“ბარსელონამ” დღეს მარკოს ალონსოსა და ანხელ ალარკონს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. კლუბს სიაში კიდევ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სწორედ ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე “ბარსა” დღეს სერხიო ბუსკეტსისა და სერჟი რობერტოს აგენტს ხოსეპ მარია ორობიტს დაუკავშირდა, რათა ფეხბურთელების პოზიცია მოესმინა. სამწვრთნელო შტაბს ორივე მათგანის შენარჩუნება სურს, რადგან მნიშვნელოვან ფეხბურთელებად მიიჩნევს. ცნობილია რობერტოს პოზიციაც, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა, რომ გუნდში დარჩენას ისურვებდა; რაც შეეხება ბუსკეტსს, კაპიტანს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 34 წლის მოთამაშე საკუთარ და კლუბის სიტუაციას აანალიზებს.
“ბარსა” რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად ფეხბურთელებისთვის ანაზღაურების შემცირებას აპირებს. ამ მხრივ, ბუსკეტსის ხელფასის შემცირება მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ის კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. MD-ს ცნობით, ლა ლიგამ “ბარსელონას” ჯამში სახელფასო ხარჯების €150-200 მილიონით შემცირება მოსთხოვა.
“ბარსელონა” კონტრაქტებს ალეხანდრო ბალდესა და ინიაკი პენიასაც გაუხანგრძლივებს. მათთან ყველაფერი შეთანხმებულია. ექტორ ბელერინი კი სავარაუდოდ კლუბს დატოვებს.
ბუსკეტსიც მინიმუმ 6 თვით მაინც უნდა დატოვონ, სანამ ვინმე შემცვლელს არ მოუყვანენ.
ორივე უნდა წავიდეს სეზონის ბოლოს…
რანაირად გაფორმდა ეს ხელშეკრულებები? ლა ლიგის შეზღუდვებმა არ იმოქმედეს ამაზე? აბა გავის რატომ ვერ არეგისტრირებენ?
რობერტოს ისედაც შარშან თავიდან 2 წლიანს უხანგრძლივებდნენ
რაღა გახანგრძლივება ხოარ გარეკეს რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს ორივე :დდდდდ
გადახვიეთ ხელი ერთმანეთს და კარგად იყავით. რობერტოს მადლობა იმ გოლისთვის და ემოციებისთვის პესეჟესთან რაც გააკეთა, მაგის გარდა არაფერი კაი არ მახსენდება ისიც ალბათ იმიტომ რომ დაალპეს მარჯვენა მცველად ნახევარმცველი. ბუსი ლეგენდაა მაგრამ დაბერდა და მოუმატა შეცდომებს ასე რომ ადიოს ორივემ
ორივეს უნდა დავემშვუდობოთ სეზონის ბოლოს. ნორმალური გაცილება მოუწყონ და სხვა მხრივ კლუბმა ყველაფერი მისცა. რობერტო მაგასაც არ იმსახურებს მარა კაი.