workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ESPN: ბორდის ერთი ნაწილი კუმანის გაშვებას ემხრობა

ESPN: ბორდის ერთი ნაწილი კუმანის გაშვებას ემხრობა

ESPN-ს მტკიცებით, “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის სეზონის ბოლომდე დარჩენა გუნდს ავნებს.

გამოცემა წერს, რომ ლაპორტას ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილების მიღება არ სურს. მას მწვრთნელი სეზონის შუაში არასდროს გაუთავისუფლებია.

ამასთან, კუმანის გაშვების დამაბრკოლებელი ფაქტორი, კომპენსაციაზე მეტად, შემცვლელის არარსებობაა. ლაპორტა მოხიბლულია გერმანული სამწვრთნელო სკოლით, მას “ბარსელონაში” გერმანელი მწვრთნელის მოყვანა სურდა. გაიჟღერა იულიან ნაგელსმანისა და ჰანსი ფლიკის სახელებმა, თუმცა ორივე მათგანს კარიერის, შესაბამისად, “ბაიერნსა” და გერმანიის ნაკრებში გაგრძელების გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ.

ალეხანდრო ეჩევარია, რომელიც ჟოან ლაპორტას ნდობით აღჭურვილი პირია (და, ამავდროულად, ლაპორტას ყოფილი მეუღლის ძმა. დაშორების მიუხედავად, ლაპორტასა და ეჩევარიას შორის ურთიერთობა არ შეცვლილა), თვლის, რომ “ბარსელონა” ჩავი ერნანდესმა უნდა ჩაიბაროს.

აგრეთვე, ჟორდი კრუიფი, მატეუ ალემანისა და რამონ პლანესთან ერთად, რობერტო მარტინესის კანდიდატურაზე მუშაობს. ამჟამად, ესპანელი ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაცია და კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე აქვს გაფორმებული.

ნიდერლანდელი სპეციალისტის გაშვების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში, შინ, “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნთან” პირწმინდად დამარცხდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • azulgerana
    schedule 18 სექ 2021, 20:26
    #17

    Cota unda sheution Ras eferebian. Gundi agebs da eferebian?

  • nika 54
    schedule 18 სექ 2021, 18:18
    #16

    ESPN: ბორდის ერთი ნაწილი კუმანის გაშვებას ემხრობა.
    თუ არ ვცდები ეხლახანს ეწერა ბორდის ერთ ნაწილს კუმანის გაშვება არ უნდაო.
    ცხადია. ნახევარს უნდა მეორე ნახევარს არა. ასეთი საქმეები კი კენჭისყრით წყდება.

  • M10 S9 D11
    schedule 18 სექ 2021, 18:18
    #15

    ბორდის ერთი ნაწილი აზროვნებს როგორც ჩანს

  • Barca1980
    schedule 17 სექ 2021, 22:33
    #14

    თუ მაინცადამაინც გერმანული სკოლა გვინდა , ვფიქრობ არ არის ცუდი ვარიანტი ჯესი მარში , ლაიფციგის მწვრთნელი , თუ ხავი უარს იტყვის მოსვლაზე , თუმცა არამგონია შუა სეზონშიიატოვოს გუნდი თანაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს , აი სეზონის ბოლოს შეიძლება საუბარი , ან ეს ან ტენ ჰააგი .

  • Bakero
    schedule 17 სექ 2021, 21:14
    #13

    კი ბატონო ზუსტად ფიქრობდა გერმანული სამწვრთნელო სკოლა დღეს საუკეთესოა ფლიკი ნაგელსმანის გარდა ტუხელმაც დაამტკიცა რომ კლასი აქვს კლოპზე აღარაფერს ვამბობ 0 -დან დაიწყო ზუსტად ეგეთი ტიპის მწვრთნელი გვაწყობს ოღონდ შუა სეზონში ეხლა ძნელი იქნება არადა ხისთავას დატოვება სუფთა დროის კარგვაა და მეტი არაფერი თანაც იმ ადამიანისთვის ვინც მოვა დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმის გათვალისწინებით თუ რა მდგომარეობაშიც ვართ ……ვინ მოვა ? ფეხბურთში მაგაზე დიდი გამოწვევა არსებობს საერთოდ? დაშლილი ბარსელონა (ერთ დროს გრანდი) ააწყო?! …. აბა მაშინ გვყავდა " ბილბაო " (ვალვერდე) ლა ლიგას იგებდაო ! ლა ლიგასო დავაფსი " ბილბაოს " მოგებულს მაგისგან დაიწყო გუნდის მენტალურად დაშლა და მერე ორმა ერთმანეთზე უარესმა მწვრთნელმა გააგრძელა თუმცა მაგათ რა უნდა მოსთხოვო ეგენი ვინც მოიყვანა ის იყო გუნდის N1 მტერი rage rage

  • jigliga
    schedule 17 სექ 2021, 21:05
    #12

    ლაპორტას მიღებული ყველა გადაწყვეტილება აბსოლიტურია და სწორი გაუშვა მესი და სწორიც გააკეთა გაუშვა გრიზმანი ? ეგეც სწორი ნაბიჯი იყო არ დაუხარჯავს ბიუჯეტი უაზრო ტრანსფერებში და სეზონის ბოლოს შედეგით იმსჯელეთ რომელი ბარსამ უკეთ ჩაატარა სეზონი მესი გრიმანი რო იყო თუ ეხლანდელმა ზოგადად როცა ახალის შენებას იწყებ ძველი უნდა დაანგრიო გვყავს უნიჭიერესი ლა მასიელები ბევრჯერ მითქვამს და კიდე ვიტყვი კუმანი არაა ძლიერი ტაქტიკოსი და არც ძლიერი მწვთნელი უბრალოდ შეუძლია ახალგაზრდების განვითარება იმ დონემდე რო ტოპ კლასის მოთამააშეები გახდენ როცა მოვა ხავი მაშინ იქნება ბარსა ძლიერი მანამდე ვუყუროთ როგორ იჩეკებიან ახალი ტალანტები და ბარსას მომავალი ლეგენდები იმედია ისეთი დაუნახავები არ გვეყოლება გუნდში კონტრაქტს რო არ გაახანგძლივებენ და წლიურად ზედმეტ 2-3 მილიონს დახამდებიან

  • Norman Bates
    schedule 17 სექ 2021, 18:28
    #11

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე
    ბარსას მწვრთნელმა უნდა მოუგოს კომკუურენტებს! და მაქსიმუმ ლიგა! კუმანი მინიმუმსაც ვერ აკეთებს! გასაშვებია და კარგი მწვრთნელი მოიყვანონ!


    კარგი მწვრთნელი მოიყვანოს თქმა მარტივია მაგრამ ჩვენთან ნორმალური ვინ მოვა?


    ეს მაგარი იცით ხოლმე ჩვენთან ნორმალური ვინ მოვა და ესეთები. კლოპი რო მივიდა ლივერპულში ჰო რას ამბობ ამაზე უკეთესი გუნდი იყო. რატო უნდა მოვიდეს და იმიტომ რომ ამ გუნდს ყავს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები და კარგ მწვრთნელს შეუძლია უდიდესი გუნდი შექმნას. ფინანსური კრიზისი კიდევ აღმოიფხვრება 2 წელიწადში და დიდ ტრანსფერებსაც გავაკეთებთ. ისე ლაპარაკობთ ნორმალური ვინ მოვაო თითქოს წყალტუბოს სამგურალი იყოს და არა ბარსელონა რომელიც სულ რაღაც 5 წლის წინ მსოფლიოს აზანზარებდა

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 17 სექ 2021, 17:33
    #10

    ბარსას მწვრთნელმა უნდა მოუგოს კომკუურენტებს! და მაქსიმუმ ლიგა! კუმანი მინიმუმსაც ვერ აკეთებს! გასაშვებია და კარგი მწვრთნელი მოიყვანონ!

  • Anssumane
    schedule 17 სექ 2021, 17:26
    #9

    წაგებასაც გააჩნია და თამაშის ხარისხსაც ამ წაგების(წაგებების დროს) და თამაშს და ხარისხს მოგებების დროსაც
    მთავარია ხარისხი მაგრამ
    ხარისხი 0
    მოტივაცია 0

    ეს მართლა კუილმანი კიდე გამოდის ჩემი წყალობითო ბოდიალობს რაღაცაებს

    ხავია მოსაყვანი თან ახლა
    წელს ისედაც არაფრის იმედი არ მაქვს მომავალი სეზონიდან კიდე ჰო
    მოიყვანონ ბარემ ახლა ხავი უარესს ნაღდად არ იზამს (ამაზე უარესი რაღა უნდა ქნას) და მომავალ სეზონამდე დააყენებს პალაჟენიას და მერე მომავალი სეზონიდან შევუბერავთ თორე ეს თუ დატოვეს იგივე განმეორდება და ახალი სეზონიდან ამის ჩასვრილი კიდე ერთი სეზონი უნდა ასწოროს მაესტრომ ეს კი დროა დრო კი მიდის

  • La Pulga10
    schedule 17 სექ 2021, 16:44
    #8

    არანაირი მარტინესი.ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს ჩავის მოსვლით და დამთავრდა.კუმანი გასაშვებია და თუ ვერ მოჰყავთ ჩავი შუა სეზონში მაშინ დარჩეს კუმანი და სეზონის ბოლოს მოვიდეს El maestro de marionetas.

  • iniesta
    schedule 17 სექ 2021, 16:39
    #7

    მარტინესი 5-4-1 ან 5-3-2 ათამაშებს გუნდს

  • Pirat❤️💙
    schedule 17 სექ 2021, 16:37
    #6

    ტენ ჰააგი უნდა მოიყვანონ ისე აზრი არ აქ ხავი კუმანზე უარესი იქნება

  • NEYBarca
    schedule 17 სექ 2021, 16:29
    #5

    და რომელი თამვმოყვარე და მაღალი დონის მწვრთნელი მოვა ასეთ გუნდში ? ტენ ჰააგი არ მოვა , ჩავი არ მოვა , ენრიკე არ მოვა, ვალვერდეს არც განვიხილავ და ვინ უნდა დანიშნონ ? ჯობს დარჩეს კუმანი , ზამთარში ცოტა მოაძლიეროს გუნდი ლაპორტამ და მგონი რაღაც შედეგს დადებს მგონია, სანამ უკეთესს ტრენერს არ იპოვის ლაპორტა ზაფხულში.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 17 სექ 2021, 16:25
    #4

    ამის დატოვება მორიგ უტიტულო სეზონს ნიშნავს, ვერანაირ შედეგს ვერ დადებს.

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 17 სექ 2021, 16:22
    #3

    და ვინ უნდა მოვიდეს ძაან მაინტერესებს? გგონიათ ხავი მოვა და ააშენებს ამ საცოდავ ბარსას? თუ გვარდიოლა დატოვებს საათივით აწყობილ სიტის. ენრიკეც არაა ის კაცი, ესპანეთი დაბრუნდეს.

  • Davita
    schedule 17 სექ 2021, 16:17
    #2

    ულაპარაკოდ გასაშვებია, სადაც რეალმა ორი მწვრთნელი გაუშვა 1 წელში იქ ბარსამ რატო არ უნდა გაუშვას კუმანი როცა შედეგს ვერ დებს? პერესის მსგავსი ორეზიდენტი არმახსოვს რაც ფეხბურთს ვუყურებ, ეს ლაპორტა კიდე სუფთა ჩუკენაა, ხედავ არვარგია გადაუხადე მადლობა და გაუშვი მოიყვანე სხვა

  • cezo45
    schedule 17 სექ 2021, 16:12
    #1

    ლაპორტამაც იცის რომ გასაშვებია უბრალოდ სეზონის ბოლომდე რომ გაუშვას 12 მილიონი ექნება გადასახდელი და მაგას არიდებს თავს..