წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
16 სექტემბერს “ბარსელონამ” 22 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1934 წელი
კატალონიის ჩემპიონატზე “ბარსელონამ” “იუპიტერი” 10-0 გაანადგურა.
1996 წელი
12 წლის ანდრეს ინიესტა “ლა მასიას” შეუერთდა.
1998 წელი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” სტუმრად გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა. გოლები გიგზმა, სქოულზმა, ბექჰემმა, სონი ანდერსონმა, ჯოვანიმ და ლუის ენრიკემ გაიტანეს.
ამ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე ჩავი ერნანდესის დებიუტი შედგა.
2007 წელი
ლა ლიგაში “ოსასუნასთან” უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაში “ბარსელონას” რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ბოიან კრკიჩს, რომელიც ლა ლიგაში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ბოიანმა მესის რეკორდი გააუმჯობესა.
2008 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე “სპორტინგთან” 3-1 მოგებულ შეხვედრაში კარლეს პუიოლმა “ბარსელონას” მაისურით მე-400 თამაში ჩაატარა.
2015 წელი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “რომასთან” 1-1 თამაში ლეო მესისთვის ამ ტურნირზე მე-100 შეხვედრა გამოდგა.
2017 წელი
“ხეტაფესთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში უსმან დემებელემ პირველი სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ფრანგი შემტევი მოედანს თითქიმს 4 თვით ჩამოშორდა.
2023 წელი
“ბეტისთან” 5-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით თავიანთი პირველი გოლები გაიტანეს ჟოაუებმა – ფელიშმა და კანსელუმ.
2026 წელი
ესპანეთის ჩემპიონატში “რასინგთან” 7-2 მოგებული თამაში “ბარსელონასთვის” სეზონის სტარტზე ზედიზედ მე-7 მოგებული თამაში გამოდგა. ასეთი შედეგი კატალონიურმა კლუბმა ისტორიაში პირველად დააფიქსირა.
ხო ქართველივით, ალბათ ბმვ იყიდა და დაიკიდა დანარჩენი.
ბოიან კრკიჩის როგორ მეიმედებოდა რაღაც სასწაული ბიჭი ჩანდა მარა ორი სეზონის მერე აუვარდა თავში
მეასე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე