workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა არდა გიულერს 2022 წლის აგვისტოს შემდეგ აკვირდება

ბარსელონა არდა გიულერს 2022 წლის აგვისტოს შემდეგ აკვირდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” შუამავლების მეშვეობით არდა გიულერს 2022 წლის აგვისტოს შემდეგ აკვირდება. 

წყაროს ცნობით, “ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა და კვიპროსული “ლარნაკას” სპორტულმა დირექტორმა, ჩავი როკამ ჟორდი კრუიფს დაურეკა და უთხრა, რომ “ფენერბაჰჩეში” ისეთი ტალანტი შენიშნა, რომელიც “ბარსელონას” სტილს იდეალურად ერგება.

ამის შემდეგ კრუიფმა კლუბის სკაუტებს არდა გიულერზე დაკვირვება დაავალა. კატალონიურ გრანდს თურქი ფეხბურთელი ძალიან მოეწონა, რასაც მის მიმართ დეკუს სიმპათიებიც დაემატა. 

იმ შემთხვევაში, თუ გიულერი “ბარსელონას” მიერ შეთავაზებულ პირობებს მიიღებს, “ბარსამ” და “ფენერბაჰჩემ”, შესაძლოა, ტრანსფერი მომავალ კვირაში დახურონ.

დეკუ თურქული კლუბის პრეზიდენტ ალი კოჩს, გიულერსა და მის მშობლებს პირადად შეხვდა. “ბლაუგრანა” მათ გამოსასყიდი თანხის (€17.5 მილიონი) გადახდაზე შეუთანხმდა. კონტრაქტი ფეხბურთელის 1 წლით თურქეთში დარჩენასაც ითვალისწინებს. 

გიულერს ურჩევნია, კარიერაში დიდი ნაბიჯი ახლავე გადადგას და “ბარსელონაში” მიმდინარე ზაფხულში გადმოვიდეს, მაგრამ ამისთვის კატალონიელებს სხვების გაყიდვა მოუწევთ.

დეკუმ არდასა და მის ოჯახს “ბარსას” პროექტი გააცნო. “ბარსელონას” ახალმა დირექტორმა გიულერის ტრანსფერი პერსონალურ გამოწვევად მიიღო და კლუბი ახლა მისთვის ბრძოლაში ფავორიტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 03 ივლ 2023, 15:44

    გიულერს ურჩევნია, კარიერაში დიდი ნაბიჯი ახლავე გადადგას და "ბარსელონაში" მიმდინარე ზაფხულში გადმოვიდეს, მაგრამ ამისთვის კატალონიელებს სხვების გაყიდვა მოუწევთ.
    ისე არ გვიწევს ზედმეტების გაყიდვა? რაღას ელოდებიან? გული მოულბებათ ხალხი ვერ მოყავთო თუ რა. მაგათ მესის ხათრით არ იკადრეს არც ხელფასის დაკლება და არც წასვლა ვიღაც გიულერზე დაეწვებათ გული?

  • Don_Andresito
    schedule 02 ივლ 2023, 20:14

    ციტატა: me da barca
    ამის გვარის პირველი ასო გ შეცვალეთ მ-თი და გახდება გერმანელი.


    ერთი გერმანელი თურქი ხო გვყავს და რაღათ გვინდა 😀 ისე კაი ბიჭია მარა პაბლო ტორეც არ იქნებოდა ნაკლები ფენერში სადაც სუსტი ჩემპიონატია ძალიან. წელსვე უნდა მოვიდეს და პრესეზონი თუ ჩააგდო გააიჯარონ სადმე წესიერ გუნდში, ესპანეთშივე თუნდაც, ცოდოა თურქეთში, ვეღარ განვითარდება იქ ამაზე მეტად და დაკარგავს 1 წელს. გაშვებით კიდე ფეხბურთელები თუ ვერ გაუშვეს და ვერც ილქაის და სხვებს დაარეგისტრირებენ ამიტო ეგ ვარიანტი გამორიცხონ. მოახდინონ ზეწოლა ტორესზე პირველ რიგში, როგორმე უნდა გავაგდოთ, ყველაზე უიმედო ფეხბურთელია, კესი ცოდოა მარა ილქაი მირჩევნია ამიტო სხვა გზა არაა, იჯარით დაბრუნებუები უნდა შევასაღოთ ვინმეს ყველა. ფატიზე კიდე ვნახოთ, იქნებ მართლა ავარჯიშდეს კარგად და მოუმატოს, პრესეზონზე გამოჩნდება. მთავარია როკე (ახალი სისხლი შეტევაში) ილქაი და ინიგო დავარეგისტრიროთ როგორმე. უმტიტის წასვლით არ შეგვიმცირდა სახელფასო ხარჯი? მოშნად ვუხდიდით ვიცი, ლეჩე მიზერს უხდიდა.

  • me da barca
    schedule 02 ივლ 2023, 19:21

    ამის გვარის პირველი ასო გ შეცვალეთ მ-თი და გახდება გერმანელი.