workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერ მაიამიმ სერხიო ბუსკეტსთან მოლაპარაკებები დაიწყო

ინტერ მაიამიმ სერხიო ბუსკეტსთან მოლაპარაკებები დაიწყო

მას შემდეგ, რაც “ინტერ მაიამიმ” ლიონელ მესის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა, ამერიკელებმა მოლაპარაკებები “ბარსელონას” კიდევ ერთ ლეგენდასთან და ამჟამინდელ კაპიტანთან, სერხიო ბუსკეტსთან დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN ავრცელებს.

ბუსკეტსი “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. მას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს – საუდის არაბეთი და დიდი ხელფასი, ან ამერიკა და მეგობართან ერთად თამაში.

ESPN-ის ცნობით “ინტერ მაიამიმ” 34 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, მესის გაფორმების შემდეგ ამერიკელებს ბუსკეტსის დარწმუნება უფრო გაუადვილდებათ.

ბოლო საათებში ასევე ვრცელდება ცნობები, რომ დევიდ ბექჰემის გუნდმა, შესაძლოა, ჟორდი ალბა და ლუის სუარესიც დაიმატოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Rick Sanchez
    schedule 09 ივნ 2023, 21:45
    #14

    ინიესტაც წაიყვანონ ბარემ და აუწყვიათ 2015 წლის ბარსა🤩🤩

  • ani-messi-goat
    schedule 08 ივნ 2023, 17:32
    #13

    ძაან საინტერესო იქნებოდა არადა ამ ბარსაში მესი რომელმაც როგორც იქნა დაცვა დაალაგა და რაღაც ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშა ასე თუ ისე, ნახევარდაცვაშიც არიან ახალგაზრდა ნიჭიერები და ერთი კაი ნახევარმცველიც და კარგად შეიკვრებოდა ნახევარდაცვაც, რაც წელს ბარსას აკლდა ფლანგის კაი ვინგერები და კრეატივი იყო შეტევაში, მესი ფლანგზე არ იქნებოდა მარა კრეატივს მოიტანდა გუნდში და გოლებს, როცა წავიდა 30 გოლს + 13 ასისტი ქონდა ლა ლიგაში არადა ის კუმანის ბარსა რა დღეში იყო :დ დაცვა ვაბშე რა იყო ლენგლე და მინგესა იდგნენ ლამის მთელი სეზონი :დ რეალზე და ატლეტიკოზე ბევრად მეტი გოლი გაიტანა მაშინ ბარსამ ერთი 20 გოლით მეტი მარა მაინც 3ზე გავიდა ისეთი ბანძი დაცვა ყავდათ

  • alwaysculerr
    schedule 08 ივნ 2023, 17:19
    #12

    ისე ტურამზე არ იწერება რამე? ეტყობა გადაიფიქრეს დამატება, არადა თავისუფალი აგენტია

  • shu1987
    schedule 08 ივნ 2023, 16:23
    #11

    Iniesta_8, მერე სად წერია მე დამიჯერეთქო ? 😃 მე ვფიქრობთქო, შენ რაც გინდა და როგორც გინდა ისე იფიქრე და იმას დაუჯერე ვისაც ჩათვლი საჭიროდ 😉SaSoRi, 💯

  • Iniesta_8
    schedule 08 ივნ 2023, 16:02
    #10

    ციტატა: shu1987
    ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული შეთანხმებული და გათამაშებული სპექტაკლია, მესი ბუსკეცი ალბა რატო შეხვდნენ და რა ილაპარაკეს ხოარ თქმულა ??? არც ითქმება, მეორე მესი ამბობს ფული პრობლემა არასდროს ყოფილაო და ეგ არ იყო წუწუნებდა წასვლით იმუქრებოდა მილიონებს უმატებდნენ და რჩებოდა( ნუ წარსულია) ახლა ეიფლის ადიდასის წილებს მიიღებს ხელფასის გარდა და კარიერის მერე კლუბის ყიდვის უფლებას აძლევენ მეტი სარგებელი რაღა უნდა იყოს ?? ცოლს სურდა ამერიკაო და კი მოუსმინა, მამა და მესი არაბეთს ემხრობოდაო თუმცა ცოლმა ამერიკა არჩიაო, ბარსელონა არც განიხილებოდაო, აქ რომ პროფესორობთ რეალურად რა ხდება არავინ ვიცით და აგინებთ ზოგი მესის ზოგი ლაპორტას და მთელ ბარსელონას იმის მიხედვით რაც იწერება და რასაც ამბობენ, მე კიდე სხვა ვარიანტსაც ვფიქრობ თუ ბარსა არც განიხილებოდა მაშინ მესი დაეხმარა ლაპორტას ლალიგას დაემტკიცებინა გეგმა და დაიშალნენ. მესი მესი იყო არის და იქნება თუმცა ბარსელონამ უნდა გააგრძელოს განვითარება და ის ნაგავი რაც დაგროვდა გუნდში უნდა გაიტანონ სხვა შემთხვევაში ნაგავში იქნება ისევ.


    რეალურად თუ არავინ იცის რა ხდებოდა შენი დაწერილი რატომ უნდა დავიჯეროთ, მესის ახლობელი ხარ? რაც მოხდა იმ ფაქტებიდან გამომდინარე უნდა იმსჯელო, ბარსელონამ ვერ მისცა მესის გარანტია და ბარსას იქით ვის აირჩევს რა მნიშვნელობა აქვს.

  • SaSoRi
    schedule 08 ივნ 2023, 15:19
    #9

    ციტატა: shu1987
    ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული შეთანხმებული და გათამაშებული სპექტაკლია, მესი ბუსკეცი ალბა რატო შეხვდნენ და რა ილაპარაკეს ხოარ თქმულა ??? არც ითქმება, მეორე მესი ამბობს ფული პრობლემა არასდროს ყოფილაო და ეგ არ იყო წუწუნებდა წასვლით იმუქრებოდა მილიონებს უმატებდნენ და რჩებოდა( ნუ წარსულია) ახლა ეიფლის ადიდასის წილებს მიიღებს ხელფასის გარდა და კარიერის მერე კლუბის ყიდვის უფლებას აძლევენ მეტი სარგებელი რაღა უნდა იყოს ?? ცოლს სურდა ამერიკაო და კი მოუსმინა, მამა და მესი არაბეთს ემხრობოდაო თუმცა ცოლმა ამერიკა არჩიაო, ბარსელონა არც განიხილებოდაო, აქ რომ პროფესორობთ რეალურად რა ხდება არავინ ვიცით და აგინებთ ზოგი მესის ზოგი ლაპორტას და მთელ ბარსელონას იმის მიხედვით რაც იწერება და რასაც ამბობენ, მე კიდე სხვა ვარიანტსაც ვფიქრობ თუ ბარსა არც განიხილებოდა მაშინ მესი დაეხმარა ლაპორტას ლალიგას დაემტკიცებინა გეგმა და დაიშალნენ. მესი მესი იყო არის და იქნება თუმცა ბარსელონამ უნდა გააგრძელოს განვითარება და ის ნაგავი რაც დაგროვდა გუნდში უნდა გაიტანონ სხვა შემთხვევაში ნაგავში იქნება ისევ.

    რეალურს ბაზრობ ძმა მაგრამ ბარსას ადმინიდტრაციას დროზე რო მოეშორებინა "ტყუილად" ფეხბურთელები ახლა მესიც აქ გვეყოლებოდა გუნდოგანიც და ყველა ვინც გუნდს წაადგებოდა

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2023, 15:18
    #8

    მესი ჩაკუკული დადისო მინდორზე, 2015 წლის შემდეგ რა მოიგოო, წასასვლელია და ვერ ხვდებაო. და ვინ იცის რა არ გავიეთ ამ 3 წლის განმავლობაში. გუნდს ატორმუზებსო და კარგია რო წავიდაო. ეხლა რო ნახეს ამ ახალგაზრდა "ვარსკვლავებმა" რა ცეცხლი დაანთეს მინდორზე მიხვდნენ, რო მესის გაშვება სისულელე იყო. მაგრამ გულს არ იტეხენ და ეხლა ახალი თემა წავიდა: თურმე ლაპორტასთან მორიგებულაო, გაიყვანა და წავიდაო და ასე გაუთავებლად.
    დიდი ბოდიში და ვისი რა საქმეა სად წავიდა? ვინმეს ვალი დარჩა? 2 წელი ქონდა ბარსას თუ უნდოდა დაებრუნებინა, და რა გააკეთა? თითი თითზე არ დაუდიათ, თუ უნდა მოვაო, ალბათ არ უნდაო გაგდებულ კაცზე ლაპარაკობდნენ და როცა პსჟ-მ გადა-ჯვა თავის ულტრასებით წამოვიდა კაცი და მაინც იკითხა პირველ რიგში მშობლიურ კლუბში გინდივართო? ამათაც ესაო, ისაო, ტებასიო, სახელფასო ჭერიო, ჩავიმ საერთოდ გადაისხა თავზე არც რაფინიას გავუშვებ არც დემბელეს ეგენი ყველაზე კარგები არიანო. აქ მორჩა ბაზარი, დაანებეთ თავი კაცს ერთხელ მოატყუეს ატირეს და გაუშვეს, იფიქრა გონზე მოვიდნენ და დავბრუნდები სახლშიო, მაგრამ გველოდეო-მერე ვეცდებითო-მერე გარანტიას არ მოგცემთო და რა ექნა? როცა ლაპორტამ "მისცა გარანტია" მაშინ გააგდეს და ეხლა რო ვერ აძლევდნენ გარანტიას რა ელოდა? დაანებეთ თავი კაცს ჩვენი გასარჩევი არ არის რას გააკეთებს, ბარსას წინაშე ვალი მოხდილი აქვს. აგერ ბენზემა გააცილეს, წავიდა ფულის საშოვნელად და არავის უკადრია ფულს გამოეკიდაო, რეალში იმდენივე ითამაშა რამდენიც მესიმ ბარსაში და თურმე 25 ტიტული "მოუპოვებია" აქედან 5 მარტო ლიგაა და მაგის გაგრძელებები სუპერთასები და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატები არაბულ ამერიკულ თუ აზიურ გუნდებთან. და ლა ლიგაში რაღა მოიგო 3 ლა ლიგა და 2 თასი? დანარჩენები 10 ლა ლიგა, 5 სამეფო თასი 4 ლიგა და ასე შემდეგ კი ლეოს მოგებებია, მე მგონი 35 ტიტულით წავიდა. ახლა უკვე 43 ტიტული აქვს. მესი ლეგენდაა ცხოვრებაში აღიარეს ეს და და ნამდვილად დაიმსახურა, და მარტო ტიტულებიც ხო არ არის. 15 წელი მიყოლებით სპექტაკლებს გვიდგამდა. მადლობა ლეო!!!

  • zecterr
    schedule 08 ივნ 2023, 13:51
    #7

    Dani alves,
    1500 ლარი და ბუნუსებით ორამდე ადის

  • walker599
    schedule 08 ივნ 2023, 13:44
    #6

    ციტატა: Dani alves
    რამდენი აქ ხელფასი მესის მაიამიში ხო არ იცით?


    Dani alves,
    50 ლიმონი მაგრამ, 600 ზე მეტს გამოიმუშავებსო 🤷‍♂️

  • shu1987
    schedule 08 ივნ 2023, 12:36
    #5

    ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული შეთანხმებული და გათამაშებული სპექტაკლია, მესი ბუსკეცი ალბა რატო შეხვდნენ და რა ილაპარაკეს ხოარ თქმულა ??? არც ითქმება, მეორე მესი ამბობს ფული პრობლემა არასდროს ყოფილაო და ეგ არ იყო წუწუნებდა წასვლით იმუქრებოდა მილიონებს უმატებდნენ და რჩებოდა( ნუ წარსულია) ახლა ეიფლის ადიდასის წილებს მიიღებს ხელფასის გარდა და კარიერის მერე კლუბის ყიდვის უფლებას აძლევენ მეტი სარგებელი რაღა უნდა იყოს ?? ცოლს სურდა ამერიკაო და კი მოუსმინა, მამა და მესი არაბეთს ემხრობოდაო თუმცა ცოლმა ამერიკა არჩიაო, ბარსელონა არც განიხილებოდაო, აქ რომ პროფესორობთ რეალურად რა ხდება არავინ ვიცით და აგინებთ ზოგი მესის ზოგი ლაპორტას და მთელ ბარსელონას იმის მიხედვით რაც იწერება და რასაც ამბობენ, მე კიდე სხვა ვარიანტსაც ვფიქრობ თუ ბარსა არც განიხილებოდა მაშინ მესი დაეხმარა ლაპორტას ლალიგას დაემტკიცებინა გეგმა და დაიშალნენ. მესი მესი იყო არის და იქნება თუმცა ბარსელონამ უნდა გააგრძელოს განვითარება და ის ნაგავი რაც დაგროვდა გუნდში უნდა გაიტანონ სხვა შემთხვევაში ნაგავში იქნება ისევ.

  • Dani alves
    schedule 08 ივნ 2023, 12:21
    #4

    რამდენი აქ ხელფასი მესის მაიამიში ხო არ იცით?

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივნ 2023, 12:07
    #3

    მესი ალბა ბუსკეცი სუა ერთად ❤️❤️❤️ ეეჰ ნეტა ისევ ბარსაში ყოფილიყო მარა რას ვიზავთ

    ხო კიდე დი მარიაზე და პარედესზეც დაიწერა ინტერ მაიამის უნდაო

  • Albicelecte
    schedule 08 ივნ 2023, 11:47
    #2

    ლეო, ალბა, ბუსი, ჯეკა… უკვე რაღაცას ემსგავსება არა?! რიკი წაიყვანონ ლოს ანჯელესიდან, ნეიმარი პსჟ დან და ახალი ბარსელონა იქნება, კიდევ შეიძლება მლს-ს დოპნეზე რომელიმე ექს ბარსელის მიყვანა, მინგესასი და ერიკ გარსიასიც თუნდაც smile

  • claudio Caniggia
    schedule 08 ივნ 2023, 11:44
    #1

    მესი, ბუსი, სუა და რომელ საათზეც არ უნდა იყვეს თამაში ვუყურებ 😅