“ბარსელონას” პორტუგალიელი ლეგენდა დეკუ რომ კლუბის ახალი სპორტული დირექტორი იქნება, ეს დიდი ხანია, ვიცით. “ბარსას” ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ პორტუგალიელი საქმიანობას უკვე შეუდგა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ დეკუ ჟორდი კრუიფს შეცვლიდა და “ბარსელონას” სპორტული მრჩეველი იქნებოდა, მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ პირად კი მატეუ ალემანი დარჩებოდა. თუმცა როგორც ირკვევა, ასე არაა.
Sport-ის ცნობით სპორტის მიმართულებით კლუბში მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები პირი ამიერიდან დეკუ იქნება. რა თქმა უნდა, ჩავისთან შეთანხმებით. რაც შეეხება მატეუ ალემანის, ის იმ საქმეზე კონცენტრირდება, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის – მოლაპარაკებებზე.
რაც შეეხება მატეუ ალემანის, ის იმ საქმეზე კონცენტრირდება, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის – მოლაპარაკებებზე.
არც მოლაპარაკებებში არ ბრწყინავს მაინც და მაინც. ფული ჩვენ არა გვაქვს და უფასოდ ვისაც გინდა თავისუფალი აგენტებიდან ყველას სიხარულით მოიყვან.
გვარდიოლამ დეკუ, რონალდინიოსთან ერთად გაუშვა გუნდიდან ცუდი ყოფაქცევისა და ურეჟიმო ცხოვრების წესის გამო. კაცმა არ იცის ეხლა რას წარმოადგენს. არ ვიცი რა კავშირები გააჩნია სამხრეთ ამერიკაში , მაგრამ სპორტული დირექტორობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. აბა ვნახოთ რა მოხდება. ისე გახსენებისათვის, კრუიფის მოსაშორებლად ლაპორტას და ალემანის სპექტაკლის გათამაშება მოუწიათ.