workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ახალი აღმოჩენა

ჩავის ახალი აღმოჩენა

“ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ, გუშინ გამართულ სავარჯიშო სესიაზე ერთ-ერთი მთავარი სიახლე ჟერარ გონსალესის გამოჩენა იყო.

19 წლის მარცხენა მცველი 2004 წლის 16 თებერვალს, ლა სელერა დე ტერში (ჟირონაში) დაიბადა. ის ამჟამად ჟუვენილ ა-ში ასპარეზობს.

ჟერარმა კარიერა ადგილობრივ “სელერაში” დაიწყო და ახალგაზრდულ გუნდში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რამაც “ჟირონას” ყურადღება მიიპყრო. ამ გუნდში გონსალესმა 1 წელი გაატარა, შემდეგ კი “ბარსაში” გადმოვიდა. 

მან “ბარსელონაში” საუკეთესო სეზონი გასულ წელს, კადეტთა შემადგენლობაში ჩაატარა, რისი წყალობითაც ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს.

მიუხედავად იმისა, რომ ის ჟუვენილ ა-ს სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრი იყო, ბოლო პერიოდში მას იმდენი სათამაშო დრო აღარ ეძლევა. ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ჟერარი 7 მატჩიდან მხოლოდ ორში (ორივე “ბაიერნის” წინააღმდეგ) ათამაშეს.

გონსალესი ძირითადში 4 თებერვალს “საბადელთან” გამართული მატჩის შემდეგ არ დაუყენებიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 11 მარ 2023, 10:46
    #7

    Waapiareben cotas,balde momavlis dziritadia da ar mgonia vinmem daudges,zamenoba gaqachos dagvxatavs,tu daglija xo uketesi,gaapiareben da miayidian ra,an kai skamis kaci gamodzerwon

  • Rick Sanchez
    schedule 07 მარ 2023, 20:33
    #6

    3 მარცხენა მცველი გვყავს და ეს საცოდავი რაღად გვინდა

  • levanoza
    schedule 07 მარ 2023, 16:54
    #5

    ოსირეც რა, მარჯვენა გვინდა, მარჯვენაააა. "კორიოლისის ძალა" მაინც არ იციან ამ ჩემისებმა?

  • ROUCH
    schedule 07 მარ 2023, 16:42
    #4

    ახალი ბალაყანი აღმოაჩინა ანუ. მარცხენა მცველი აღმოჩენილიც არი და ალბას დუნდულებიც დაუბრტყელა სკამზე ჯდომით. შემტევი აღმოაჩინოს და ნუ შეუყო ამ გავის ბოლო მატჩები არაფრის სიქა რო აღარ აქ. ცალკე მას გადაწვავს პედრივით ცალკე ტორეს აფუჭებს. პროსტა რატო უნდა გეყენოს გავისნაირი ნახევარმცველი ფლანგზე როცა ტორე გყავს. მანამდე კიდე პუჩი ყავდათ და აღარ მახსოვს მაშინ ვის აწვალებდნენ და აფაფხურებდნენ ფლანგზე

  • Fc Barca Batumi
    schedule 07 მარ 2023, 16:17
    #3

    ანუ, ჩავი ეძებს უთავო ქათმებს?
    ისე მასეთი ქათმები კი გვყავს ფერანის, რაფოს და ფატის სახით

  • Dani alves
    schedule 07 მარ 2023, 16:04
    #2

    და ჩავიმ რა აღმოაჩინა?

  • nika 54
    schedule 07 მარ 2023, 15:59
    #1

    ანუ რა, ადრე კარგი იყო, მაგრამ ახლა ძირითადში 4 თებერვალს "საბადელთან" გამართული მატჩის შემდეგ არ დაუყენებიათ? და ჩავიმ რა აღმოაჩინა ფეხბურთელი რომელიც ძირითადში ვერ ხვდება? მაპატიეთ მაგრამ ზოგი ნიუსის შინაარსს ვერ ვხვდები ხოლმე რატომღაც.