“ბარსელონა” გეგმავს, “ლა მასია” შემოსავლის წყაროდ აქციოს და ახალგაზრდა ფეხბურთელებით ფული გამოიმუშაოს. Cadena SER-ის ცნობით ეს ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი მიზანია.
ესპანური წყაროს ინფორმაციით “ბარსელონა” აპირებს, გაყიდოს ის ფეხბურთელები, რომლებიც “ბარსა ატლეტიკისთვის” ზედმეტად კარგები არიან, მაგრამ არასაკმარისად კარგები პირველი გუნდისთვის. SER მაგალითებად ნიკო გონსალესსა და აბდე ეზალზულის ასახელებს.
გასულ ზაფხულში “ბარსა ატლეტიკი” ათმა ფეხბურთელმა დატოვა, 13 მოთამაშე კი გუნდს შეუერთდა. “ბლაუგრანამ” ამ ტრანსფერებში 3.7 მილიონი ევრო გადაიხადა, თავად კი 6 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც 5 მილიონი ფერან ჟუტგლას ტრანსფერზე მოდის.
პრობლემას ის ქმნის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოკლევადიანი კონტრაქტები აქვთ, რაც მათ ფასს აგდებს. “ბარსელონას” გეგმა კი მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივება და კლუბიდან მათი ამის შემდეგ გაშვებაა. სწორედ ასე მოხდა ნიკოსა და აბდეს შემთხვევაში – “ბლაუგრანამ” ფეხბურთელებს კონტრაქტები ზაფხულში გაუხანგრძლივა, შემდეგ კი ისინი “ვალენსიასა” და “ოსასუნაში” გაანათხოვრა.
სხვა ნიკით თუ იყავი არ ვიცი და ისე 2023 წლის 7 იანვარს ხარ აქ დარეგისტრირებული და 2 წლის წინ როგორ ამბობდი???
არა მგონია ბარსამ ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით იშოვოს ფული. ამის ნიჭი ვინ მოგვცა, 100-150 ვყიდულობთ და მერე 20-40-ათ ვყიდით. ამისთვის კარგი გაყიდვების მენეჯერია საჭირო დაახლოებით სერესოს დონის.
ორი წლის წინ ვამბობდი აბდესგან არაფერი გამოვათქო და გამლამძღა აქ ხალხმა
ნიკო უფრო ათლეტური სტილისაა და საყრდნზე ვფიქრობდ, რომ იქნებ გაექაჩა;
ვალენსიაშიც არ ეძლევა დრო, მერე ტრავმა
Nico arendit sheidzleba,tu mainc da mainc miayidon oriveshi 10+ milioni rogor ver unda avigot magis deda vatire.
ნიკოზე გული მწყდება რაღაცნაირად
უნდა მისცენ შანსი ჩემი აზრით
რაო? რატომ არის ნიკო ვითომ ტალანტი? ეალზულიზე გეთანხმები ჯერ კიდევ როდის ვამბობდი მაგის უნიჭობას, მაგრამ ნიკოს გაშვება როგორ შეიძლება ბიჭო. რა ნიკო ბიჭო ### ჰომ არ აქვთ ამათ? რა ნიკოს გაშვება. ძირითადი თუ არა სკამზე იდეალური იქნება. სკამისათვის ნიკოზე კაი ვერ მოიყვანენ ვერავის. უდიდესი ფუფუნება არის სკამისთვის. არ გაუშვან. სადმე მაინც ჩაესვარა ნიკოს რომ ეგრე დაუპირო გაშვება. არც არსად უჩვენებია სუსტი თამაში და მეტიც წინა სეზონში მემგონი გავიზე მეტი გოლიც გაიტანა იმის მიუხედვად, რომ გავიზე ბევრად ნაკლები დრო ჰქონდა სულ.