გუშინ ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ბოლო მატჩები გაიმართა და ნახევარფინალში “ბარსელონას” მომდევნო მეტოქეც გაირკვა.
ხონათან ხირალდესის გუნდი 1/2-ფინალში “ჩელსის” დაუპირისპირდება. ლონდონელებმა ყველა დროის ყველაზე ძლიერი ევროპული გუნდი “ლიონი” დაძაბულ ბრძოლაში, თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს.
პირველი თამაში 22/23 აპრილს ლონდონში, ხოლო განმეორებითი 29/30 აპრილს ბარსელონაში გაიმართება.
ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. 2018 წელს გამართული ამხანაგური თამაში 1-1 დასრულდა, 2021 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსამ” მეტოქე 4-0 გაანადგურა. თუმცა მას შემდეგ “ჩელსი” საგრძნობლად გაძლიერდა.
მეთქი რა ფინალი, გაასწორეთ სათაური
მიდით გოგოებო თქვენ მაინც გაგვიხალისეთ ცხოვრება.