ლამინ იამალი ლა ლიგაში შექმნილი საგოლე შანსებით ლიდერობს

ლამინ იამალი ლა ლიგაში შექმნილი საგოლე შანსებით ლიდერობს

OptaJose-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” 16 წლის შემტევი, ლამინ იამალი ლა ლიგაში შექმნილი შანსებით ლიდერობს.

სპორტის ანალიტიკური კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, ესპანეთის ჩემპიონატში, ბურთის ტარების შემდეგ ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს:

  1. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 5 (175 წუთში);
  2. ვინისიუს ჟუნიორი (რეალ მადრიდი) – 5 (187 წუთში);
  3. ხოსე გაია (ვალენსია) – 5 (267 წუთში);
  4. ოსკარ მინგესა (სელტა) – 5 (270 წუთში).

ახალგაზრდა ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში “ვილიარეალთან” მატჩში 2 გოლი შექმნა – პირველი გოლი გავიმ სწორედ ლამინის პასის შემდეგ გაიტანა და ლევანდოვსკის მიერ გატანილი გამარჯვების გოლიც იამალის დარტყმას მოჰყვა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nika 54
    30 აგვ 2023, 17:36

    მინგესას მისალოცათ აქვს, როგორც მახსოვს გოლებიც აქვს გატანილი. აბა ჩვენთან რა ემართებათ ხოლმე ამ ხალხს. ისე პარიკმახერთანაც ყოფილა კაცს დამსგავსებია თუ მართლა ჩვენგან წასულია და არა მისი მოგვარე მოსახელე.

  • Don_Andresito
    30 აგვ 2023, 12:24

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Rick Sanchez
    ეს კი მაგარია, მაგრამ მინგესას თამაშებს უყურებთ ვინმე სელტაში? ძალიან მაგარ ფორმაშია ყოფილი ბარსელონელი. რეალთანაც კარგი იყო და საერთოდ ამ სამ ტურში გოლიც აქვს უკვე გატანილი.


    ახლა რას თამაშობს არ ვიცი თუმცა დასაწყისი არ ქონდა ბარსაში ცუდი, თან კარგად დაემთხვა მინგესასთვის რომ ცენტრშიც და ფლანგზეც დიდი კონკურენცია არ იყო, მარა კუმანმა აურია თავში ყველაფერი, ხან ცენტრში ეყენა ხან ფლანგზე და აურია მაგის მერე. ხასიათი მაგარი აქვს თან, თუ შევა ფორმაში და დაიხვეწება კარგი იქნება, ნაკრებს მაინც დაეხმარება, თორე ბარსაში არამგონია ვინმეს მოუნდეს დაბრუნება 😃


    კუმანი სანამ 3 მცველით თამაშობდა მაშინ იყო კარგი, მესამე მარჯვენა ცენტრალურ მცველად, მაგ ფორმაციაში დესტიც კი კაი იყო. სოსიედადთან დესტის დუბლს რა დამავიწყებს, დანი მეგონა უცებ 😁 კუმანი წავიდა თუ არა ორივემ აურია. მინგესა არც კაი ცენტრალური მცველია და არც კარგი მარჯვენა მცველი. როცა 3 მცველთან თამაშობს მაშინ კაი ჩანს. დამზღვევიც ყავს და არც შეტევა ევალება დიდად. სელტაში მარჯვნივ დგას და შემტევი თამაში გამოსწორებული აქვს მარა სელტას და ზოგადად ლა ლიგის დონე ტებასის დამსახურებით ისეა დაცემული მინგესაც კაი ჩანს, კუენკაც და ყველა საშუალო დონის ფეხბურთელი

  • El pistolero 9
    30 აგვ 2023, 03:12

    კაი ბიჭია და იმედია განვითერდება

  • C.PC5
    29 აგვ 2023, 23:57

    ციტატა: Rick Sanchez
    ეს კი მაგარია, მაგრამ მინგესას თამაშებს უყურებთ ვინმე სელტაში? ძალიან მაგარ ფორმაშია ყოფილი ბარსელონელი. რეალთანაც კარგი იყო და საერთოდ ამ სამ ტურში გოლიც აქვს უკვე გატანილი.


    ახლა რას თამაშობს არ ვიცი თუმცა დასაწყისი არ ქონდა ბარსაში ცუდი, თან კარგად დაემთხვა მინგესასთვის რომ ცენტრშიც და ფლანგზეც დიდი კონკურენცია არ იყო, მარა კუმანმა აურია თავში ყველაფერი, ხან ცენტრში ეყენა ხან ფლანგზე და აურია მაგის მერე. ხასიათი მაგარი აქვს თან, თუ შევა ფორმაში და დაიხვეწება კარგი იქნება, ნაკრებს მაინც დაეხმარება, თორე ბარსაში არამგონია ვინმეს მოუნდეს დაბრუნება 😃

  • Rick Sanchez
    29 აგვ 2023, 23:50

    ეს კი მაგარია, მაგრამ მინგესას თამაშებს უყურებთ ვინმე სელტაში? ძალიან მაგარ ფორმაშია ყოფილი ბარსელონელი. რეალთანაც კარგი იყო და საერთოდ ამ სამ ტურში გოლიც აქვს უკვე გატანილი.

  • Genius8
    29 აგვ 2023, 23:45

    🚨 ტოტენჰემი და ჩელსი ანსუ ფატის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ — ფეხბურთელი ბარსელონას დატოვებას განიხილავს 👀🇪🇸

  • C.PC5
    29 აგვ 2023, 23:44

    ეს რომ გვარდიოლას მიაბარო არაა გამორიცხული რაღაც ისეთი გამოძერწოს რაც ჯერ კიდევ არ გვინახავს😇

  • Rolex
    29 აგვ 2023, 23:34

    ეს ოქრო გვყავს ამას ვენაცვალე მე