ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

17 დეკემბერს “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1925 წელი

ხელისუფლების მიერ ჟოან გამპერის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტი არკადი ბალაგერი გახდა.

1954 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი პიჩი ალონსო. 1982-1986 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 86 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ალონსომ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანთის თასი მოიგო.

2001 წელი

დაიბადა აბდე ეზალზული.

2006 წელი

“ბარსელონა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიურ “ინტერნასიონალთან” 0-1 დამარცხდა.

2015 წელი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში “ბარსელონამ” ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდი” 3-0 გაანადგურა. სამივე გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    17 დეკ 2021, 20:00

    2001 წელი
    დაიბადა აბდე ეზალზული.
    მივულოცოთ, ჩვენს ახალ ტალანტს.

  • El pistolero 9
    17 დეკ 2021, 12:11

    ვულოცავ აბდეს