workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერიდან 8 მილიონის მიღების შანსი აქვს

ბარსას ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერიდან 8 მილიონის მიღების შანსი აქვს

ფრანგი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო უკვე 2 წელზე მეტია, “ბარსელონაში” აღარ თამაშობს, მაგრამ კატალონიურ კლუბს 23 წლის უკანახაზელის დახმარებით თანხის გამომუშავების კარგი შანსი მაინც აქვს.

“ბარსელონამ” ტოდიბო 2019 წლის იანვარში “ტულუზიდან” 1 მილიონ ევროდ დაიმატა. 2021 წელს კატალონიელებმა ფეხბურთელი “ნიცას” 8.5 მილიონად მიჰყიდეს. გარიგება ბონუსების სახით კიდევ 7 მილიონის გადახდასა და მომდევნო ტრანსფერიდან 20%-ის “ბარსელონას” ბიუჯეტში მოხვედრასაც გულისხმობდა.

გასული 2 სეზონის განმავლობაში ჟან-კლერმა “ნიცაში” თავი კარგად წარმოაჩინა და არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო. L’equipe-ს ინფორმაციით ტოდიბოთი “ნიუკასლი”, “ნაპოლი”, “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი. ასეთი ინტერესი ფეხბურთელის ფასს ზრდის.

ამჟამად ტოდიბო Transfermarkt-ზე 30 მილიონ ევროდაა შეფასებული, “ნიცა” კი მის 40 მილიონად გაყიდვას იმედოვნებს. თუ ფრანგები მიზანს მიაღწევენ, მაშინ “ბარსელონას” ამ ტრანსფერიდან 8 მილიონი ევრო შეხვდება. რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით დაუგეგმავი 8 მილიონის მიღება “ბარსასთვის” ნამდვილად კარგი ამბავი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 01 მაი 2023, 17:03
    #5

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ისე ტოდიბო ძან კაი იყო რატო გაყიდეს ასე უეცრად ვერ ვიგებ. თან სტაბილური იყო, ლენგლე გამო…… 10 თავით ჯობდა


    ამათ იმდენი ვინმე გაყიდეს მოულოდნელად თვითონაც ვერ მიხვდნენ რატომ. მალკომი რო გაყიდეს ტორესს და ფერანს აღარ ჯობდა? ორი დღის წინ ზენიტის რიგებში 4 გოლი გაიტანა.


    მალკომზე კაი სტატისტიკა აქვს რაფინიას პირველივე სეზონში

  • nika 54
    schedule 30 აპრ 2023, 19:04
    #4

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ისე ტოდიბო ძან კაი იყო რატო გაყიდეს ასე უეცრად ვერ ვიგებ. თან სტაბილური იყო, ლენგლე გამო…… 10 თავით ჯობდა


    ამათ იმდენი ვინმე გაყიდეს მოულოდნელად თვითონაც ვერ მიხვდნენ რატომ. მალკომი რო გაყიდეს ტორესს და ფერანს აღარ ჯობდა? ორი დღის წინ ზენიტის რიგებში 4 გოლი გაიტანა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 30 აპრ 2023, 17:20
    #3

    Magrad mwydeba am bichze guli

  • Gaucho24
    schedule 30 აპრ 2023, 14:17
    #2

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ისე ტოდიბო ძან კაი იყო რატო გაყიდეს ასე უეცრად ვერ ვიგებ. თან სტაბილური იყო, ლენგლე გამო…… 10 თავით ჯობდა


    კი ნამდვილად , გარსიას და ლენგლეს ერთად აღებულს ჯობს და სკამზეც იდეალური იქნებოდა და ტრავმებისაც არ შეგვეშინდებოდა

  • Frenkie de Jong_
    schedule 30 აპრ 2023, 13:00
    #1

    ისე ტოდიბო ძან კაი იყო რატო გაყიდეს ასე უეცრად ვერ ვიგებ. თან სტაბილური იყო, ლენგლე გამო…… 10 თავით ჯობდა