“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ინგლისელთა მთავარი სამიზნე ანსუ ფატი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.
ცნობილია, რომ “წითელი ეშმაკები” “იუვენტუსის” შემტევის, დუშან ვლაჰოვიჩის დამატებაზე ფიქრობენ, მაგრამ კატალონიური მედიის ცნობით მათი პრიორიტეტი ანსუ ფატია.
“ბარსას” პირველ გუნდში გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ ანსუ ფატი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავი იყო, თუმცა ტრავმის გამო მას ძალიან ბევრი გაუცდა და ახლა, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, საკუთარი თავის აჩრდილია.
იმის მიუხედავად, რომ ფატის “ბარსელონაში” წამყვანი როლი არ აქვს, კატალონიური კლუბი ამ ეტაპზე მისი გაყიდვის ვარიანტს არ განიხილავს. “ბლაუგრანა” “იუნაიტედის” შეთავაზების მოსმენასაც კი არ აპირებს, მაგრამ არაა გამორიცხული, ზაფხულამდე სიტუაცია შეიცვალოს.
ფეხბურთს უყურე ძმურად? 19 წლის მესი სად დაფრინავდა გამსენე აბა ერთი? სად ნახე 19 წლის მესის ფრენა. 16, 17, 18 და 19 წლის მესის გაუთავებელი ტრამვიანობა ჰქონდა და კიდევაც გამოტოვა მაგის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2006 წელს.
https://youtu.be/0PHBJvcuoCo აგერ ლინკი და უყურე 19-20 წლის მესის რაებს აკეტებდა რაის ფატი სირცხვილია.