workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე კური: ბარსელონას ვურჩიე, დუგლასი და გუსტავო მაია არ შეეძინა

ანდრე კური: ბარსელონას ვურჩიე, დუგლასი და გუსტავო მაია არ შეეძინა

“ბარსელონას” ყოფილი თანამშრომელი ანდრე კური კატალონიურ კლუბში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

ანდრე კური დიდი ხნის განმავლობაში “ბარსას” წარმომადგენელი იყო ბრაზილიაში. სწორედ მისი დახმარებით ხდებოდა ბრაზილიელი ფეხბურთელების დამატება.

RAC1-თან საუბრისას კური დუგლას პერეირასა და გუსტავო მაიას ტრანსფერებს იხსენებს.

“ბარსას” მაშინდელ სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას ვუთხარი, რომ დუგლასი “ბარსელონას” დონის ფეხბურთელი არ იყო. კლუბს თავიდან მისი 12 მილიონად ყიდვა სურდა, მაგრამ ჩემი დახმარებით ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაჯდა.

2020 წელს გუსტავო მაიას 4.5 მილიონად შეძენა? კლუბი ამ ფეხბურთელის შესაძენად ბრაზილიაში ისე ჩავიდა, რომ მე არაფერი მკითხეს. ჩემთვის რომ ეკითხათ, ამ რჩევას არასდროს მივცემდი, რადგან “ბარსას” ვეუბნებოდი, რომ ამ ფეხბურთელს “ბლაუგრანას” დონე არ ჰქონდა.

“ბარსელონას” მუშაობის სტილი ჩვენ, სკაუტებს ბევრ რაღაცაში გვზღუდავს, რადგან კლუბში ყოველთვის ბევრი ადამიანია და ყოველთვის ბევრი საუბრობს. ასე ხდებოდა კლუბში ჩემი მუშაობის 20 წლის განმავლობაში.

ანდრე კურიმ კომენტარი დეკუს “ბარსას” სპორტულ დირექტორად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ამჟამად დეკუს იგივე როლი აქვს, რაც კურის წლების განმავლობაში ჰქონდა – ის ბრაზილიაში “ბარსელონას” წარმომადგენელია.

დეკუ “ბარსელონაში” სამუშაოდ მზადაა. ის ძალიან კარგი ბიჭია. მას სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

დღეს დეკუ “ბარსასგან” ფულს არ იღებს. როდესაც მე “ბარსაში” ვიყავი, ასევე ჩემი სააგენტო მქონდა, მაგრამ კლუბში ძალაუფლება არ გამაჩნდა, მხოლოდ რჩევებს გავცემდი. თუ დეკუ კონკრეტულ თანამდებობას დაიკავებს და ტრანსფერებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს, მას აღარ შეეძლება, საკუთარი სააგენტო ჰქონდეს.

კურის არც ვიტორ როკეზე საუბარი დავიწყებია.

“ბარსელონასთან” ჩემი ურთიერთობის გამო ვიტორ როკეს ვუთხარი, რომ ამ კლუბში ყველაფერი შესანიშნავია. მე მას “ბარსაში” გადასვლა ვურჩიე.

პირადად ჩემთვის ვიტორ როკე ენდრიკზე წინ დგას. ის დიდებული ფეხბურთელია და თუ “ბარსა” მის შეძენას გადაწყვეტს, 100%-ით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის მომავლისთვის ძალიან ღირებული შენაძენი იქნება, რადგან მისი ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს. ის ხუთჯერ მეტი ეღირება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • M10 S9 D11
    schedule 06 მაი 2023, 15:53
    #11

    ციტატა: Frenkie de Jong_
    აუ ბელინგმეი რეალში წავიდა,
    ყველა რატო მიდის ამ რეალში,ჯანდაბა რა


    წავიდეს ვერ მოჭამონ ბარსას

  • რივალდო-მესი
    schedule 06 მაი 2023, 13:12
    #10

    ბევრგან იწერება რომ კესის ხვლიანნ ზაქარიაში. ვინმემ შეფიძლიათ ერთი მიზეზი მაინც დაწეროთ თქვენი აზრით რატომ უნდა გაცვალონ?😕 კლუბი თავის ადგილზეა. იდიოტობების კეთების ტრადიცია გრძელდება. ერთი და იგივე სტილის ფეხბურთელი, პროსტა კესი უფრო ახალგაზრდაა, ბებრად მეტისთბის მიუღწევია კარიერაში. ბეევრად მეტი უკეთესი პერფორმანსი აქვს კარიერაში. აბა რა მიზეზი ინდა იყოს? მართლა ვერ ვხვდები დედას გეფიცებით. უფრო გავიგებდი ატლეტიკოსთვის რომ გაეცვალათ 30 ცალ საფეხბურთო ბურთში პლუს 20 საკალათბურთო ბურთში ოღონდ სამ წელიწადში გადანაწილებულში🤮🤮🤮 ფარჩაკები.

  • Frenkie de Jong_
    schedule 06 მაი 2023, 12:45
    #9

    აუ ბელინგმეი რეალში წავიდა,
    ყველა რატო მიდის ამ რეალში,ჯანდაბა რა

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 06 მაი 2023, 01:35
    #8

    Vidzaxdi me aq roque magari bichi chans tqo da simagleo,siganeo,isao esao. Rodis gvyolia nominaluri forvardebi tu dzma xart. Martla saintereso bichia da erti 30 milionad+ bonusebi girs ra gariskvad,tu ver gaamartlebs axalgazrdaa,mag fasshi europashi sul gavasagebt. Alvaressze laparaks azri araaq,ramdenadac mevaseba da magari igrokia imdenad gamosleebuli gamodga,ra unda mancheshi skamis kacad,ki titulebs moigebs,ki guardiolaa mara halandis shemcvleli rato unda erqvas roca amxela potenciali aq,droze daaxvios unda maqedan…

  • Rick Sanchez
    schedule 06 მაი 2023, 00:04
    #7

    ლევანდკვსკის რომ კონკურენტი სჭირდება ფაქტია

  • Bakero
    schedule 06 მაი 2023, 00:02
    #6

    20 ! წელი ბარსაში იყო ეს კაცი თუ ვინმეს დაეჯერება ამ კაცს ნამდვილად ! როკეზე რადგან ასე ამბობს ესე იგი რეალურად იცის რის თავი აქვს მაგ ბიჭს ჰოდა მოსაყვანია ვიქტორ როკე აბა ხულიან ალვარესს ჩვენ არ დაგვითმობს სიტი და ყიდვის თავი მაინც არ გვაქვს :((((

  • levanoza
    schedule 05 მაი 2023, 20:42
    #5

    ციტატა: M10 S9 D11
    რა უნიკალური ფეხბურთელია ტიპი ერთი თამაშიც არ უთამაშია ისე მოიგო ტრიპლეტი


    რაის თამაში, ავტობუსში ძილით იგუდებუდა, გადმოვარდა და კუდუსუნი გაიტეხა. ააცმევინეს მერე

  • laliga2002
    schedule 05 მაი 2023, 20:12
    #4

    ვინებს ყიდულობენ კაროჩე რაა

  • nika 54
    schedule 05 მაი 2023, 19:37
    #3

    ესეც მაგარია, ვიტორ როკე კარგია იყიდეთო! გავიგეთ, მაგრამ რით ვიყიდოთ? უფასოდ მესის და გიუნდოგანს ვერ ვიმატებთ, ახალგაზრდებს ვერ ვარეგისტრირებთ იმიტომ რო ფული არ არის და რატომ არ ესმით ამდენი?

  • cruyff9
    schedule 05 მაი 2023, 13:40
    #2

    როგორც ჩანს სკაუტინგში მაგარია ეს კაცი და ე ბიჭო დაუჯერეთ და მოიყვანეთ ერ როკეა თუ როკი

  • M10 S9 D11
    schedule 05 მაი 2023, 11:47
    #1

    რა უნიკალური ფეხბურთელია ტიპი ერთი თამაშიც არ უთამაშია ისე მოიგო ტრიპლეტი