workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იაია ტურე: რეალ მადრიდს ყველა უფრთხის, თავად რეალ მადრიდს კი ბარსელონასი ეშინია

იაია ტურე: რეალ მადრიდს ყველა უფრთხის, თავად რეალ მადრიდს კი ბარსელონასი ეშინია

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, იაია ტურემ კატალონიური კლუბის გარემო არსებულ საკითხებზე ისაუბრა:

არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ მესიმ კარიერა “ბარსაში” უნდა დაასრულოს. ფეხბურთში ვერ ივარაუდებ, რა მოხდება. ყველაფერი, რაც ლეომ გააკეთა, შთამბეჭდავია.

ანდრეს ინიესტა ფენომენალური მოთამაშეა. ყოველდღე მასთან ერთად ვარჯიში უდიდესი ბედნიერება იყო, რადგან ბევრი რამ ვისწავლე. ანდრესი ფიზიკურად განსხვავებული მოთამაშე და ბრწყინვალე ტალანტი იყო.

ინიესტა თამაშზე ფიქრობდა და მისი ინტელექტი ჩემ ყურადღებას იპყრობდა. ეს ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. ანდრესი თამაშს გრძნობს და იცის, ის როგორ წაიკითხოს.

“ბარსელონას” გაწვრთნა მომავალში? რა თქმა უნდა. რატომაც არა? ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ვიმუშავებ.

ლა ლიგა და პრემიერ ლიგა ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ორივე კარგია და რომელიმეს გამორჩევა უცნაური იქნება.

დღეს პრემიერ ლიგა ყველაზე ყურებადი ჩემპიონატია და შეიძლება, ნებისმიერმა გუნდმა მოიგოს, ესპანეთში კი შანსები მხოლოდ “ბარსასა” და “რეალ მადრიდს” აქვთ, ზოგჯერ კი “ატლეტიკოსა” და “ვალენსიასაც”.

“ბარსელონას” საუკეთესო ფეხბურთელები? ერთის დასახელება არ შემიძლია. ალბათ ჩავი ან ინიესტა, ასევე ეტო’ო ან პუიოლი. 2009 წლის შემდეგ გუნდს ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავდა, მაგალითად, როგორიც ახლა პედრია.

კესიეს ვეხმარებოდი, რომ “ბარსას” დონემდე მიეღწია. მას დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, რადგან კატალონიელთა შემადგენლობა შესანიშნავია – ბუსი, დე იონგი, პედრი, გავი… მაგრამ ფრანკი ბევრს სწავლობს.

“რეალ მადრიდს” ქამბექი ყოველთვის შეუძლია. მათი მენტალიტეტი განსხვავებულია. როცა მადრიდელთა წინააღმდეგ ვთამაშობდი, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მათ მოგება შეეძლოთ.

“რეალ მადრიდს” ყველა უფრთხის, თავად “რეალ მადრიდს” კი “ბარსელონასი” ეშინია.

ვინ მოიგებს “ელ კლასიკოს”? “ბარსელონას” უპირატესობა აქვს. ინტენსიური მატჩი იქნება. არ ვფიქრობ, რომ შეხვედრა 0-0 ან 0-1 დასრულდება. 

გვარდიოლას დიდებული ხედვა აქვს და ფეხბურთი შესანიშნავად ესმის. მისი სამწვრთნელო სტილი უცვლელია. ვფიქრობ, ყველა მწვრთნელს უნიკალური ფილოსოფია აქვს და ერთმანეთისგან სწორედ ამით განსხვავდებიან.

ჩავი შესანიშნავად მუშაობს. გუნდი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. “ელჩესთან” მატჩი ვნახე და ძალიან მომეწონა. “ბარსელონას” რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებას ვუსურვებ, რადგან თავს კულედ მივიჩნევ. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 06 აპრ 2023, 00:01
    #4

    აბაა ნეტა იმ ბარსელონას შენი ადგილი რომ კლუბში არ იყო smile

  • lesane C
    schedule 05 აპრ 2023, 22:55
    #3

    ციტატა: nika 54
    სულ ეს არის ამის ტიტულები? სირცხვილია ბარსელონელი რო იყო.


    რატოა სირცხვილი, ძაან კაი ფეხბურთელი იყო, ისე ამაზე მეტი ტიტული აქ მოგებული

  • nika 54
    schedule 05 აპრ 2023, 20:31
    #2

    სულ ეს არის ამის ტიტულები? სირცხვილია ბარსელონელი რო იყო.

  • LM10RG10
    schedule 05 აპრ 2023, 20:12
    #1

    ეს კაცი მაგარი დაუფასებელია💘2013-2014 წლების სეზონში რაც ამან ქნა ძაან იშვიათობაა ეგეთი რაღაც ნახევარმცველისგან