workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარჯვენა ფლანგზე ბარსელონას პრიორიტეტი, შესაძლოა, ვანდერსონი გახდეს

მარჯვენა ფლანგზე ბარსელონას პრიორიტეტი, შესაძლოა, ვანდერსონი გახდეს

Sport-ის ინფორმაციით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე “ბარსელონას” პრიორიტეტი, შესაძლოა, ვანდერსონი გახდეს.

წყაროს ცნობით, დეკუმ ბოლო დღეებში “ბარსას” ბრაზილიელის კანდიდატურა შესთავაზა. “მონაკო” მზადაა, ფეხბურთელი გაყიდოს. ამასთან, ჩავის ის მოსწონს. 

იმ შემთხვევაში, თუ ვანდერსონის სატრანსფერო ღირებულება მისაღები იქნება, “ბარსელონას” პრიორიტეტი სწორედ ის გახდება და კლუბი ხუან ფოიტზე/ჟოაუ კანსელუზე იმდენად აღარ იფიქრებს.

ვანდერსონ დე ოლივეირა 21 წლისაა. ბრაზილიელი “გრემიომ” აღზარდა, “მონაკომ” კი 2022 წლის იანვარში €11 მილიონად შეიძინა. მას თამაში მარჯვენა ნახევარმცველად და გარემარბადაც შეუძლია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 10 მაი 2023, 18:07
    #10

    და ის არაუხო(უმცროსი) ტყუილად მოიყვანეს? თითქოს გაუგო ბარსას ფილოსოფია-ო?

  • levanoza
    schedule 10 მაი 2023, 01:54
    #9

    ახალი გამოთქმა დამკვიდრდება მალე: რა პონტია, ვანდერ? 🙂

  • basa7
    schedule 09 მაი 2023, 23:08
    #8

    როვორც იქნა გაეხსნათ ტვინი. ამ ბიჭის დათრევა გადასარევია

    ციტატა: Barca for life
    ძლივს განათდა ამათ თავებში..
    ჯერ კიდევ როდის ვწერდი ამაზე..
    გეხვეწებით მოიყვანეეეთ.
    ფიზიკურად ძლიერი, გონიერი და მაგარი ბიჭია, იქეთ ბალდე , აქეთ ეს აი დაგვხატავდააა


    მეც სულ ვწერდი. იქნებ იყიდონ. რა მაგრა მომწონს. დაცვაშიც კარგია და თავდასხმაშიც

  • isakichi
    schedule 09 მაი 2023, 20:57
    #7

    დამწყები მორაგბის ტანზეა

  • Clever liar
    schedule 09 მაი 2023, 20:54
    #6

    არ ვიცი როგორი მოთამაშეა, თუმცა ჯანიანი კაცის ვიდზე კი დგას და ამ ერთი ფოტოდან ფოიტს მირჩევნია უკვე 😀

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2023, 20:30
    #5

    მშვენიერი ბიჭია ეს

  • KarlsAronia
    schedule 09 მაი 2023, 20:23
    #4

    ძალიან კარგია

  • Rick Sanchez
    schedule 09 მაი 2023, 19:27
    #3

    შანსი არაა ჩავის არ მოეწონებოდა ეს, მაგას ვინმე ესპანელი ნელი 31 წლის მარჯვენა მცველი დაევასებოდა, რომლის აგენტიც ლაპორტას ნაცნობია

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 09 მაი 2023, 19:15
    #2

    ციტატა: Barca for life
    ძლივს განათდა ამათ თავებში..
    ჯერ კიდევ როდის ვწერდი ამაზე..
    გეხვეწებით მოიყვანეეეთ.
    ფიზიკურად ძლიერი, გონიერი და მაგარი ბიჭია, იქეთ ბალდე , აქეთ ეს აი დაგვხატავდააა


    Mshvenieri bihia martla,es an frimpongi tu moiyvanes chven beds dzagli ar dayefs,skamze araujo ijdeboda,robertom unda gaasxas …

  • Barca for life
    schedule 09 მაი 2023, 18:14
    #1

    ძლივს განათდა ამათ თავებში..
    ჯერ კიდევ როდის ვწერდი ამაზე..
    გეხვეწებით მოიყვანეეეთ.
    ფიზიკურად ძლიერი, გონიერი და მაგარი ბიჭია, იქეთ ბალდე , აქეთ ეს აი დაგვხატავდააა