workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესი მარცხენა მცველი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესი მარცხენა მცველი

    მაშ ასე, “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო მეკარე უკვე შევარჩიეთ და ეს არის ვიქტორ ვალდესი! გილოცავ ვიქტორ. სადაც არ უნდა იყო. ახლა კი საუკეთესო მარცხენა მცველის გამოვლენის დრო დადგა. სხვათა შორის, მარჯვენა მცველისგან განსხვავებით, მარცხენა მცველის არჩევა გაცილებით რთულია. 

ჟორდი ალბა (2012-2023)

🔵 ტიტულები:

✔ 6x ლა ლიგა
✔ 5x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი

“ბარსელონაში” ჩაატარა 459 მატჩი.
გაიტანა 27 გოლი.
შეასრულა 99 საგოლე გადაცემა. 

რა უნდა ითქვას ალბაზე? ლამასიელია. თუმცა, ბარსამ თავის დროზე გაუშვა, მერე “ვალენსიაში” დაიმკვიდრა თავი, ესპანეთის ნაკრებში მოხვდა, ევროპის ჩემპიონი გახდა და ასე დაუბრუნდა აღმზრდელ კლუბს. გამოირჩეოდა შეტევაში, გამოირჩეოდა სისწრაფით. თანაც ისე, რომ ერთ-ერთ ელ კლასიკოში ბეილიც კი დაკეტა. უარყოფითი კი კარიერის ბოლო წლებია, როცა მის შეცდომებს ცუდი შედეგები მოჰყვა. განსაკუთრებით “ენფილდზე”. 

დაუვიწყარი იყო მისი და ლიონელ მესის კომბინაციები. ზუსტად გრძნობდა როდის უნდა აჩქარებულიყო, მესი პასს ნამდვილად არ დაუგვიანებდა. 

ერიკ აბიდალი (2007-2013)

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა 
✔ 2x კოპა დელ რეი 
✔ 3x ესპანეთის სუპერ თასი 
✔ 2x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 2x უეფას სუპერ თასი 
✔ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი

ბარსაში ჩაატარა 193 მატჩი
შეაგდო ორი გოლი (ერთი “რეალთან) 
შეასრულა 10 საგოლე გადაცემა

აბიდალი ძალიან საიმედო მცველი იყო, ფიზიკურად და მენტალურად ძლიერი. მეტოქე კი არა სიმსივნე დაამარცხა. მასთან კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ასოცირდება. მას შემდეგ რაც სნეულება დაამარცხა მოედანს დაუბრუნდა და პუიოლის ნებით ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. მარცხენა ფლანგზე ყველას უპირატესობას უქმნიდა, ჯერ რონალდინიოს, მერე ანრის, პედრის და დავიდ ვილიასაც. არ ყოფილა შემტევი, რომელიც აბიდალს ვერ უგებდა. 

ალბას მოსვლის მერე მოედნის ცენტრში გადაინაცვლა და არც იქ შეურცხვენია თავი. 

ვან ბრონხოშტი (2003-2007) 

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა 
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი 
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა 

ბარსაში ჩაატარა 154 მატჩი
შეაგდო 7 გოლი 
შეასრულა 18 საგოლე გადაცემა

ზურგზე ეწერა ჯიო. ჩვენც ასე მოვიხსენიოთ. სანამ ის მოვიდოდა გუნდში ბარსას ძალიან მძიმე პრობლემები ჰქონდა დაცვაში, მათ შორის, მარცხენა ფლანგზე. ბოლოს სორინი სცადეს, მაგრამ სწრაფად დატოვა კლუბი, მანამდე რაითსიგერი წვალობდა. მოკლედ, ვერა და ვერ მოაგვარეს პრობლემა, მერე კიდევ მოვიდა ეს ნიდერლანდელი და ყველაფერი დალაგდა. ჯიო შემტევებს მარტო უმკლავდებოდა, რადგან რონალდინიო არასდროს ეხმარებოდა. სასარეგბლო იყო შეტევაშიც. ასეთი სტაბილური მარცხენა მცველი მართლაც იშვიათია.

სერჟი ბარჟუანი (1992-2002) 

🔵 ტიტულები:

✔ 3x ლა ლიგა 
✔ 2x კოპა დელ რეი 
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი 
✔ 1x თასების თასი

ბარსაში ჩაატარა 382 მატჩი
შეაგდო 11 გოლი 
შეასრულა 27 საგოლე გადაცემა

სერჟიმ (ან, სერხიმ) ათი წელი ითამაშა “ბარსელონაში”. ნამდვილი ბარსელონელია. მისი ცხოვრება გადაჯაჭვულია ამ კლუბთან. თუმცა, მხოლოდ კატალონიელობის გამო არ უყვარდათ, რეალურად კარგი ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა გამოცემების მიხედვით საუკეთესო კი ბარსას ისტორიაში. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო, კრუიფი ლატერალად იყენებდა, დანარჩენები განაპირა მცველად. ლამაზი გოლებიც შეუგდია და კარგი პასებიც გაუკეთებია. 

აბა, თქვენთვის მომინდვია არჩევანი. ხმის მიცემა გაგრძელდება 24 საათის განმავლობაში. ლაიქები არ ითვლება, მხოლოდ კომენტარები. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (34)

  • Rick Sanchez
    schedule 30 დეკ 2025, 19:54

    ალბა მიყვარს უზომოდ

  • Flying Dutchman
    schedule 29 დეკ 2025, 11:59

    ალბას ენფილდს ვერასოდეს ვაპატიებ, მაგრამ მაინც ალბა

  • basa7
    schedule 29 დეკ 2025, 05:19

    აბიდალი

  • Albicelecte
    schedule 29 დეკ 2025, 03:52

    როგორც მცველი აბიდალი სჯობდა;
    ფლანგის მცველი როგორც დანი ისეთი რომ ყოფილიყო ჟორდი, მაშნ სხვა იქნებოდა;
    დანი დაცვითი ფუნქციებითაც უფრო ძლიერი იყო; პრინციპში შემტევი ფუნქიებითაც

  • shu1987
    schedule 28 დეკ 2025, 22:14

    ალბას სუსტი მენტალიტეტი და დაცვაში შეცდომები არ გაიშვას , მცველი დაცვით ფუნქციებში რომ სუსტია მორჩა საუკეთესოდ რატო უნდა დასახელდეს აი აბიდალი იყო სტაბილური და პეპის ბარსას წევრი ჩემთვის აბიდალი უკონკურენტოა.

  • La Pulga10
    schedule 28 დეკ 2025, 19:19

    ციტატა: LEVANII
    🚨 თუ რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში გუნდს დატოვებს, ბარსელონა მის შემცვლელს არ მოიყვანს. კლუბს სჯერა, რომ ამ პოზიციას ფერან ტორესი დაიკავებს

    ✍🏼 @DiarioAs
    Რა დარხეული გვაქ😒😒


    ძნელი დასაჯერებელია. ლაპორტას თუ უნდა პოსტის შწნარჩუნება სასწაულის გაკეთება მოუწევს. თუ არადა ნახჰაუზენ.

  • Barca
    schedule 28 დეკ 2025, 18:37

    ციტატა: LEVANII
    🚨 თუ რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში გუნდს დატოვებს, ბარსელონა მის შემცვლელს არ მოიყვანს. კლუბს სჯერა, რომ ამ პოზიციას ფერან ტორესი დაიკავებს

    ✍🏼 @DiarioAs
    Რა დარხეული გვაქ😒😒


    ხალხო ყველაზე მაგრად იცით რა ტეხავს? ფლიკი რო ქაჩავს, და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რო ლიგა დადოს და ესენი ხელს არ უწყობენ

  • LEVANII
    schedule 28 დეკ 2025, 18:30

    🚨 თუ რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში გუნდს დატოვებს, ბარსელონა მის შემცვლელს არ მოიყვანს. კლუბს სჯერა, რომ ამ პოზიციას ფერან ტორესი დაიკავებს

    ✍🏼 @DiarioAs
    Რა დარხეული გვაქ😒😒

  • Fcbarcaforever
    schedule 28 დეკ 2025, 17:47

    ციტატა: La Pulga10
    ნათან აკეზე დაიწერა. იანვარში იჯარას ფიქრობენო. რას იტყვით?


    Ageni veravis ver iyidian da ake kai variantia lcb da lb ze sheudzlia tamashi tan gamocdilia

  • La Pulga10
    schedule 28 დეკ 2025, 17:32

    ნათან აკეზე დაიწერა. იანვარში იჯარას ფიქრობენო. რას იტყვით?

  • MESSI 2017
    schedule 28 დეკ 2025, 15:35

    აბიდალი ულაპარაკოდ ალბაზე ოვერრეითედი მარცხენა მცველი რავი

  • ChuxrELia
    schedule 28 დეკ 2025, 15:28

    ალბას და აბიდალს შორის მცველი იყო აბიდალი, ალბა იყო ლატერალი. თუ მცველს ვირჩევთ, მაშინ აბიდალი, თუ ლატერალს – ალბა.

  • La Pulga10
    schedule 28 დეკ 2025, 14:10

    ალბა

  • Lasha Tchelidze
    schedule 28 დეკ 2025, 13:57

    აბიდალი❤️