workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფრანგეთმა და პოლონეთმა მოიგეს

საფრანგეთმა და პოლონეთმა მოიგეს

დღევანდელი სანაკრებო თამაშები “ბარსელონელთათვის” წარმატებული გამოდგა.

საფრანგეთმა ირლანდია სტუმრად 1-0 დაამარცხა. ჟიულ კუნდემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 81-ე წუთზე ბენჟამინ პავარი შეცვალა.

მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო პოლონეთმაც. ალბანეთთან შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ამით “ბარსელონელებისთვის” (გავის გარდა) მარტის სანაკრებო პაუზა დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელები “ბარსელონაში” დაბრუნდებიან და “ელჩესთან” მატჩისთვის მოემზადებიან.

აღსანიშნავია, რომ ლუის დე ლა ფუენტემ შოტლანდიასთან ხვალ გასამართი მატჩის განაცხადში ალექს ბალდე არ შეიყვანა. შესაბამისად, ის კატალონიაში დაბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 28 მარ 2023, 19:44
    #1

    მოკლედ ამან უნდა გააძროს სიქა გავის, ენრიკემ ხო მოასპო პედრი და ეხლა კიდევ ეს ბავშვი ამოიღეს მიზანში?