მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წელს არის ჩანიშნული, ლაპორტას იქამდე დრო აქვს იმისათვის, რომ უკეთესი მემკვიდრეობა დატოვოს. ჯერჯერობით მის მოსვლას განსაკუთრებული პროგრესი არ მოუტანია. ყველას გააზრებული ჰქონდა რომ ლაპორტა ურთულეს დროს მოვიდა კლუბში, მაგრამ მოლოდინი მაინც უფრო დიდი იყო, შესაძლოა, იმიტომ, რომ წინა მმართველობა რეალურ სურათს მალავდა, ახალი მმართველობის მოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ფინანსური სურათი უმძიმესია.
სატრანსფერო პოლიტიკა ასე თუ ისე გამოსწორდა. “ბარსამ” ტიტულების მოგება შეძლო, მათ შორის ყველაზე გამოსარჩევი ჩავის მიერ მოგებულია ლა ლიგაა. ყველაზე მძიმედ ჟოანის რეპუტაციაზე მესის წასვლა აისახა, ამას უკვე აღარაფერი ეშველება. ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი კი ალბათ განახლებული “კამპ ნოუ” იქნება.
სეზონის წინ თავისი მოსაზრებები ვიქტორ ფონტმა გამოთქვა. სტატიას მცირედი ცვლილებით გთავაზობთ.
ვიქტორ ფონტი “ბარსელონას” პრეზიდენტს ერთ რამეში ეთანხმება – ამ ზაფხულს ლაპორტამ თქვა რომ ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორის, ნიკო უილიამსის შეძენა სურს, “ბილბაოს” გარემარბის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა. ფონტს მოსწონს ეს აზრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ახლა მისი შეძენა შეუძლებელია.
“ვისურვებდი ნიკოს შეძენას, რადგან სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდება, ლაპორტამ თქვა რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. დღეს ეს ვერ მოხერხდება. იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება შესაძლებელი, ან მომდევნო დღეებში, მაგრამ დღეს გამორიცხულია”.
გრანოლერსში დაბადებული ვიქტორ ფონტი Delta Partners-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიის სათაო ოფისი დუბაიში მდებარეობს და საკონსულტაციო სამსახურს ეწევა ფინანსური ტექნოლოგიების დარგში. კომპანია 2020 წელს ამერიკულმა ფირმამ FTI Consulting-მა შეიძინა. 51 წლის ფონტი ასევე არის კატალონიური მედიაკომპანია Ara-სა და საფეხბურთო ანალიტიკური კომპანია Kognia Sports Intelligence-ის მეწილე.
ასევე არის “ბარსას” კლუბის წევრი, 150’000 ადამიანიდან ერთ-ერთი. სწორედ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს პრეზიდენტის ბედი, ფონტი დამარცხდა და მას შემდეგ მკაცრად აკრიტიკებს ლაპორტას პოლიტიკას. განსაკუთრებით იმ ბერკეტებს, რომელთა გამოყენებითაც კლუბი ჯერ კიდევ ახერხებს მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას. ფონტს მიაჩნია, რომ ეს ზედმეტად სარისკოა და პირდაპირი გზაა გაკოტრებისკენ.
“კლუბის წევრებს გვინდა რომ გვჯეროდეს იმის რასაც გვეუბნებიან, სამი ზაფხულია გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი რიგზეა, შევიძენთ ფეხბურთელებს და პრობლემები მოგვარდება. ყოველ ზაფხულს ნდობა მცირდება, თუ ამ ჯერზეც ვერ შეასრულეს პირობა, ნდობა ფაქტობრივად აღარ დარჩება”.
როდესაც ლაპორტამ კლუბი ჩაიბარა “ბარსას” ვალი 1.35 მილიარდი ევრო იყო, ეს ისტორიული მაჩვენებელია თანამედროვე ფეხბურთში. ბართომეუს პოლიტიკამ კლუბი ფინანსურ კრახამდე მიიყვანა, განსაკუთრებით მძიმე შედეგები დადგა პანდემიის შემდეგ.
სწორედ ამის გამო აამუშავა ლაპორტამ დამატებითი ბერკეტები – გაასხვისა კლუბის აქტივები, მათ შორის, სამომავლო შემოსავლები სატელევიზიო კონტრაქტებიდან, უარი თქვა ხანგრძლივ გეგმაზე და გათვლა გააკეთა სწრაფ შედეგზე, რათა “ბარსას” დიდი კრიზისი აეცილებინა თავიდან. მიუხედავად ამისა, კლუბი მაინც იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს.
“ბარსას” ფინანსური მდგომარეობა ახლა იმაზე უარესია, ვიდრე ლაპორტას მოსვლის დღეს იყო, ძალიან დიდი ვალი გვაქვს, შემოსავალს ჯერ კიდევ ვერ ვიღებთ, ეს კი სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რამაც, შესაძლოა, კლუბის მართვის მრავალწლიან მოდელზე გვათქმევინოს უარი“. (გულისხმობს გაკოტრებას და კლუბის გაყიდვას)
“ბართომეუმ იმდენად შორს შეტოპა, რომ უკან დასახევი გზა აღარ დაიტოვა, ამჟამინდელ დირექტორთა საბჭოს მოუხდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, მაგრამ ახლა თავად მიდიან იმ გზაზე, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაჭირდება”.
ლაპორტას მხარდაჭერებს მიაჩნიათ რომ ბერკეტების გამოყენებამ შედეგი მოიტანა, კლუბმა მაღალი დონის ფეხბურთელები შეიძინა – რობერტ ლევანდოვსკი, ჟულ კუნდე, რაფინია, ამ ფეხბურთელებმა კი ლა ლიგა მოიგეს.
“ეს ფეხბურთელები არა მხოლოდ აუდიოვიზუალური უფლებების სანაცვლოდ, არამედ Barca Studios 49%-ის სანაცვლოდ მოვიდნენ. ამ გარიგებით კლუბმა 200 მილიონი ევრო მიიღო და მეტწილად ამ ტრანსფერებში დახარჯა. სტუდია მიყიდეს სხვადასხვა ინვესტორებს, რომელთაც ეს ბიზნესი არ განავითარეს, ახლა კი ახალი ინვესტორის მოძებნა ძალიან რთულია. ეს ყველაფერი სამომავლოდ დიდ პრობლემებს მოიტანს”.
გარიგება მართლაც ვერ გამოდგა დიდად წარმატებული. ამის შედეგად გასულს ზეონში კლუბს 100 მილიონიანი გარღვევა ჰქონდა. პრობლემა კი უცვლელია – ლა ლიგა არ აძლევს “ბარსას” ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლებას, მათ შორის ინიგო მარტინესისა და ვიქტორ როკეს, მომდევნო სეზონისათვის.
ლაპორტა ამჯერად ეკიპირებას მიადგა და აქედან სცადა შემოსავლის გაზრდა, მაგრამ ნაიკთან კონტრაქტი 2028 წლამდე მოქმედებს. სცადა კონტრაქტის გაწყვეტა, სასამართლომ კი უარი უთხრა. შესაბამისად, არსებული კონტრაქტის გადახედვა მოისურვა.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი მუქარის შემდეგ ისინი მაქსიმუმს არ მოითხოვენ შენგან, ესე იგი, წარმოდგენა არ გაქვს როგორ მუშაობენ ამერიკული კორპორაციები. საქმე ისევ იმპროვიზაციამდე მივა, ისევ რისკი, ისევ ბეწვის ხიდზე სიარული”. (გულისხმობს ლაპორტასა და მის გუნდს).
კლუბს ყოველ წელს ექმნება ფეხბურთელების დარეგისტრირების პრობლემა, ლაპორტაც ყოველ წელს პოულობს მოკლევადიან გამოსავალს, მაგრამ გრძელვადიანი გეგმის დასახვის რესურსი ახლა არ არსებობს.
“მხოლოდ იმედზე შემიძლია საუბარი, იმედი მაქვს, რომ Barca Studios-ს თავს აღარ იქნება უცნაური გარიგებები, რომელიც მის განვითარებას შეაფერხებს, იმედი მაქვს, რომ Nike-თან არ მოვაწერთ ხელს ისეთ კონტრაქტს, რომელიც მავნებელი იქნება კლუბისთვის, იმედი მაქვს რომ წინ უარესი არ გველის”.
ფონტი წინასაარჩევნო დაპირებაში ამბობდა, რომ მწვრთნელის პოსტს ჩავი ერნანდესს ჩააბარებდა, სპორტულ დირექტორად კი ჟორდი კრუიფს დანიშნავდა, საბოლოოდ, ლაპორტამ მოიგო და იგივე გააკეთა. კრუიფმა კლუბის მას მერე დატოვა, რაც ლა ლიგის ჩემპიონობა იზეიმეს, მერე კი ვეღარ წავიდა საქმე კარგად. შემდეგ ჩავის ჯერიც დადგა, ჯერ თავად დააანონსა წასვლა, შემდეგ პრეზიდენტმა გადაათქმევინა, ბოლოს კი მაინც გაუშვეს.
“ჩავი შესაძლებლობებს ხედავდა, ლაპორტას ენდობოდა, მაგრამ რაც მოხდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ჩვენს გვსურს რომ კლუბს მართავდეს ხალხი, რომელიც ლეგენდებს პატივს სცემს. მათ კი უკანა კარიდან გაუშვეს ჩავი, და იგივე მოხდა მესისთან მიმართებითაც. ეს უდიდესი შეცდომა იყო კლუბის უახლეს ისტორიაში!”
მესი პარიზში უფასოდ წავიდა, 20 წლიანი კარიერის შემდეგ. ლაპორტა ტებასს აბრალებდა ამ ამბავს, მან გახადა შეუძლებელი მესის შენარჩუნება, თითქოს აშანტაჟებდა კიდეც – ან CVC-ის კონტრაქტს დათანხმდებოდნენ, რომელიც გრძელ ვადაში გაცილებით ნაკლებს მოუტანდა კლუბს, ვიდრე შესაძლებელია, ან მესის შენარჩუნება ვერ მოხერხდებოდა. შესაძლოა, ტებასს არც ეგონა, რომ მესის გაწირავდნენ. კლუბმა კი ჩათვალა, რომ ვეტერანი მესის გაწირვა სჯობდა, მრავალწლიან მავნებლურ კონტრაქტს.
აი, ვიქტორ ფონტი კი პერესისკენ იშვერს ხელს.
“მესის შენარჩუნება შესაძლებელი იყო, შეხედეთ მილიონებს, რომელიც ლევანდოვსკიში დაიხარჯა, ფერან ტორესში, რაფინიაში, კუნდეში, ლაპორტა თავდაპირველად ტებასთან გარიგებაზე წავიდა, მაგრამ ფლორენტინომ თქვა – თუ შენ მხარს დაუჭერ CVC-ის და ტებასს, მაშინ სუპერ ლიგიდან გაირიცხები, ეს იყო არჩევანი ფლორენტინოსა და მესის შორის, ლაპორტამ კი ფლორენტინო აირჩია”.
კლუბი მხოლოდ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს არ დაუტოვებიათ, წავიდნენ დირექტორები, ალემანი და რევერტერი, კორპორაციული დირექტორი მელენდესი, და “კამპ ნოუს” განახლების პროექტის მენეჯერი ჟორდი ლაურადო.
“ისინი მიდიან იმიტომ, რომ არ აქვთ საშუალება გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, ამის ნაცვლად მათ ეუბნებიან: ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ გადავწყვეტთ. ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, იქ მხოლოდ ერთი ოჯახი წყვეტს ყველაფერს”.
კლუბში დასაქმებულია ლაპორტას და, მაიტე ლაპორტა, ის ინკლუზიურობისა და სამართლიანი გარიგებების მენეჯერია, მისი დეიდაშვილი მარტა სეგუ კლუბის ფონდის გენერალური დირექტორია, ალეხანდრო ეჩევარია, ლაპორტას ყოფილი სიძეა, რომელსაც ფორმალური როლი არ აქვს, მაგრამ ნდობით აღჭურვილი მრჩეველია. ლაპორტას ახლო მეგობარი მანანა გიორგაძე შტაბის უფროსია, მისი შვილი პალომა მიქაძე კი კლუბის ციფრული მიმართულების მენეჯერია.
გამოჩნდა ლაპორტას ვაჟიც, ის მარკოს ალონსოს ტრანსფერში იყო ჩართული. საერთოდ, ბურუსით არის მოცული აგენტებთან გარიგებები, ცნობილია, რომ თანხა აქვთ აღებული პინი ზაჰავისა და დეკუს, მაგრამ ანგარიშსწორება გამჭირვალე არ ყოფილა. სწორედ ამის შედეგად გამოთქვა ფონტმა ვარაუდი რომ ეს მხოლოდ აისბერგის თავია.
“თუ დეკუმ რაფინიას ტრანსფერში საკომისიო აიღო, რატომ არ ითქვა ეს ღიად? თუ საუბრობენ ზაჰავისა და ლაპორტას შორის გარიგებაზე რატომ არ ითქმება თუ რამდენი აქვს ამ კაცს აღებული კლუბისგან? თუ ლაპორტას ვაჟი ალონსოს აგენტია, რა არის ამაში დასამალი? ნუთუ, ყველაფერი რიგზეა?”
ფონტმა ახსენა ნეგრერას საქმეც, თქვა რომ “ბარსა” უდანაშაულოა, მაგრამ მეტი სიცხადეა საჭირო. ამის გამო კი წინა მმართველობებს გადასწვდა და ბართომეუდან დაწყებული, ნუნიესით დამთავრებული ყველა გააკრიტიკა. ფონტს დიდი წვლილი მიუძღვის ბართომეუს გადაყენებაში, სწორედ მან დაიწყო პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება.
“ყველაფერს ვაკვირდებით და თუ წითელი ხაზები გადაიკვეთება აუცილებლად ვიმოქმედებთ, ისე როგორც ბართომეუს შემთხვევაში მოხდა. კიდევ ორი წლით ლოდინი არჩევნებამდე გამოსავალი ვერ იქნება, ჩვენს სწრაფი ცვლილება გვსურს, ამ კლუბს პროფესიონალები უნდა მართავდნენ”.
ლაპორტას დიდი ბონუსის მიღების ორი გზა დარჩა, ერთი სუპერ ლიგაა, რომელსაც ვერ ელევა და მიაჩნია, რომ ეს უპირველესი გზაა ვალებიდან ამოსასვლელად, მეორე კი განახლებული “კამპ ნოუა”, რომელმაც ახალი სპონსორები უნდა მოიზიდოს. სტადიონის რეკონსტრუქციაზე 900 მილიონი ევრო დაიხარჯა, თუმცა, უკვე ითქვა რომ მისი განახლება ქაოტურად და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს.
“კი, ამას შეუძლია დიდი თანხის მოტანა. ასევე შეუძლია ვალი 2 მილიარდამდე გაზარდოს”.
“თუ 2026 წელს პრეზიდენტი გავხდი, შევქმნი იმ გარემოს, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ჩავი, მესი, პუიოლი, გვარდიოლა და ხავიერ ასენსი, კლუბში დაბრუნდნენ იმ თანამდებობებზე, რომელზეც კლუბს წარმატებას მოუტანენ. ეს ჩემი გამოწვევაა, მათ კვლავ უყვართ “ბარსელონა” და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ”.
“ხუთი წლის შემდეგ კვლავ შეგვიძლია ვნახოთ დიდებული “ბარსელონა”, ლამინეს, გავისა და ბალდეს თამადობით, შეგვიძლია ვნახოთ კლუბი, რომლისთვისაც მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ იმას თუ როგორ ახერხებ ამას”.
ჩვენი მთავრობასავით არის, ვერაფერს გვპირდებიან და რაც შეგვპირდნენ არ შეასრულეს, უბრალოდ არჩევნების წინ ბანერებზე დაიწერება აბა ომი გინდათო და მორჩა.
რაც ამან თქვა ბაზარი არაა… ყველაფერი ნაღდია და ეს ჩვენც ვიცით! ნუ ყოვეშემთხვევაში ვინც სტაჟიანი გულშემატკივრები ვართ და გვესმის ფეხბურთი. მარა ეს ფონტი რო ამას იძახის და თვითონ უნდა კენჭის ყრა მაშინ დაიწყოს გეგმებზე ლაპარაკი 🙂 რას აპირებს, როგორ, საიდან გამოძვრება, რა კონკრეტული გეგმები აქვს. ეგრე მეც გამოვალ და ვიტყვი სიმართლეს რა პრობლემაა… ყველამ იცის ხავი რის გამოც გაუშვეს, მესი და დანარჩენი სხვები.სულ რო არ იცოდე არაფერი დეკუს რო მოიყვან ალმანის შემცვლელად ე მანდ აქ გუნდს დარხეული…
100%
Balamuti bazari,factebshi chasvlis gareshe,zedapirulad. She sleo modi mashin isic tqvi ra gegma gaqvs da ra gzit xedav problemebis gadachras. xavi ise wavida rogorc uari tqva mosvlaze da mere rogori gamocdilebitac gundi chaibara, rogorc laparakobda da kide bevri mizezis gamo. Messim da mamamismac kargad wveles es gundi da vafshe aravistanaa gundi valshi. Dalshe kide tu flikma gaamartla da 1-2 titulze gaiwia,iq camp nou mogviswrebs da ukve moitqvams gundi suls. Transferebi 2-3 gvchirdeba tore dalshe mivigebt lamasiadan shevsebas. Shemosavlebi moxmardeba valebs. Laportam tu saswauli ar moigona,wesit 26-shic uproblemod unda moigos. Romi ert dgeshi ar ashenebula,gundi axlidan kiar iyo asashenebeli, 0-ze dabla iyo. 3 welshi moindoma aman mogvareba yvelafris…
რა სატრანსფერო პოლიტიკა გამოსწორდა მეღადავებით?😀 პირიქით გაუარესდა ხალხს ვერ ყიდიან ვერაა ან უფასოდ უშვებენ ან კაპიკებად
ლაპორტაზე უკეთესი არამგონია ყოფილიყო ეს ფონტი და ბოლო დღეების ტრანსფერებს ვერ გააკეთებდა და მითUმეტესს ვერც მანამდე და ვერც დაყიდიდა იმ წილებს და არც კუნდე გვეყოლებოდა არც ლევანა და არც არავინ მაქსიმუმ თავისუფალი აგენტები მოსულიყვნენ და იქიდანაც გიუნდოგანი მეეჭვება ინიგოც
ეს რო მოეთრეს ბართომეუ გვექნება სანატრელი
😂
გასაგებია და მართალს ბაზრობს მარა თვითონ რა გეგმა აქვს ვალებიდან ამოსასვლელად იქნებ ეგეც გვითხრას,,ისე კი უეჭველია რო ეს უნდა გახდეს პრეზიდენტი
იმედია მართლაც მოვა ფონტი და დაასრულებს ლაპორტას მავნებლობას, ტიპს მთელი სანათესაო შეუყრია და როგორც უნდათ ისე წველიან კლუბს, კიდევ კარგად ვართ ამათ ხელში
პსჟ რო იყიდა ხალიფამ ბარსა ეყიდა
ყოჩაღ ავტორ 🫡
ფერმინმა რა ორი გოლი ჭედა ბიჭოოო გავარტყი პედრისაც და ოლმოს ხო მითუმეტეს. მორიგი მიზეზი თუ რატომ არის მაგის მოყვანა ყველანაირ ლოგიკას აცდენილი. ვინგერად რო დააყენონ ხო უსაზიზღრესი იქნება, 10-ზე კიდევ ფერმინის განვითარებას შეუშლის ხელს. პედრი როცა ჯანმრთელია (სეზონში სამჯერ) ეგ მოიაზრება სასტარტოში (არვიცი რატო), ოლმოს აბა 60 მილიონად სკამზე დასაჯდომად არ მოიყვანენ, ფერმინი კიდე მესამე ვარიანტი იქნება. ტორემაც მშვენივრად ითამაშა, ეგ თუ დარჩა მაგასაც გაუფუჭებენ კარიერას. ყველაფერს რო თავი დავანებოთ 60+ მილიონს ოლმოში მარტო ჩვენი ლოხები თუ გადაიხდიან