workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა, შესაძლოა, ლუკაკუსთვის ბრძოლაში ჩაერთოს – დი მარციო

ბარსელონა, შესაძლოა, ლუკაკუსთვის ბრძოლაში ჩაერთოს – დი მარციო

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, შესაძლოა, “ბარსელონას” მაისურით ვიხილოთ. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

30 წლის ცენტრფორვარდის მომავალი გაურკვეველია. “ჩელსის” მისი საუდის არაბეთში გაყიდვა სურს, მაგრამ ფეხბურთელი უარზეა. ლუკაკუთი დაინტერესებულია “რომა”, მაგრამ იტალიელებს ფეხბურთელის მხოლოდ იჯარით აყვანა შეუძლიათ.

დი მარციოს ცნობით იმ შემთხვევაში, თუ “ჩელსი” ლუკაკუს იჯარით გაშვებას დასთანხმდება, საქმეში კიდევ ორი კლუბი ჩაერთვება – “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი”. პარიზული კლუბი რომელუს იმ შემთხვევისთვის განიხილავს, თუ კოლო მუანის დამატებას ვერ მოახერხებს. “ბარსელონას” კი რობერტ ლევანდოვსკის კონკურენტი ჭირდება, რადგან პოლონელმა შედეგიანობას აშკარად უკლო.

ლუკაკუსთვის ბრძოლაში ჩართვის შემთხვევაში “ბარსელონას” მთავარი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასი იქნება. თუ რომელუ ამჟამინდელ ანაზღაურებას შეინარჩუნებს, “ბარსას” მის ხელფასზე წელიწადში 20 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს, რაც გამორიცხულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • njanka1977
    schedule 26 აგვ 2023, 14:15
    #25

    ლუკაკუ არა ბატისტუტა დავიმატოთ , ან დიდიე დროგბა… 😏 არასდროს მომწონდა და მჯეროდა ამ და ასეთი ფორვარდები, ჯიმი ფლიოდ ჰასელბანკისებრების

  • Rolex
    schedule 25 აგვ 2023, 17:01
    #24

    ციტატა: basa7
    ახალი ჭორი. ისე ამ ხავის რაც ვერ გავიგე ის არის რომ რა პონტში უნდა გინდოდეს დემბელე და ფელიში არა… ძაან უცნაურია


    სადმე თქვა ხავიმ რო არ მომწონსო ფელიშიო?დემბელეზე რო გიჟდებოდეს ხავი დაიტოვდა არ გაუშვებდა ამ ჟურნალების ნაბოდვარს ნუ იჯერებთ

    ციტატა: rivaldo80
    ნუ მაშინ ზღაპარია ამის მოყვანა.ისე ლევანამ რომ ტრავმა მიღოს ტორესი გვრჩება მარტო აქ შევახსენებ ვიღაცებს


    იანვრამდე გავქაჩავთ და მერე ვეფხვი მოვა და ამააგდებს ლევანას სასტარტოდან.ისე ტორეს სირბილზეც მომატებული აქ და ტვინზეც

  • Rick Sanchez
    schedule 25 აგვ 2023, 16:27
    #23

    ლევანდოვკის კონკურენტი ჭირდება, ოღონდ ლუკაკუ არა.

  • lesane C
    schedule 25 აგვ 2023, 16:07
    #22

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: lesane C

    ციტატა: rivaldo80
    დაიცა ლუკაკუს უფასოდ რა დაეწუნება სკამზე ერთი ფორვარდი არ ზის ერთი ხალხნო ისე მოიგო ლალიგა გუნდმა.როცა გვიჭირს თავზე ამაზე კარგს ვის მოიყვან რო?


    უფასოდ არა იჯარითო(ეგეც ჩელსი თუ იქნება იჯარაზე თანახმა), იჯარაში მოითხოვენ ფულს + ხელფასი


    ნუ მაშინ ზღაპარია ამის მოყვანა.ისე ლევანამ რომ ტრავმა მიღოს ტორესი გვრჩება მარტო აქ შევახსენებ ვიღაცებს 😂😂😂😂


    ისევ მაგის იმედად დავრჩეთ ჯობია ვიდრე ტყუილად დახარჯონ რესურსი, იანვარში ისეცდაც მოდის როკე

  • Giorgi Mesrofashvili
    schedule 25 აგვ 2023, 15:39
    #21

    რა ლუკაკუ ხომ არ ღადაობთ ეს არ მოიყვანოთ აწ და სადაც გინდათ იქ გაუშვით