ჟოან ლაპორტას “ბარსელონას” პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ მას კლუბში არსებული გამჭვირვალობის პრობლემის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ამ მიმართულებით ხაზს უსვამენ ხოლმე, ალეხანდრო ეჩევარიაა.
ეჩევარია ლაპორტას ყოფილი სიძეა (დის ქმარი). მათი საქმიანი ურთიერთობა ლაპორტას პირველი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მაგრამ ალეხანდროს “ბარსელონასთან” ოფიციალურად დისტანცირება მას შემდეგ მოუხდა, რაც აღმოჩნდა, რომ ის ფრანსისკო ფრანკოს ფონდის წევრი იყო, ორგანიზაციის, რომელიც ესპანეთის ფაშისტი დიქტატორი გახლდათ.
El Periodico-ს ინფორმაციით ეჩევარია “ბარსელონაში” დიდ გავლენას დღემდე ინარჩუნებს და ის თითქმის ყველა საკითხის მოგვარებაშია ჩართული იმის მიუხედავად, რომ კლუბში მას ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ აქვს. წყარო, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს და თავს ალეხანდროს მეგობრად მოიხსენიებს, აცხადებს, რომ “უმჯობესია მისი მეგობარი იყო, ვიდრე მტერი”.
ცნობილი ხდება, რომ ეჩევარია ჩართული იყო ჟორდი ალბასთან მოლაპარაკებების დროს. ის ასევე მონაწილეობს დეკუს “ბარსას” სპორტულ დირექტორად დანიშვნის საკითხშიც. მასა და ფეხბურთელებს შორის ძალიან ახლო ურთიერთობაა. როგორც ირკვევა, სწორედ ეჩევარიამ აჩუქა ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს ცნობილი ძაღლი “ჰალკი”.
ალეხანდრო ეჩევარია მონაწილეობდა ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ მისთვის 124.5 მილიონი ევროს საბანკო გარანტიის წარდგენის საკითხშიც.
ეჩევარია პრობლემების მოგვარებასთან ასოცირდება, მაგრამ ერთ-ერთი წყაროს ცნობით ის მათი შექმნითაც გამოირჩევა. “ის საქმეს ჯერ ართულებს, შემდეგ პრობლემას თავად აგვარებს და გაიძულებს, მისი მადლიერი იყო და თავი დავალებულად იგრძნო”.
ალეხანდრო ეჩევარია მჭიდროდ თანამშრომლობს გაბონის სახელმწიფოსთან, რისი წყალობითაც ლეო მესიმ ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სტადიონის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, ცნობილი ესპანელი მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო კი გაბონის ნაკრების დამრიგებლად სწორედ ეჩევარიას ჩარევით დაინიშნა.
ეჩევარიას მოტივაცია უცნობია. ის “ბარსელონასგან” არანაირ ანაზღაურებას არ იღებს, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, მხოლოდ “საქველმოქმედო მიზნები” ამოძრავებდეს.
ჩვენც გვყავს ესეთი კაცი. არ ჩანს, მაგრამ ქვეყანას მართავს, ჯიბეში უდევს.
5 წუთი და ქურდია 🙂
ესეთი ხალხი ღუპავს ყოველთვის ყველაფერს.
განაბია რა. მაფიოზი.
თუ ტებასმა არ მოუწამლა წესით ცოცხალი უნდა იყოს, ყოველშემთხვევაში 2020 წლის ნოემბრის ბოლოს ცოცხალი იყო.
https://www.goal.com/en/news/lionel-messi-dog-breed-name-pictures/h0mb2jhsomr61wxdua7n37smn