ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

5 სექტემბერს “ბარსელონამ” 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა ხუთივე მოიგეს.

1902 წელი

პოლ ჰაასმა ბართომეუ ტერადასი შეცვალა და “ბარსელონას” მე-3 პრეზიდენტი გახდა. მისი ერთწლიანი მმართველობა გარდამავალ ეტაპად უნდა შეფასდეს, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჰაასმა დააარსა კატალონიის ჩემპიონატის წინამორბედი ტურნირი ბარსელონას თასი.

1953 წელი

64 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი შოტლანდიელი თავდამსხმელი ჯორჯ პუტულო.

1971 წელი

ლა ლიგის პირველ ტურში “სოსიედადთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რინუს მიხელსის დებიუტი შედგა.

1973 წელი

“ბარსელონას” შემადგენლობაში იოჰან კრუიფის არაოფიციალური დებიუტი შედგა. “სერკლ ბრიუგესთან” გამართული ამხანაგური შეხვედრა “ბლაუგრანამ” 6-0 მოიგო, კრუიფმა კი 3 გოლი გაიტანა.

1989 წელი

“ბარსელონას” ლეგენდარულმა მცველმა, მიგელიმ გუნდის მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა. მის გასაცილებლად ბულგარეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრა “ბარსამ” ლაუდრუპის, ჟორდი კრუიფისა და ეუსებიოს გოლებით 3-1 მოიგო. ბულგარელთაგან თავი ხრისტო სტოიჩკოვმა გამოიჩინა.

1992 წელი

სეზონის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ბაკერომ და სტოიჩკოვმა გაიტანეს.

ეს შეხვედრა მიკაელ ლაუდრუპისთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.

1993 წელი

“ბარსელონას” მაისურით ოფიციალური დებიუტი ჰქონდა რომარიოს. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველივე მატჩში ჰეთ თრიქი გაიფორმა, “ბარსამ” კი “სოსიედადი” 3-0 დაამარცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 20:20

    1993 წელი
    "ბარსელონას" მაისურით ოფიციალური დებიუტი ჰქონდა რომარიოს. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველივე მატჩში ჰეთ თრიქი გაიფორმა, "ბარსამ" კი "სოსიედადი" 3-0 დაამარცხა.
    რაღა ბარსა, რომარიოს დაუმარცხებია პირადად.

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 12:40

    რომარიო სუპერ სტარ