“ინტერ მაიამიმ” ლიონელ მესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვების შემდეგ “ბარსელონაში” დაბრუნება სურდა, თუმცა ფეარ პლეის გამო ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც მესიმ ამერიკულ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.




50%ზე მეტს ხელფასს ვერ შეუმცირებდნენ
არც გიუნდოგანი დაურეგისტრირებიათ ჯერ, არც ინიგო, ეგ კი არა არაუხოც არაა დარეგისტრირებული ამ ეტაპზე. კონტრაქტს ვადა გაუვიდა და ოფიციალურად ეგ რობერტო და ალონსო თავისუფალი აგენტები არიან. მარა უცდიან ბარსას როდის დაარეგისტრირებენ
კარგია, ეხლა მაინც გაუშვან რობერტო სუფთა ჰაერზე საგულაოდ..::DDD
50%ზე მეტს ხელფასს ვერ შეუმცირებდნენ
არც გიუნდოგანი დაურეგისტრირებიათ ჯერ, არც ინიგო, ეგ კი არა არაუხოც არაა დარეგისტრირებული ამ ეტაპზე. კონტრაქტს ვადა გაუვიდა და ოფიციალურად ეგ რობერტო და ალონსო თავისუფალი აგენტები არიან. მარა უცდიან ბარსას როდის დაარეგისტრირებენ
აბა გიხილავ ლეო მალე მინდორზე, აქ
მაინც დავტობები❤️
ვფიქრობ ინგლისური იცის ლეომ, სანაკრებო თამაშებში მსაჯებთანაც და მოთამაშეებთანაც ხშირად უწევდა ცოტა წაკამათება, და როგორ ფიქრობთ, ყველა უცხოელმა მსაჯმა იცოდა ესპანური?!
მოგვიწევს ღამეების გათენება.
ცოტა ინგლისურიც ისწავლე ლეო ბარემ. ესპანურ ენოვანი ხალხი იქ ბლომად იქნება მაიამიში, მაგრამ მაინც დაგჭირდება.
ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ ასევე 2006 წლიდან და ყოველთვის მიხაროდა როცა ბრაზილია არგენტინას უგებდა ყველგან ხოდა მესი იმხელაა რომ არგენტინის გულშემატკივარი გამხადა და მარაკანას ფინალში მესის გამო ბრზილიის მარცხით უბედნიერესი ვიყავი.. მოკლედ მესი არის უდიდესი
ალბათ ამ ინტერის თამაშების კალენდარსაც დაგვიდებენ და იქნებ თამაშებიც ვნახოთ, სამწუხაროდ ბარსაში არ აღირსეს გადმოსვლა.
რა გამოსამშვიდობებელი? მონჟუიკზე უპირებენ გაცილებას?! ხომ არ ძმარავთ?
დაამთავრეთ კამპ ნოუ, მორჩით რეკონსტრუქციას და მერე მოუწვიეთ ან მსოფლიო ნაკრები, ან არგენტინის ნაკრები და ისე გავაცილოთ მეფე
ბარსელონას დაბადების დღესო ასე ვივი
ვინმემ ხომ არ იცით გამოსამშვიდობებელი საღამო როდის იქნება ბარსელონას სტადიონზე? როგორც მახსოვს ლაპორტამ დაანონსა მაგრამ ვერ ვიხსენებ როდის არის
რავი, ძალიან ძალიან გულდასაწყვეტია… რო დავფიქრდეთ, აწი როდის ან საერთოდ, თუ ექნება ბარსას იმის შანსი რომ მსოფლიოს ყველა დროის ფეხბურთელმა(თუ მოხდა სასწაული და მესიზე ძლიერი დაიბადება) ითამაშოს გუნდში, თანაც ისე რომ კარიერა აქ დაასრულოს. ბარსამ გაუშვა უნიკალური შანსი, ყველა დროის საუკეთესოს მთელი კარიერა ბარსაში გაეტარა და დაესრულებინა. ბარსამ ის მიზერულიც ვერ შეძლო რო კარიერის ბოლო წლები რომ მაინც ყოფილიყო ბარსაში. სხვათაშორის დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო რონალდოზეც(კიჭაზე), დარჩენა სურდა და ვინ იცოს ესპანეთში ტრამვა არ მიეღო და როგორ წავიდოდა მისი კარიერა ბარსაში, ხომ წარმოგიდგენიათ? მაგრამ ბორდმა სხვაგვარად გადაწყვიტა და დღეს რონალდოს ბარსას ხსნებეაც ეზარება ისე ვერ იტანს, ის სასწაული გოლი რომ გაიტანა იმ გოლზე ინტერვიუში აქვს ნათქვამი ვისურვებდი რეალის ფორმით გამეტანაო… მოკლედ როგორც იტყვიან, მტრები გვყავს, მტრები!!!
ფეარ ფლეის გამოო? გიუნდოგანი შავ პურზე გადავიდა თუ როგორ დაარეგისტრირეს ეგ მესი თუ ვერ დაარეგისტრირეს
კარგი დასვენება გოუთოო😀💘