workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს ოქროს ბურთის დაჯილდოებაა

დღეს ოქროს ბურთის დაჯილდოებაა

დღეს საფრაგნეთის დედაქალაქ პარიზში “ოქროს ბურთის” რიგით 69-ე დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია 22:00 საათზე დაიწყება.

“ბარსელონა” რამდენიმე ნომინაციაშია წარდგენილი:

  • წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – პედრი, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი, რაფინია;
  • წლის საუკეთესი ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი, კაროლინ გრამ ჰანსენი, პატრი გიჰარო, ევა პაიორი, კლაუდია პინა, ალექსია პუტელიასი;
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ფეხბურთელი – პაუ კუბარსი, ლამინ იამალი;
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელი – ვიკი ლოპესი;
  • წლის საუკეთესო ქალი მეკარე – კატა კოლი;
  • წლის საუკეთესო მწვრთნელი – ჰანსი ფლიკი;
  • წლის საუკეთესო მამაკაცთა კლუბი;
  • წლის საუკეთესო ქალთა კლუბი.

გავრცელებული ინფორმაციით, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიას ჰანსი ფლიკი, პაუ კუბარსი, რაფინია და ლამინ იამალი დაესწრებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • პენდრაგონი
    schedule 23 სექ 2025, 06:37
    #26

    იმ ფეხბურთის ყველაფერი სადაც დემბელეს დონის ფეხბურთელს ოქროს ბურთი ექნება

  • PUIOL5
    schedule 23 სექ 2025, 00:55
    #25

    ციტატა: shu1987
    ბარსელონას გულშემატკივრობა არაფერ შუაშია, უბფალოდ თუ ფეხბურთი გიყვარს ერკვევი და წინა სეზონი ნახე რა ნამუსით უნდა თქვა დემბელე იმსახურებსო ??? დემბელემ რომელ თამაშში აიღო ლიდერობა და რომელი ტიტული მოიგო პსჟმ მისი დამსახურებით ? ან რომელ გადამწყვეტ თამაშზე ქონდა თუნდაც კვარაზე დიდი გავლენა ? დემბელეს ვიმც მხარს უჭერს იმას ფეხბურთი არ უყვარს და წერტილი. დემბელეზე მეტად მინიმუმ პსჟს 3 ფეხბურთელი მაიმც იმსახურებს. ნუ ფრანს ფუტბოლი ფრანგული გამოცემაა და არ გამიკვირდება ალოგიკურად დემბელეს მიაკუთვნონ. ინდივიდუალური ჯილდოა და ინდივიდუალურად სალაჰი იამალი რაფინია ბევრად წინ დგას წინა სეზონით. ყველას თავის აზრი აქვს პატივს ვცემ ნებისმიერს ეს კი ჩემი ხედვაა. ფეხბურთი ერთი დიდი ტოტალიზატორია თორე პედრიზე მაგარ ფეხბურთს ვინ თამაშობს დღეს ?? პედრიზე დიდი გავლენა ნებისმიერ თამაშზე ვის აქვს ? ისე 17-18 წლოს ბავშმა რაც გააკეთა თუნდაც მეორეს დასახელება მაინც თუ შეუძლია ვინმეს მაგ ასაკში თავის დემბელე მბაპეიანად საფრანგეთს მიართვა და 5-ჯერ მბაპეიანად რეალს👌


    რა კვარა თუ ძმა ხარ, დემბელე იტანდა გოლებს და აგებინებდა პსჟ თამაშებს, ობიქტურად რომ ვთქვათ რაფინია იმსახურებდა, ინდივიდუალური სტატისტიკით ყველაზე წინ იყო,მაგრამ ლიგის მოგება დიდ გავლენას ახდენს, ამიტომაც იყო დემბელე ფავორიტი. კვარას რაც შეეხება სტატისტიკა არაქვს საერთოდ.

  • Rick Sanchez
    schedule 22 სექ 2025, 22:00
    #24

    იამალის დონეზე რომ რაფინია გაეპიარებინათ, ფავორიტი დემბელე არ იქნებოდა.

  • shu1987
    schedule 22 სექ 2025, 21:25
    #23

    ბარსელონას გულშემატკივრობა არაფერ შუაშია, უბფალოდ თუ ფეხბურთი გიყვარს ერკვევი და წინა სეზონი ნახე რა ნამუსით უნდა თქვა დემბელე იმსახურებსო ??? დემბელემ რომელ თამაშში აიღო ლიდერობა და რომელი ტიტული მოიგო პსჟმ მისი დამსახურებით ? ან რომელ გადამწყვეტ თამაშზე ქონდა თუნდაც კვარაზე დიდი გავლენა ? დემბელეს ვიმც მხარს უჭერს იმას ფეხბურთი არ უყვარს და წერტილი. დემბელეზე მეტად მინიმუმ პსჟს 3 ფეხბურთელი მაიმც იმსახურებს. ნუ ფრანს ფუტბოლი ფრანგული გამოცემაა და არ გამიკვირდება ალოგიკურად დემბელეს მიაკუთვნონ. ინდივიდუალური ჯილდოა და ინდივიდუალურად სალაჰი იამალი რაფინია ბევრად წინ დგას წინა სეზონით. ყველას თავის აზრი აქვს პატივს ვცემ ნებისმიერს ეს კი ჩემი ხედვაა. ფეხბურთი ერთი დიდი ტოტალიზატორია თორე პედრიზე მაგარ ფეხბურთს ვინ თამაშობს დღეს ?? პედრიზე დიდი გავლენა ნებისმიერ თამაშზე ვის აქვს ? ისე 17-18 წლოს ბავშმა რაც გააკეთა თუნდაც მეორეს დასახელება მაინც თუ შეუძლია ვინმეს მაგ ასაკში თავის დემბელე მბაპეიანად საფრანგეთს მიართვა და 5-ჯერ მბაპეიანად რეალს👌

  • Albicelecte
    schedule 22 სექ 2025, 21:20
    #22

    წელს ზეუბანძესი გათამაშებაა, დემბელე რომ იქნება უმთავრესი კანდიდატი, რონალდუ არაბეთის ქვიშაში ბრუნავს და მესი მაიამის ტორნადოში smiley

  • joy
    schedule 22 სექ 2025, 21:17
    #21

    ყველას აზრს პატივს ვცემ, ყველას აქვს თავისი შეხედულება თუ ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი, მე პირადად ვერანაირად ვერ ვგუობ დემბელეს გამარჯვებას, მიზეზი ბევრია, მაგრამ მარტო ლივერპულთან არ გატანილი მეოთხე გოლიც საკმარისია რომ არ მინდოდეს დემბელეს გამარჯვება!- გამოდის რომ მაინც სუბიექტურად ვუყურებ ბარსას სიყვარულის გამო. ახლა წარმოიდგინეტ რომ რაფინია არ იყოს ბარსას ფეხბურთელი, რომელიმე თქვენგანი ჩათვლის რომ არაბარსელონელ რაფინიას ეკუთვნის ოქროს ბურთი? არამგონია ბარსას სტილზე შეყვარებულ ფანებს მოწონდეს თავდამსხმელი რომელსაც სამი წლის განმავლობაში ერთი ფინტიც არ უჩვენებია, უამრავი გამაზული გოლები ცარიელ კარებში, უამრავი წყალს გატანებული ასისტები პედრისაგან და იამალისაგან. პირველ რიგში ვისაც ეკუთვნის ოქროს ბურთი არის პედრი! რომელიმე ფეხბურთელს აქვს ამხელა გავლენა გუნდზე? თუნდაც იამალის გავლენაც არ ყოფილა იმდენად დიდი როგორც მე ვთვლიდი, ბოლო თამაშებში აშკარად გამოჩნდა. პსჟ-ში ბევრ ფეხბურთელს აქვს გავლენა თამშზე, დონარუმა, აშრაფი, ვიტინია, ნევეში, დეუ, კვარა, დემბელე, ესენი ინაწილებენ გავლენას, ბარსას სული და გული, მოტორი, შემქმნელი ერთიანად არის პედრი! ბოლო წელია დეიონგმა მხარი აუბა კარგად. მბაპესაც არ აქვს ამხელა გავლენა თამაშზე რეალში… არ იყო სიტი ამდენად დამოკიდებული დებრიუნზე… ვერავის ვერ ვიხსენებ ვისაც ქონდეს პედრის მსგავსი გავლენა გუნდის თამაშზე! ჩემი აზრით და დღეს გამოთქმული როდრის აზრით ბურთი ეკუთვნის პედრის blush ყველაზე სტაბილურ ფეხბურთელს ბოლო 2-3 წლის მანძილზე. ტრამვის პერიოდს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა