“ბარსელონას” ლეგენდები – ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და პეპ გვარდიოლა – სერხიო ბუსკეტსს “ბარსელონური” კარიერის დასრულებას ულოცავენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში “ბარსას” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მესი: “მოედანზე და მის მიღმა შენთან ამდენი დროის გატარება დიდი პატივი იყო. შენ და შენს ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან მიყვარხარ”
ინიესტა: “გილოცავ, ძმაო. ტიტულებისა და რეკორდების გარდა, განსაკუთრებით იმის გამო გილოცავ, რასაც უკან ტოვებ: მემკვიდრეობას, პროფესიონალიზმს და მაგალითს, რომელიც შენი სახით შექმენი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ”
გვარდიოლა: “შენთან 5 წლის გაზიარება ნამდვილი სიამოვნება იყო. გილოცავ შენი დიდებული კარიერის გამო. შენ იმსახურებ ყველაფერ კარგს, რაც შენს ცხოვრებაში მოვა. გკოცნი”
ბუსკეტსი რო უყვართ ცხადია და ლამაზადაც მიულოცეს კარიერის ერთი ეტაპის ჩამთავრება, მაგრამ ალბამ რა დაუშავა ერთი-ორი სიტყვა მისთვისაც შეეწიათ, გაეხარდებოდა კაცს.
მესის წასვლა პსჟ დან ოფიციალურად დადასტურდაააააააა
ვოცნებობ რო კიდევ 1 თხელ ჩაიბაროს პეპმა ბარსელონა😔❤️
აუ პეპის დროინდელი ბარსა როგორ მენატრება 😭