლაუგრანაში” ფელიშიც ერთწლიანი იჯარით გადმოვა. 

ტონი ხუანმარტის თქმით, ანსუ ფატის წასვლა ჟოაუ ფელიშის მოსვლას ნიშნავს – ახლა სასწაული უნდა მოხდეს, რომ პორტუგალიელი “ბარსელონას” ფეხბურთელი ვერ გახდეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 31 აგვ 2023, 21:12

    15 მილიონს ითხოვდა სერესო და ვითომ დაგვიკლო? თუ ამდენს იხდიან და პლიუს ხელფასი?

  • Rick Sanchez
    schedule 31 აგვ 2023, 10:39

    ცოტა დრო დარჩა, ვნახოთ იქნებ გააოფიციალურონ ეს ტრანსფერი მალე. საინტერესოა თუ გადმოვიდა, რა ნომრიან მაისურს მოირგება.

  • gio-rakitich
    schedule 31 აგვ 2023, 04:26

    ციტატა: El pistolero 9
    აი ჯერ ხომ არაფერი დაუმტკიცებია მაგრამ რაღაცნაირად კლასი მაინც ჩანს ფელიშში თამაშს როცა უყურებ. როგორც თვითონ თქვა ბარსაა მისი ოცნების კლუბი და ხასიათზეც მოვა აქ ტრანსფერით იმედი მაქვს. ლევანდოვსლი, ფელიში, იამალი, რაფინია, ტორესი, აბდე + ზამთარში როკე. მგონი არაა ურიგო შეტევა. ლევანდოვსკის იმედია გოლი გამოაფხიზლებს. კიდე მართლა , ლევანდოვსკისგან განსხვავებით ფელიში პრინციპულ მატჩებში კარგად გამოიყურება ხოლმე. ბენფიკაში როცა იყო პორტუს და სპორტინგს აწიოკებდა რასაც ქვია. მე მგონია გამოგვადგება ეგ ბიჭი


    თანაც ამას დამატებული კონკურენცია და ბრძოლა განაცხადში მოხვედრისათვის✔️

  • El pistolero 9
    schedule 31 აგვ 2023, 02:13

    აი ჯერ ხომ არაფერი დაუმტკიცებია მაგრამ რაღაცნაირად კლასი მაინც ჩანს ფელიშში თამაშს როცა უყურებ. როგორც თვითონ თქვა ბარსაა მისი ოცნების კლუბი და ხასიათზეც მოვა აქ ტრანსფერით იმედი მაქვს. ლევანდოვსლი, ფელიში, იამალი, რაფინია, ტორესი, აბდე + ზამთარში როკე. მგონი არაა ურიგო შეტევა. ლევანდოვსკის იმედია გოლი გამოაფხიზლებს. კიდე მართლა , ლევანდოვსკისგან განსხვავებით ფელიში პრინციპულ მატჩებში კარგად გამოიყურება ხოლმე. ბენფიკაში როცა იყო პორტუს და სპორტინგს აწიოკებდა რასაც ქვია. მე მგონია გამოგვადგება ეგ ბიჭი

  • Iniesta_8
    schedule 31 აგვ 2023, 01:15

    ფატი იქნება მოიხოდოს ბრაიტონში (ტოტენჰემში აღარ გადავა) თუ არადა ამან თუ გაამართლა აღარ იქნება ფატის ათამაშება საჭირო. -1 კაცი იყო მაინც ფატი.

  • M10 S9 D11
    schedule 31 აგვ 2023, 01:06

    ძალიან კაი უდიდესი შეცდომა დაუშვა ამან ატლეტიკოში გადასვლით დარწმუნებული ვარ რო ჩვენთან გაიხსნება

  • Neymar
    schedule 31 აგვ 2023, 01:04

    კაი ვნახოთ აბა ერთი რას იზამს და ის მეორე ჟოაუ ვეღარ ჩამოეთრია თუ რა ჯანდაბა ხდება