ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” ლეგენდა, რონალდინიო გაუჩო მოედანს უბრუნდება – ბრაზილიელი ქინგს ლიგაში, ცნობილი სტრიმერის, იბაი ლანოსის გუნდში, “პორსინოსში” ითამაშებს.
ჟერარ პიკეს მიერ დაარსებული ქინგს ლიგა უკვე საკმაოდ პოპულარულია და ცნობილია, რომ ამ ტურნირის ეგიდით გასამართ მატჩებს ქომაგები “კამპ ნოუზეც” იხილავენ. საინტერესოა, რომ ამავე ტურნირზე ასპარეზობს სერხიო აგუეროს გუნდი “კუნისპორტსიც” (ამ გუნდშია თავად აგუერო და ხავიერ სავიოლაც).
ამ ლიგის წესები ტრადიციული ფეხბურთისგან განსხვავდება, რათა თამაშს უფრო მეტი დინამიკურობა და სანახაობა შესძინოს. ქინგს ლიგის სადებიუტო სეზონი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და მე-3 ტურის მატჩების დროს უკვე 1.3 მილიონ ნახვას მიაღწია.
ქინგს ლიგის ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი “კამპ ნოუზე”, 2023 წლის 26 მარტს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მომავალში იგეგმება ქალთა ტურნირის ჩატარებაც, რომელსაც ქვინს ლიგა ერქმევა.
და რა განსხვავებული წესები აქვს ამ თამაშს, ბარემ დაგეწერათ.
ვინმემ თუ იცის მაგ ლიგის თამაშების ნახვა თუ არის შესაძლებელი.
კიდე არაერთ ლამაზ მოძრაობას და გოლს შესთავაზებს გაუჩო მაყურებელს დარწმუნებული ვარ🤗 მერემდენედ დაბრუნდა ხუ*ოზნაეტ😆, მარა კაია მაინც რომ თამაშობს ისევ