workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე მარი ბაკერომ ბარსელონა დატოვა

ხოსე მარი ბაკერომ ბარსელონა დატოვა

“ბარსელონას” ლეგენდამ, ხოსე მარი ბაკერომ, რომელიც ბოლო წლებში “ბლაუგრანას” სკაუტების დირექტორად მუშაობდა, თანამდებობა დატოვა. 60 წლის ბაკერომ სამწვრთნელო საქმიანობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ხოსე მარი ბაკერო 1988-1996 წლებში იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდის” წევრი იყო. 2000 და 2001 წლებში ის კატალონიელთა მთავარი მწვრთნელების, ლუი ვან გაალისა და ლორენსო სერა ფერერის თანაშემწედ მუშაობდა. მას შემდეგ ბაკერომ მწვრთნელობა რამდენიმე გუნდში სცადა, 2017 წელს კი “ბარსელონას” დაუბრუნდა და კატალონიელთა ახალგაზრდულ სისტემას ხელმძღვანელობდა. 2021 წლიდან ხოსე მარი ბაკერო ესპანეთის მასშტაბით “ბარსელონას” სკაუტების დირექტორი იყო.

“ბლაუგრანას” მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ბაკერო სოფიას “სლავიას” მთავარი მწვრთნელი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 21 ივნ 2023, 16:31
    #6

    ძალიან გაგვიჭირდება უამისოდ, მაგრამ რას იზავ ნიჭი არ დაიკარგება იპოვის თავის გუნდს.

  • me da barca
    schedule 21 ივნ 2023, 09:03
    #5

    მწვრთნელობის ნიჭი ან გაქვს ან არა. კარგი ფეხბურთელი არ ნიშნავს, რომ კარგი მწვრთნელი იქნება. მარადონას მაგალითიც საკმარისია. კლოპი, როგორც ფეხბურთელი დიდი არაფერი, მაგრამ მწვრთნელი სულ სხვა დონეა. ინძაგი ხშირად ძირითადის ფეხბურთელად არც განიხილებოდა, მაგრამ როგორც მწვრთნელმა შედეგი დადო. იტალიური გუნდების სტილი საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ინტერს ცოტა დააკლდა ლიგის თასამდე. ჩავის ხელში კი ბარსა ვერჩ შედეგს დებს და ვერც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ლა ლიგა საერთოდ არ მიმაჩნია ჩავის დამსახურებად.

  • Rick Sanchez
    schedule 20 ივნ 2023, 21:38
    #4

    სლავიას მწვრთნელობას თუ სთავაზობდნენ უეჭველი უნდა წასულიყო, არ იყო ხელიდან გასაშვები შანსი.

  • azulgerana
    schedule 20 ივნ 2023, 21:33
    #3

    გვეშველება ამის გამოცდილი გამცემის smile

  • Don_Andresito
    schedule 20 ივნ 2023, 16:37
    #2

    ციტატა: MESSI 2017
    კაია 2017 წლიდან სკაუტებმა მარტო არაუხო ნახეს წესიერი


    ეგ ვინც ვიყიდეთ და ისე ვინისიუსიც ნახეს, ფელიქსიც და ჰოლანდიც სანამ ფასი აუარდებოდათ. მარა ჩმორთუმეუმ დაიკიდა ეგენი

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 20 ივნ 2023, 15:31
    #1

    Fexburtelebis garda yvela midis 😀😀