“ბარსელონა” აბდე ეზალზულისთვის შანსის მიცემას აპირებს.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 21 წლის შემტევი “ბლაუგრანაში” დარჩება. “ბარსამ” ორი მნიშვნელოვანი შეთავაზება დაბლოკა.
ამერიკული ტურნეს შემდეგ კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც “ბარსამ” მაროკოელის შენარჩუნების სურვილი დაადასტურა.
“ბარსელონამ” აბდე ეზალზული 2021 წელს “ერკულესიდან” დაიმატა. მისი კონტრაქტი 2026 წელს იწურება.
არა მგონია ტორესზე უარესი გამოდგეს. ეს მცველებს მაინც ატყუებს.
ოსასუნას ლიდერი არა კვახი. 3 გოლი გაიტანა ლალიგაში მგონი. ეგაა ლიდერობა?
ვინ მოგვცემს ამაში 30 მილიონს თუ ძმა ხარ მაქსიმუმ 10-12 ად გაყიდიან
რამდენი ხნის წინ ითქვა რომ ბერნარდუ გვჭირდებოდა?! რამდენიმე წელია მოველით მაგის ტრანსფერს, წელსაც გაიჩარხება თუარა საკითხავია, ამდენი წლის მანძილზე სულ იყო მოლოდინი რომ გამოჩნდებოდა ვინმე ახალი პერსპექტიული ვინგერი და გვეშველებოდა😃 აბა სადაა?! ისევ ბერნარდუს ველოდებით, ისევ ისე ვართ და არცერთ ფლანგზე არ გვყავს საიმედო შემტევი. ის ერთი ჯადო მოშორდა როგორც იქნა, ახლა მართლა აღარ გვყავს ფლანგზე კაცის მომტყუებელი ფეხბურთელი. ამ ბიჭს აქვს პოტენციალი და აცადონ! რაც ითამაშა კი აკეთა თავის საქმე, ირბინა გაამწვავა, გოლიც მოვა და ასისტიც გამოცდილებასთან ერთად, ოსასუნაში გაუშვეს და იქ გუნდის ლიდერად იქცა, მეტი რა ქნას?! ამათ ტვინი რომ ქონდეთ საერთოდ არც უნდა დაცდეთ სიტყვა ამ ბიჭის გაშვებაზე.
30 მ რომ მიიღონ უნდა გაყიდონ. მაგაზე მეტს მაინც არავინ გადაიხდის