ხვალ “ბარსელონას” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს.
“ბარსას” ინგლისში გამართული პირველი შეხვედრა 1-0 აქვს მოგებული, რამაც კატალონიელებს წყვილის ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაუმყარა. ხვალ “კამპ ნოუზე” არწაგების შემთხვევაში “ბლაუგრანა” ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ, ბოლო 5 სეზონში კი მეოთხედ გავა.
სტადიონზე ანშლაგია მოსალოდნელი. დღეს დილის მონაცემებით უკვე გაყიდულია 65 ათასი ბილეთი.
და მთავარი ამბავი – გუნდს უბრუნდება კაპიტანი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალექსია პუტელიასი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.
პუტელიასმა სერიოზული ტრავმა გასული წლის ივლისში, ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ალექსიას თამაშის ნებართვა მისცეს და ის “ჩელსისთან” ხვალ გასამართი თამაშის განაცხადში მოხვდა.
მეც ძალიან მიყვარს ეს ოხერი გოგო
ათქმაუნდა ტყუილადაა კაპიტანი
როგორ მიყვარს ეს გოგო❤️❤️❤️
იმენა მართლა ძალიან ლამაზია ულამაზესია ალექსია
გუნდ შესაფერის დროს უბრუნდება.
რა ლამაზი იყო ეს ოხერი დაჯილდოებაზე, გრძელ თეთრ კაბაში. ნამდვილი პატარძალი იყო.