workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ინიაკი პენიას გალათასარაიში გაშვებას არ აპირებს

ბარსელონა ინიაკი პენიას გალათასარაიში გაშვებას არ აპირებს

“ბარსელონა” გუნდის სათადარიგო მეკარის, ინიაკი პენიას “გალათასარაიში” კიდევ ერთხელ იჯარით გაშვებას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და “გალათასარაის” ფეხბურთელების დამატების უფლება კვლავ აქვს. ცოტა ხნის წინ გუნდის პირველმა მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ ტრავმა მიიღო და სტამბოლელებმა “ბარსას” პენიას დამატების სურვილით მიმართეს.

პენია “გალათასარაიში” იჯარით 2022 წლის პირველ ნახევარში თამაშობდა და თავი კარგადაც წარმოაჩინა, რის გამოც თურქებს მისი კვლავ დამატების სურვილი გაუჩნდათ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით “ბარსელონა” 23 წლის მეკარის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის და კატალონიელები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 08 თებ 2023, 18:40
    #4

    სანამ ტერ შტეგენია გუნდში, ამას შანსი არ მიეცემა, ჯობია ვინმე მოხუცი მოიყვანონ მეორე მეკარედ

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 თებ 2023, 14:38
    #3

    თურქეთს თუ ახლა ფეხბურთისთვის და ტრანსფერებისთვის ცალიათ,მალადეც,ჯოჯოხეთი ხდება

  • DesmondHume
    schedule 08 თებ 2023, 14:16
    #2

    ისე ეს რო გაეშვათ და ტენასი დაგვეტოვებინა არა? არანაკლები ბიჭია და მგონი უფრო ახალგაზრდაც

  • nika 54
    schedule 08 თებ 2023, 13:36
    #1

    გააგრძელოს და ისე გაუშვან არ ჯობია.