ანსუ ფატის მომავალი გაურკვეველია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ფეხბურთელის “პარი სენ-ჟერმენში” გაშვებას არ აპირებს, რადგან პატივს სცემს მის სურვილს, დარჩეს კლუბში, თუმცა ესპანელის წასვლა გამორიცხული არაა.
ჟერარ რომეროს ცნობით, “ბარსას” დატოვებაზე თავად 20 წლის შემტევი ფიქრობს. მას სურს, გუნდში დარჩეს და მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, თუმცა სამწვრთნელო შტაბისგან ნაკლებ ნდობას გრძნობს და იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისი სათამაშო დროის მიღების გარანტიას ვერ მიიღებს, კლუბიდან წასვლას არჩევს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანსუ “ბარსაში” ბედნიერია და მისი პრიორიტეტი დარჩენაა, თუმცა მის სიტუაციას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ფატის დამატებას რამდენიმე კლუბი ცდილობს.
ააცვას ამის ათამაშების მე არ მჯერა
თუ წასვლაა ბარემ ცოტა ხეირი მაინც ვნახოთ, იმედია დემბელეზე იაფი არ იქნება.
გაიხადე ეს 10 ნომრიანი მაისური და ჯადოც მოგეხსნება. ძალიან მძიმეა ეს მაისური და გიჭირს მისი ტარება. თანაც დამსახურება უნდა.
თუ გაყიდვაა ნორმალურ თანხად მაინც გაყიდონ, მინიმუმ 65 მილიონად.
ვინღა გვრჩება რო? მაშინ მინიმუმ 70 უნდა გაყიდონ და ბერნარდო მოიყვანონ ეგრევე + როკე.