ბარსელონა სამი სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერზე მუშაობს

ბარსელონა სამი სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერზე მუშაობს

“ბარსელონა” ზაფხულში სამი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. საუბარია ვიქტორ როკეზე, ფაბრიციო დიასსა და ანგელო გაბრიელზე.

ვიქტორ როკე – ვიქტორ როკე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ჩავი ერნანდესის რჩეული კანდიდატია. “ბარსაში” გადმოსვლა 18 წლის ფეხბურთელსაც სურს. როკეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაჯდება. კატალონიური კლუბი “ატლეტიკო პარანაენსესთან” მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა თანხა რამდენიმე ნაწილად გადაიხადოს. 

ფაბრისიო დიასი – დიასი 20 წლის ურუგვაელი საყრდენი ნახევარმცველია, რომლის ტრანსფერი “ბარსაში” უკვე გადაწყვეტილია. “ლივერპულ მონტევიდეოს” ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ზაფხულში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება. მან კატალონიური გრანდის ყურადღება სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიოeნატზე დაიმსახურა, რომელზეც ურუგვაიმ მეორე ადგილი დაიკავა.

ანგელო გაბრიელი – “ბარსელონას” 18 წლის ბრაზილიელი გარემარბის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს. ფეხბურთელი ზაფხულში “სანტოსს” დატოვებს, ამიტომ “ბარსას” გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. გაბრიელის შეძენა პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურთ.

წყარო: Sport

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • jigliga
    28 აპრ 2023, 09:34

    Rac premier ligashibcelsim wels daxarja magdeni mtel la ligas eyofoda mosaxodad da am sir prezidents raunda mis fuls xo ar xarjaven acados gundebs gadzliereba

  • ♠️Spookyfy♠️
    28 აპრ 2023, 01:45

    Es angeloza kai bichia,adrec iwereboda,arvici imis mere ramdenad gaqacha mara sakaifo monacemebi hqonda,samives mosvlas mivesalmebi,starikebs isev eseni jobia,tu mainc da mainc 20-30 milionebshi gasageba mosula…

  • Rick Sanchez
    27 აპრ 2023, 23:11

    გიჟები სამივე! ძირითადის გამოცდილი სასტავი

  • nika 54
    27 აპრ 2023, 19:33

    მოკლედ მოუწევს ლაპორტას დარჩენილი აქტივების გაყიდვა, თუ უნდა ნორმალური გუნდის დაყენება. არა და ასე ვისაც არ დაეზარება რაიოებს თუ კადისებს, მუდამ ექნებათ შანსი ჩვენი შერცხვენის.

  • cezo45
    27 აპრ 2023, 18:48

    სამივე კაი ვარიანტია 👍

  • რივალდო-მესი
    27 აპრ 2023, 18:35

    ციტატა: Clever liar
    ლიჩნად ხავის რჩეულები თუ არიან და სხვისი არა, არცერთი არ გაამართლებს ატვეჩაი ვარ 😀


    სანამ წავიკითხავდი სტატიას ზუსტად ამის დაწერა მინდოდა😂 სოსკიაერს მაგონებს ხავი ძალიან, თუმცა იმან იმინა მკვდარი მანჩესტერი. იტა მოაგერიანა და ეს მაგარი თავგასა გამოდგა😕

  • Clever liar
    27 აპრ 2023, 16:20

    ლიჩნად ხავის რჩეულები თუ არიან და სხვისი არა, არცერთი არ გაამართლებს ატვეჩაი ვარ 😀

  • Don_Andresito
    27 აპრ 2023, 15:40

    ამან კი მოუკლო, მარა რაფინია თუ წავიდა იდეალური იქნებოდა. 18 წლისაა და სწრაფი მაინც არის, თან სამი ახალგაზრდა გაასწორებს, ცოტა გაახალგაზრდავდება გუნდი. ახალი სისხლი სისხარტე და მოტივაცია გვჭირდება. თუ გაყიდეს რამე ოფცია კიდევ, ყველას დავარეგისტრირებთ, თუ არადა სამივე გავუშვათ ბარსა ბ ში. ტორესი და რაფინია ულაპარაკოდ უნდა გაიყიდოს ორივე, ფატიც იჯარით გასაშვებია, ან გასაყიდი ეგეც. კარასკო როკე და გაბრიელით შეივსებოდა გუნდის სკამი, დემბელე მესი და ლევა ძირითადში

  • Maestro 6
    27 აპრ 2023, 14:31

    აი ბართომეუს დედა რომ ვატირე ისევ ახლა რომ 30 მილიონსაც ვერ ვიხდით და ხალხს ვერ ვარეგისტრირებთ, ეს რა ხელფასებს უნიშნავდა ხალხს, თან ტიპი ხომ წასულია მაგრამ ნაღმები აქვს დატოვებული

  • mari
    27 აპრ 2023, 14:15

    კი მაგრამ დარეგისტრირებას როგორ აპირებენ? ყველა მეორე გუნდში?

  • ოთიკო
    27 აპრ 2023, 14:10

    ესენი არავის მომყვანები არ არიან.ისევ მეორადებიდან თუ არ მოიყვანენ ვიღაცებს.

  • GM BARCA
    27 აპრ 2023, 14:03

    როკეს მოყვანას ვეთანხმები რაღაც პონტში, ახალგაზრდაა და განვითარების პერსპექტივა აქვს და შეუძლია მაღალი დონის ფორვარდი გახდეს თუ იმუშავებს ბევრს, ლევანდოვსკისგანაც ბევრს ისწავლის და იმედია მორიგი ცუდი ტრანსფერი არ გამოვა, მარა რავი 30 მილიონი ბევრია, იქნებ დააკლებიონ თანხა ან იჯარით. საყრდენი გვჭირდება უეჭველი და მარტო დე იონგი გამოჩნდა უკვე ბევრჯერ რო მარტო ვერ ქაჩავს და ჭირდება გვერდზე კაცი, ბუსკეტსის ნაირი.