workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ბარსელონა ანსუ ფატის გაყიდვას არ აპირებს

Sport: ბარსელონა ანსუ ფატის გაყიდვას არ აპირებს

კატალონიური Sport მადრიდული As-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს “ბარსელონა” ანსუ ფატის პსჟ-სთვის მიყიდვის ვარიანტს განიხილავს.

Sport-ის ცნობით “ბლაუგრანა” 20 წლის ესპანელის გაშვებას არ აპირებს. მართალია, კლუბი შეთავაზებებს იღებს, მაგრამ ეს საკითხი დახურულია.

ანსუ ფატის წარმატების მხოლოდ “ბარსელონაში” მიღწევა სურს, კლუბში ამის შესახებ იციან და ფეხბურთელის პოზიციას პატივს სცემენ. წყაროს ცნობით ფატი მომდევნო სეზონში “ბარსაში” ითამაშებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 07 აგვ 2023, 11:13
    #4

    100 მლნ თუ შესთავაზეს კარგად დაფიქრდნენ მაინც.

  • Chico
    schedule 06 აგვ 2023, 23:26
    #3

    დღეს 15:40 ქვეყნდება ინფორმაცია, რომ ბარსა ანუს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. ხოლ 20:18 იწერება, რომ ბარსას არ სურს ანსუს გაყიდვა. უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბა ამ ჭორიკანა მწერლების ცრუ ინფორმაციებმა. ჩასაფრებული არიან ინტერნეტში და საკმარისია სადმე რაიმე დაიწეროს, თარგმნიან გუგლ-ში და აქვეყნებენ. არა აქვს მნიშვნელობა მართალია თუ ტყუილი, მთავარია სასწრაფოდ გამაქვეყნონ. ძალინ ნერვების მომშლელია ამდენი ჭორების ყოველდღე კითხვა. ერთხელ დავაპირე სტატიის გამოქვეყნება ერთ რეალურ და საინტერესო თემაზე, მივიღე ადმინის ნებართვა და გავაგზავნე ტექსტი. ცენზურამ იმდენი შესწორებები შეიტანა, ეს ასე არ იყო და ისე იყოო. ასე კი არ მოხდა და ისე მოხდაო, რომ გადავფიქრე გამოქვეყნება. აბა სად არის ის ცენზურა, როცა ამდენი, ყოვლად უაზრო და ცრუ სტატიები ქვეყნდება?

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2023, 22:15
    #2

    რით ვეღარ აღიდგინა ამანაც ფორმა, რომ მორჩეს ლაპარაკი ამის წასვლაზე. ბოლო-ბოლო დემბელემ ისწავლა ტრამვისგან აღდგენა, მართალია 2-ჯერ მეტი დრო სჭირდება ვიდრე ექიმები ვარაუდობენ ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ ფორმაში დგება.

  • sandro89
    schedule 06 აგვ 2023, 21:09
    #1

    მიდი მოიხოდე ფატმან