მესის 44-ე – ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მომგები ფეხბურთელი

მესის 44-ე – ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მომგები ფეხბურთელი

“ბარსელონას” ლეგენდა ლიონელ მესი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული. ამ წოდებას ის აქამდე ყოფილ თანაგუნდელთან, დანი ალვესთან იყოფდა, ახლა კი ლეო პირველ ადგილს ერთპიროვნულად იკავებს.

მესისთვის კარიერაში 44-ე გუნდური ტიტული “ინტერ მაიამისთან” ერთად ლიგების თასის მოგება გამოდგა. ეს ტურნირი წელს ოფიციალურად პირველად ჩატარდა და შესაბამისად ლეო ისტორიაში პირველი კაპიტანი გახდა, რომელმაც ლიგების თასი მოიგო. ეს არის ტურნირი, რომელშიც ამერიკისა და მექსიკის გუნდები თამაშობენ და ის მოიგო გუნდმა, რომელიც მესის მისვლამდე ამერიკაში ყველაზე ცუდი გუნდი იყო.

აქამდე ამერიკაში საუკეთესო გუნდთან, “ნეშვილთან” გამართულ ფინალში “ინტერ მაიამის” მხრიდან ერთადერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა. არგენტინელს 7 თამაშში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მან თავი თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა, ისევე, როგორც სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ.

ლეო მესი ლიგების თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

სერხიო ბუსკეტსისთვის ეს 35-ე ტიტული გამოდგა, ჟორდი ალბასთვის 21-ე, ხოლო “ინტერ მაიამისთვის” – პირველი.

მესის ტიტულები

  • მსოფლიო ჩემპიონატი – 1
  • კოპა ამერიკა – 1
  • ჩემპიონთა ლიგა – 4
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 3
  • ესპანეთის ჩემპიონატი – 10
  • საფრანგეთის ჩემპიონატი – 2
  • უეფას სუპერ თასი – 3
  • ესპანეთის თასი – 7
  • ესპანეთის სუპერ თასი – 8
  • ფინალისიმა – 1
  • საფრანგეთის სუპერ თასი – 1
  • ლიგების თასი – 1
  • ოლიმპიადა – 1
  • 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი – 1

ბუსკეტსის ტიტულები

  • მსოფლიო ჩემპიონატი – 1
  • ევროპის ჩემპიონატი – 1
  • ჩემპიონთა ლიგა – 3
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 3
  • ესპანეთის ჩემპიონატი – 9
  • უეფას სუპერ თასი – 3
  • ესპანეთის თასი – 7
  • ესპანეთის სუპერ თასი – 7

ალბას ტიტულები

  • ევროპის ჩემპიონატი – 1
  • ჩემპიონთა ლიგა – 1
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 1
  • ესპანეთის ჩემპიონატი – 6
  • უეფას სუპერ თასი – 1
  • ერთა ლიგა – 1
  • ესპანეთის თასი – 5
  • ესპანეთის სუპერ თასი – 4

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • tbilisi
    20 აგვ 2023, 14:26

    არ დევს სადმე თამაშის მიმოხილვა? ვიდეო?

  • Rick Sanchez
    20 აგვ 2023, 13:36

    "ბურგერლიგაა ბრატ"

  • Kote Bogveradze
    20 აგვ 2023, 12:59

    ციტატა: Rolex

    ციტატა: Kote Bogveradze

    ციტატა: me da barca
    არაბეთში ვიღაცა დამამშვიდებლებს ყლაპავსო, ბოღმა ახრჩობსო გავიგე.


    აი რა იცით ხოლმე ასეთი გამოხტომები ორი უ დიადესი ფეხბურთელია რომლებმაც უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქეს. სულ არ არის რონალდო ეგეთი ბოღმა ყოველთვის კარგად საუბრობს მესიზე და ფინალში არგენტინისკენ იყო და მერე მიულოცა კიდეც ჩემპიონობა


    ბოღმა არაა მლსზე მაგარი ჩამოიონატია აქლემებთან თამაშიო?ამას რა ქვია?ან სად ევროპის დონე და სად არაბების რო გაიძახის ევროპულ დონეს ჯობსო?სუფთა ბოღმაა და მაგიტო ვიცით ხოლმე😂უდიდესი ერთ ერთი საუკსთესო როა არ ვდაიბთ მაგაზე.ბოღმაზე ვდაობთ რომწლიც სახელად მესია მის გონებაში.სულ კიდია ახვა რას იზავს მთავარია თბითონ გაიტანოს და თჰითონ გამოჩნდეს გოჯია მის გარშემო უნდა ირტიალოს დედამიწამ მაგრამ …


    ეგრე მესიმაც თქვა ზოგზოგიერთებივით ფულისთვის არ წავედი არაბეთშიო და დავუძახოთ ბოღმა? რონალდოს კიდე დაუსვეს კითხვა საუდის არაბეთი თუ მლსიო და მლს ხო არ იტყოდა. პირადად ჩემთვის კი ორივე როგორც მაგარი ფეხბურთელები ასევე მაგარი ადამიანებიც არიან

  • Rolex
    20 აგვ 2023, 12:40

    ციტატა: Kote Bogveradze

    ციტატა: me da barca
    არაბეთში ვიღაცა დამამშვიდებლებს ყლაპავსო, ბოღმა ახრჩობსო გავიგე.


    აი რა იცით ხოლმე ასეთი გამოხტომები ორი უ დიადესი ფეხბურთელია რომლებმაც უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქეს. სულ არ არის რონალდო ეგეთი ბოღმა ყოველთვის კარგად საუბრობს მესიზე და ფინალში არგენტინისკენ იყო და მერე მიულოცა კიდეც ჩემპიონობა


    ბოღმა არაა მლსზე მაგარი ჩამოიონატია აქლემებთან თამაშიო?ამას რა ქვია?ან სად ევროპის დონე და სად არაბების რო გაიძახის ევროპულ დონეს ჯობსო?სუფთა ბოღმაა და მაგიტო ვიცით ხოლმე😂უდიდესი ერთ ერთი საუკსთესო როა არ ვდაიბთ მაგაზე.ბოღმაზე ვდაობთ რომწლიც სახელად მესია მის გონებაში.სულ კიდია ახვა რას იზავს მთავარია თბითონ გაიტანოს და თჰითონ გამოჩნდეს გოჯია მის გარშემო უნდა ირტიალოს დედამიწამ მაგრამ …

  • M10 S9 D11
    20 აგვ 2023, 12:09

    45-ე ტიტულიც უნდა ჩაიხუტოს სულ მალე ორი თამაში აშორებს მაქამდე ❤️❤️❤️

    ციტატა: Lekso
    ასე კარგა ხანია არ მინერვიულია 😂 მაგარი დაძაბული თამაში იყო და მუხტარმა მომიშალა ნერვები ყველაფრიდან მომენტს ქმნიდა, მაიამის დაცვის არც ისე კარგი თამაშის გამო 😂 Vamooooos Leooo ❤️


    მე იმ მაიამის 9 ნომერმა კამპანამ ბოლო წუთზე რა გააკეთა რა ბურთი ვერ გაიტანა

  • Kote Bogveradze
    20 აგვ 2023, 11:16

    ციტატა: me da barca
    არაბეთში ვიღაცა დამამშვიდებლებს ყლაპავსო, ბოღმა ახრჩობსო გავიგე.


    აი რა იცით ხოლმე ასეთი გამოხტომები ორი უ დიადესი ფეხბურთელია რომლებმაც უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქეს. სულ არ არის რონალდო ეგეთი ბოღმა ყოველთვის კარგად საუბრობს მესიზე და ფინალში არგენტინისკენ იყო და მერე მიულოცა კიდეც ჩემპიონობა

  • C.PC5
    20 აგვ 2023, 10:20

    როგორც თვითონ თქვა მომენტით ტკბება ეს კაცი, შეგერგოს მეფეო🙌 დღითიდღე ვრწმუნდები რომ მაიამიში წასვლით უფრო დაამტკიცა ბარსას ფანების სიყვარული ამ კაცმა, მემგონი ის უფრო გულსატკენი იქნებოდა ბარსელონას მაისურით ისევ ყურებჩამოყრილი რომ გვენახა ლეო.

  • Barca1980
    20 აგვ 2023, 09:47

    მესის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტიტული !!! მივიდა მაჩანჩალა გუნდში და გუნდს რომელსაც არასოდეს არაფერი არ მოუგია , თასი მოაგებინა პირადად barca-5 ნამდვილად იმსახურებს იმას , რასაც მთელი კარიერის განმავლობაში მიაღწია , ღირსების მქონე ადამიანია ,თავმდაბალი, რომელმაც არ იკადრა და თასი თვითონ არ აწია , თუმცა კი არავინ დაძრახავდა .

  • me da barca
    20 აგვ 2023, 09:26

    არაბეთში ვიღაცა დამამშვიდებლებს ყლაპავსო, ბოღმა ახრჩობსო გავიგე.

  • პეპ გუარდიოლა
    20 აგვ 2023, 08:55

    ლაპორტას ოჯახი მოვიკითხე დიდი სიყვარულით

  • ani-messi-goat
    20 აგვ 2023, 08:17

    barca-5 მეფეეეეე

  • Lekso
    20 აგვ 2023, 08:06

    ასე კარგა ხანია არ მინერვიულია 😂 მაგარი დაძაბული თამაში იყო და მუხტარმა მომიშალა ნერვები ყველაფრიდან მომენტს ქმნიდა, მაიამის დაცვის არც ისე კარგი თამაშის გამო 😂 Vamooooos Leooo ❤️