workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს | ხავი მიგელი

სერხიო ბუსკეტსი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს | ხავი მიგელი

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, დიდი ალბათობით სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

წყაროს ცნობით, “ბარსას” კაპიტანმა და ჩავი ერნანდესმა მარბელაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ბუსკეტსის მომავალი განიხილეს. 34 წლის ფეხბურთელმა მწვრთნელს საკუთარი გადაწყვეტილება უკვე აცნობა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ესპანელი სეზონის ბოლოს “ბარსას” დატოვებს და კარიერას “ალ ჰილალში” გააგრძელებს, რომელიც მას ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობს.

ამჟამად ბუსკეტსი საკუთარი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ყველაზე სწორ მომენტს ეძებს. სავარაუდოდ, კაპიტანი ჩემპიონობის განაღდებას დაელოდება და ამას შემდეგ გააკეთებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 10 მაი 2023, 18:20
    #11

    ვერც გაამტყუნებ, რაც შეეძლო გააკეთა გუნდისთვის და ახლა ასაკი დაეტყო და გაგდებას თვითონ წავიდეს ფულიან ადგილზე ნამდვილად ურჩევნია აქ სათადარიგოზე ჯდომას.

  • Rick Sanchez
    schedule 09 მაი 2023, 19:21
    #10

    ვნახოთ ჯერ ათასი ჭორი დაიწერება. არ მინდა, რომ ბუსკეტსის და ალბას ალ ჰილალში გადასვლა რეალური იყოს. მაგ შემთხვევაში ლეოც არაბეთში წავა და ეგ საშინელებაა…

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 09 მაი 2023, 15:54
    #9

    ციტატა: Don_Andresito
    გაყვა ფულის სუნს? არადა ჭირდებოდა ჯერ მწვრთნელს მარა მგონი ეგეც მესიც და ალბაც იქ წავლენ. ლეოზე არ მინდა რამე ცუდი ვთქვა მარა ამ "ლეგენდებმა" საკმარისად გასვარეს გუნდის გერბი და ლა ლიგის თასით რო გავაცილებთ ეგეც ბევრია ამათთვის. ალბა მიყვეს. რობერტოსთან გახანგრძლივებისთვის კიდე ხავის მოკითხვა


    Eh andresito rodis geubnebodi robertoze magas da dadebiti mxareebi chamomitvale to,egeni mec vicodi mara mainc ro ar gamogvadgeboda magas vxvdebodi da ki aslistavda ramodenime kvirashi. Magis fexburteloba mov**an me. Rac sheexeba buskecs wasasvleli iyo da wavida,azrze xar tipma ra doneze miiyvana saqme ro ragac gansakutrebuli wuxili saitze arcert fans ar gvqonia(texavs). Rac sheexeba shemcvlels,magrad meshinia am sirmanjoebma kessie brozovicshi ar gacvalon da dauyenon eg deyongs. Tu amrabat moiyvanes xo mshvenieri,mjera ragac ro gaamartlebs eg bichi,plus kessies nacvlad gundogan mova da me tu mkitxavs plus tielemansic mosayvania,mara nicheo,amati ambavi ro vici egec bevria…

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 09 მაი 2023, 15:51
    #8

    მაშინ ამრაბატი უნდა მოიყვანონ. სხვა ვარიანტები არვიცი.ბუსკეცს მხოლოდ როდრი თუ შეცვლის. ისე კი განვთავისუფლდებით ამის ხელფასისგან და მაგარი შვება იქნება. გუნდოგანი და ამრაბატი კაი ვარიანტები არიან.

  • nikusha
    schedule 09 მაი 2023, 15:06
    #7

    გიუნდოგანი და ნიკო დაბრუნდეს მაშინ. აბრაბატის და ტიელემანსის ვარიანტიცაა

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2023, 14:54
    #6

    გიუნდოგანი ყველა ვარიანტში მოსაყვანია რომც დარჩეს ბუსკეცი და თუ წავიდა მაშინ ამრაბატიც უნდა მოიყვანონ ძაან არ მინდა მაგის მოსვლა მარა სხვა ვარიანტი არ გვაქვს კესის დატოვებას ამრაბატმა ითამაშოს ის მირჩევნია

  • Iniesta_8
    schedule 09 მაი 2023, 13:59
    #5

    ალბათ ჯობია მაინც წავიდეს, თვითონაც მოხვეტავს ფულს და ბარსაც იძულებული იქნება ყურადღება მიაქციოს მაგის პოზიციას და ისევ 34+ ასაკის ხალხის იმედად არ გადაგვაგორებინონ სეზონი. სეზონის ბოლოს ნორმალური გაცილება მოუწყონ და სხვა მხრივ კლუბმა 100% მისცა ბუსკეცს რაც შეეძლო.

  • Frenkie de Jong_
    schedule 09 მაი 2023, 13:39
    #4

    თანამედროვე სპორტში ყველას დაანახა რამხელა მნიშვნელობა აქვს ტვინს , და სპორცმესნ მარტო კუნთები და სისხარტე რო არ ყოფნის.

    დელ ბოსჯეს დახასიათება მახსენდება სუ ბუსკეცზე.

  • C.PC5
    schedule 09 მაი 2023, 13:30
    #3

    აი ამ კაცის წასვლა არ წასვლა რომელი მეწყინოს და რომელი გამიხარდეს ვეღარ გადავწყვიტე. რომ წავიდეს ვიცი რო ნახევარდაცვა უეჭველი ცუდ დღეში ჩავარდება და არ გამოვრიცხავ ალვეშის შემთხვევა განმეორდეს მაგ პოზიციაზეც, დარჩება და ბოლობოლო ხო წავა ახლა თუარა მომავალ სეზონში და ეგ ფაქტიურად დამალული ნაღმი იქნება, იმიტორო უბრალოდ გადაიწევს ჩანაცვლების დრო და შეიძლება მერე კიდე უფრო რთული იყოს. ცუდია რო დეიონგი ვერ ახერხებს ასე პირდაპირ ბუსკეცის ჩანაცვლებას, მარტო რამდენჯერაც იყო საყრდენზე იმდენჯერ ცუდი მატჩი ქონდა, კი ბუსკეციც უშვებს შეცდომებს მარა დეიონგი მარტო საყრდენზე საშინელება იყო რამდენჯერაც იდგა, მეორე ყოველთვის ჭირდება, პედრი და გავი კიდე წინ დარბიან და სულ არ ცხელათ დაცვაში ჩამოსასვლელად, იქეთ ნიკო დაბრუნდება მარა მაინც არაა მაგ ბიჭის შესაძლებლობები ბოლომდე ცნობილი, ან რომელს გინდა წაართვა ადგილი ძირითადში? თუ გადავიდეთ 4-4-2-ზე? კაროჩე მაგარ თავისტკივილს ტოვებს ახლა ამის გაშვება, მარა წლებია ბუსკეცი გასაშვებია და ამდენჯერ გადადებაც ამოვიდა ყელში, რომ წავა მერე კი მოიფიქრებენ რამეს თორე სანამ გუნდში არ იწუხებენ ახალი ტაქტიკის მოფიქრებაზე თავს მერამდენე წელია უკვე.

  • walker599
    schedule 09 მაი 2023, 13:04
    #2

    ციტატა: Don_Andresito
    გაყვა ფულის სუნს? არადა ჭირდებოდა ჯერ მწვრთნელს მარა მგონი ეგეც მესიც და ალბაც იქ წავლენ. ლეოზე არ მინდა რამე ცუდი ვთქვა მარა ამ "ლეგენდებმა" საკმარისად გასვარეს გუნდის გერბი და ლა ლიგის თასით რო გავაცილებთ ეგეც ბევრია ამათთვის. ალბა მიყვეს. რობერტოსთან გახანგრძლივებისთვის კიდე ხავის მოკითხვა


    ფულს რო თავი დავანებოთ, თვითონაც იცის რო ვეღარააა იმ ფორმაში რაშიც უნდა იყოს, განელებულიან ძალიან და აგვიანებს გადაწყვეტილებებს, ყოველი თამაშის მერე ასხავენ და ადგა და წავიდა კაცო, შემდეგ წელს კიდევ უფრო უარესი რეგრესი ექნება და მაგანაც იცის ეგ და რატო უნდა აიტანოს ამხელა ლეგენდა კაცმა, ადგნენ ეხლა და მოიყვანონ შემცვლელი.

  • Don_Andresito
    schedule 09 მაი 2023, 12:57
    #1

    გაყვა ფულის სუნს? არადა ჭირდებოდა ჯერ მწვრთნელს მარა მგონი ეგეც მესიც და ალბაც იქ წავლენ. ლეოზე არ მინდა რამე ცუდი ვთქვა მარა ამ "ლეგენდებმა" საკმარისად გასვარეს გუნდის გერბი და ლა ლიგის თასით რო გავაცილებთ ეგეც ბევრია ამათთვის. ალბა მიყვეს. რობერტოსთან გახანგრძლივებისთვის კიდე ხავის მოკითხვა