მარსელო ბროზოვიჩის ალ ნასრში ტრანსფერი გადაწყდა

მარსელო ბროზოვიჩის ალ ნასრში ტრანსფერი გადაწყდა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მარსელო ბროზოვიჩი “ალ ნასრს” დათანხმდა – მხარეები ვერბალურად უკვე შეთანხმდნენ. 

ახლა არაბული კლუბი ხორვატი ნახევარმცველის კონტრაქტის დეტალებზე მუშაობს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის, შემდეგ კი სამწლიან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

“ალ ნასრმა” “ინტერს” ბროზოვიჩის სანაცვლოდ €23 მილიონი შესთავაზა, “ბარსელონას” კი ამხელა თანხის გადახდა არ შეეძლო. გარდა ამისა, არაბებმა მარსელოს ყგელა მოთხოვნა დააკმაყოფილეს – ის 3 წელიწადში ჯამში €100 მილიონს მიიღებს.

გავრცელებული ცნობებით, “ბარსას” ერთადერთი ვარიანტი დარჩა – ორიოლ რომეუ, რომლის გამოსასყიდი თანხაც €10 მილიონია. “ჟირონა” თანახმაა, რომეუ უფრო იაფადაც გაუშვას ან ტრანსფერში სხვა ფეხბურთელი ჩაერთოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nika 54
    30 ივნ 2023, 18:09

    რავიცი ჩაიშალაო და რა იქნება ვინ იცის. ბარსელონაში რო არ მოვა ცხადია.

  • Gaucho24
    30 ივნ 2023, 00:32

    სუბიმენდს ვიწუნებდით , არიქა არაა ბარსას დონისო და შემდეგი ვარიანტები რა იყო? პარეხო , ბროზოვიჩი , ამრაბატი და ახლა რომეუო , რომელიმეს მოყვანას და შეტენვას ისევ , კესის დატოვება ჯობს.

  • nikusha
    30 ივნ 2023, 00:15

    ციტატა: Rick Sanchez
    რომეუ კაი მოთამაშეა? სიმართლე გითხრათ ჟირონას თამაშებს არ ვუყურებ. 10 მილიონზე ნაკლებად თუ გამოვა, იყოს მაშინ იქნებ გაამართლოს.


    ცუდი არ არის 10 მლნ მაგრამ 31 წლის არის და ასაკი ასაკი თან ჟირონადან გადმოსვლა ეგრევე ბარსაში ან გამართლებს ან ვერა

  • KarlsAronia
    30 ივნ 2023, 00:12

    ზუბიმენდი თუ არადა ამრაბატი

  • Rick Sanchez
    30 ივნ 2023, 00:05

    რომეუ კაი მოთამაშეა? სიმართლე გითხრათ ჟირონას თამაშებს არ ვუყურებ. 10 მილიონზე ნაკლებად თუ გამოვა, იყოს მაშინ იქნებ გაამართლოს.

  • nikusha
    29 ივნ 2023, 23:58

    რომეუ კი არა აბრაბატი და მისი ჯანი ეგ არის