workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კრისტენსენზე შეთავაზებებს არ მოისმენს

ბარსელონა კრისტენსენზე შეთავაზებებს არ მოისმენს

“ბარსელონას” დანიელი ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი ზაფხულში არსად წავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფერან კორეასი ავრცელებს.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” კრისტენსენის სარფიანად გაყიდვას არ გამორიცხავდა. ეს ფინანსურად მომგებიანი ოპერაცია იქნებოდა, რადგან დანიელი კლუბმა უფასოდ დაიმატა. თუმცა თუ RAC1-ის ჟურნალისტს, ფერან კორეასს დავუჯერებთ, ჩავიმ 27 წლის უკანახაზელის გუნდიდან გაშვება კატეგორიულად გამორიცხა და “ბარსელონა” კრისტესნსენზე შეთავაზებებს არც კი განიხილავს.

მომდევნო სეზონში “ბარსელონას” დაცვის ცენტრში აუცილებლად იქნებიან რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი, ასევე სავარაუდოდ იქნებიან ინიგო მარტინესი და მარკოს ალონსო. ერიკ გარსიას საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 29 აპრ 2023, 07:52
    #5

    ძალიან კარგი ბიჭია და იმედია ფორმაშიც მალე შევა. იმ სანაკრებო პაუზამ ჩვენ რო დაგვაზარალა ეგრე აი რავიცი. დეიონგი და ეს წაგვართვა თორე ამათთან ერთად თავს დავდებ რეალთან 0-4 ს არ წავაგებდით

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 28 აპრ 2023, 22:22
    #4

    Alba unda wavides wels, amis gashvebas isev koundes gashveba jobia tu saqme saqmeze midga.

  • Rick Sanchez
    schedule 28 აპრ 2023, 21:20
    #3

    ხელი არ მოკიდოთ ამ კაცს! დაცვაში არაუხოს მერე საუკეთესოა

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2023, 16:17
    #2

    ისე არც ალონსო წყვეტს ვარსკვლავებს ციდან მაინცდამაინც.

  • GM BARCA
    schedule 28 აპრ 2023, 12:01
    #1

    ამას არ დაედოს ხელი არავითარ შემთხვევაში, მარტო იმ შემთხვევაში თუ რამე დიდ თანხას გადაიხდიან და მარჯვენა მცველს მოიყვანენ ნორმალურს. ტიპი ძაან მაგარია, კუნდეზე მეტად ამას ვენდობი უფრო მე პირადად დაცვაში