workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მატჩის წინ

ხვალ “ბარსელონა” 2023/24 წლების სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს “ხეტაფეს” წინააღმდეგ ჩაატარებს. 

აღნიშნულ შეხვედრამდე ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა:

რთული მატჩი გველის. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. გუნდი გავაძლიერეთ და საკმაოდ კარგად გამოვიყურებით.
ანსუთი ბედნიერი ვარ, ის კლუბის მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ რომელიმე ფეხბურთელის დარჩენის გარანტიას ვერ მოგცემთ.
შემტევი ნახევარმცველი გვჭირდებოდა და გიუნდოგანი შევიძინეთ. ასევე, ფერმინი და ლამინი გვყავს. გარდა ამისა, აბდე დავიბრუნეთ.
კლუბი ფეხბურთელების რეგისტრაციაზე მუშაობს. ვიმედოვნებთ, რლმ ხვალისთვის მათი უმრავლესობა დარეგისტრირებული იქნება.
დემბელე ძალიან დაგვეხმარა. მან წასვლა გადაწყვიტა, რის გამოც იმედგაცრუებულნი ვართ. უსმანი აქ ბედნიერი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მას წარმატებებს ვუსურვებ.
ნეიმარი? უკვე ვთქვი, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე ღიაა. ახლა “ხეტაფესთან” მატჩზე ვარ ფოკუსირებული და ტრანსფერებზე არ ვისაუბრებ.

გუშინ ბორდალასის პრესკონფერენციას მოვუსმინე. მან ჩვენს მიმართ პატივისცემა გამოიჩინა.

ხოსეს ვეთანხმები, ფეხბურთი შეიცვალა – ახლა მეტი დუელი და ფიზიკური ბრძოლაა საჭირო, მაგრამ ჩვენი დნმ არ შეცვლილა.

თუ არაფერი შეიცვლება, ვიტორ როკე იანვარში შემოგვიერთდება.

ფერმინ ლოპესითა და ლამინ იამალით ძალიან ბედნიერი ვარ. მათ გუნდის დახმარება შეუძლიათ. 

ვფიქრობ, ლამინი მზადაა, სათამაშო დრო მიიღოს. ის ყველაფერს კარგად აკეთებს და ასაკის მიუხედავად, ჭკვიანად მოქმედებს.

არაუხო და კრისტენსენი ხვალ სათამაშოდ მზად არიან. მათ დისკომფორტი აწუხებდათ, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ისინი ითამაშებენ. 
მარკოს ალონსო? ვნახოთ. ეს ანსუ ფატის მსგავსი სიტუაციაა.

მატჩი სტარტს ხვალ, 23:30 საათზე აიღებს, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი სილქ სპორტ 1-სა და Setantasports.com-ზე შეგეძლებათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 აგვ 2023, 18:50
    #4

    ნეიმარი ალ ჰილალში წავიდა.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 13 აგვ 2023, 01:10
    #3

    ციტატა: cruyff9
    კაროჩე თუ ნეიმარი მოვა ფატი ჯობია წავიდეს,იჯარით გავუშვებდი იქნებ სხვაგან გაიხსნას და განვითარდეს


    ნეიმარი არაა ის ვისაც დაეყრდნობი, ტიპს ფეხბურთი კარგახანია რაც კიდია უკვე და როდის დაგაღალატებს ვერ გაიგებ

  • Rick Sanchez
    schedule 13 აგვ 2023, 00:03
    #2

    ნეიმარზე სხვანაირად ბაზრობს უკვე. ფაქტია მუშაობენ ბრაზილიელზე.

  • cruyff9
    schedule 12 აგვ 2023, 20:12
    #1

    კაროჩე თუ ნეიმარი მოვა ფატი ჯობია წავიდეს,იჯარით გავუშვებდი იქნებ სხვაგან გაიხსნას და განვითარდეს