მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურმა კლუბმა “ნიუკასლთან” 70 მილიონ ფიქსირებულ ევროსა და 10 მილიონ ბონუსებზე მიაღწია შეთანხმებას, “ბარსელონას” შეუძლია 24 წლის ინგლისელი გარემარბის ტრანსფერი მნიშვნელოვნად გააიაფოს იმ მოთამაშეების ხარჯზე, რომლებზეც გარკვეულ უფლებებს კვლავ ფლობს: ეზ აბდე და იან ვირხილი.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ნიუკასლმა” გორდონის შემცვლელად “რეალ ბეტისის” გარემარბი აბდე ეზალზული შეარჩია, რომლის სატრანსფერო უფლებების 20%-საც “ბარსელონა” ინარჩუნებს. თავის მხრივ, ანდალუსიურ კლუბს აბდეს ჩანაცვლება “რეალ მალიორკას” თავდამსხმელის, იან ვირხილის დამატებით სურს. აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს ბალეარულ კლუბში ფეხბურთელის სულ რაღაც 3.5 მილიონ ევროდ გაყიდვის შემდეგ, “ბარსელონამ” მისი მომავალი ტრანსფერიდან მისაღები თანხის 40% დაიტოვა.
თუ ენტონი გორდონის “ნიუკასლიდან” “ბარსელონაში” გადმოსვლამ აბდესა და ვირხილის ტრანსფერებიც გამოიწვია, მაშინ “ბარსელონას” ინგლისელის დამატება რეალურად უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ეს თავიდან იყო გათვალისწინებული.
არადა ვირჯილიც კარგი ფეხბურთელია და აბდეც
Ბეტისი ლიგაზე ითამაშებს ნიუკასლისგან განსხვავებით. აბდე ფულის გამო თუ გადავა იქ მარტო
როგორც ყველა სხვა ესპანური კლუბი (ბარსა, რეალი, ატლეტიკოს გარდა) ბეტისიც ალბათ ლიგის ფაზას ვერ გაცდება და ლიგის ყველა მატჩს გატეხავს. პრემიერ ლიგაში თამაში კი ბევრად უკეთესი ვარიანტია აბდესნაირი ფეხბურთელისთვის.
ფაბრიციო რომანოს ედო ალვარესზე პოსტი, ეხლა ციტირებას არ მოვახდენ, რადგან ფაბრიციომ დადო ეგ პპსტი ან 100% მართალია ან მცდარი, თუმცა ფაბრიციო ჩვენ ყველამ
ვიცით, ამიტომ ვიტყვი იმას , რომ ალვარესთან ერთად ერთი მარცხენა CB გვინდა და ეგ არი პლიუს რაშფორდსაც თუ როგორმე
შევინარჩუნებთ კიდევ უფრო სიღრმეს შევმატებთ შემადგენლობას და განსაკუთრებით შეტევას..ჩემი აზრით არ უ და იყოს ცუდი სატრანსფერო ფანჯარა რასაც ვვარაუბდობდი კიდეც
ბერნარდო სილვაზეც დაიწერა 433 რომ არის საფეხბურთო გვერდი მანდ, მისი ადგილი როგორ უნდა გამონახონ არ ვიცი მაგრამ ეგეც თუ დაამატეს უფასოდ ტოპ შემადგენლობა ჩამოყალიბდება რაც ამდენიხანია გვჭირდება სკამის სიღრმე გაიზრდება
ბერნარდო 4 მილიონზეა თანახმა და შეიძლება კიდევ დაიკლოსო, უფასოდ მოყვანილი არ გამოგვადგება დავიჯერო? რა მორჩა ტრამვიანობა გუნდში?