ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 მარტს მოხდა.

თამაშები

19 მარტს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1922 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში, საკუთარ კედლებში, “ბარსელონამ” “სევილია” 7-1 გაანადგურა და 2 მატჩის ჯამში 8-1 მოიგო. გოლები ალკანტარამ (3), სამიტიერმა, გრასიამ (2) და პლანასმა გაიტანეს.

1927 წელი

მადრიდში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 5-1 გაანადგურა. გოლები პედროლმა (2), საგიმ (1) და სამიტიერმა (2) გაიტანეს.

1947 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მარიანო პერესი. 1974-1976 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 29 თამაში ჩაატარა 4 გოლი გაიტანა.

1961 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “გრანადა” 8-2 გაანადგურა. გოლები კუბალამ (4), სუარესმა (2), რიბელიესმა და კოლტმა გაიტანეს.

1967 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 2-1 დაამარცხა. ორივე გოლი ჟოზეპ ფუსტემ გაიტანა..

1986 წელი

ტურინში “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი 1-1 დასრულდა, რის წყალობითაც “ბარსელონამ” 2 თამაშის ჯამში 2-1 გაიმარჯვა. ტურინში “ბარსასს” მხრიდან გოლი სტივ არჩიბალდმა გაიტანა.

1995 წელი

დაიბადა ექტორ ბელერინი.

1996 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელი მარიონა კალდენტეი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • Always cule
    19 მარ 2021, 23:08

    საკმაოდ წარმატებული დღე ყოფილა

  • ბასქუ10
    19 მარ 2021, 22:33

    რა გუნდებიც დარჩნენ ყველაზე სანახაობრივი ფინალი სიტი ბაიერნი იქნებოდა მაგრამ ფინალში ეგენი ორივე ვერანაირად ვერ გავლენ

  • Cule Is Always Elegant
    19 მარ 2021, 17:56

    პსჟ-ს რო გავცდენოდით ბაიერნს ვხვდებოდით.. მგონი, კაია რო გამოვვარდით :დ ბაიერნს კი მოეკითხება თავისი შარშანდელი საქციელისთვის, მარა ჯერ ადრეა :დდდ

  • ჩავი
    19 მარ 2021, 16:45

    აი მარგალიტებს რისი იმედი აქვთ პროსტა ვერ ვხვდები, იმედია კლოპი დაუბაბანებს და გამოაგდებს ნახმარი ქათამივით მადრიდს

  • El pistolero 9
    19 მარ 2021, 16:42

    ჩემპიონთა ლიგაზე სიტის და ევროპა ლიგაზე აიაქსს ვგულშემატკივრობ!!!

  • Konrad de la Fuente
    19 მარ 2021, 16:07

    ლივე ლიგაზე მოტივირებული იქნება ძალიან. ნუ სალაჰი, მანე და ფირმინიო ჰყავთ და რეალს ვინისიუსი როდრიგო, ბენზემა და არაა სხვაობა? ვირჯილიც უბრუნდებათ მგონი მალე.

  • GiorgiGabe99
    19 მარ 2021, 15:56

    რეალის ფანებს რატო უხარიათ ასე ლივერპულთან შეხვედრა ვინმემ ამიხსენით :დდდ

  • me da barca
    19 მარ 2021, 15:55

    ლივერპულს იმედია ახსოვს რეალთან ფინალი. რამოსი ჩაქოლეთ თუ გინდათ.

  • El pistolero 9
    19 მარ 2021, 15:53

    უუუჰ ეს რეები ხდება ლიგაზეეეე.ლივერპული ამ რეალის დაცვას არვიცი ალბათ გააცამტვერებს.თუ ვირჯილმაც მოასწრო დაბრუნება ხო საერთოდ.თან პრემიერლიგაში აზრი აღარ აქვს ბრძოლას და მთლიანად ლიგაზე გადმოერთვებიან.ბაიერნმა პოჩეტინოს ერთ გუნდს 7-2 აჭამა და ნაკლებს არც წელს ველოდები👊👊👊სიტი დორტმუნდიც მაგარი თამაშია და პორტუც არააა მთლად ჩამოსაწერი გუნდი.

  • Peregrine Falcon
    19 მარ 2021, 15:45

    ციტატა: CHEPE
    რეალი ლივერპული ძალიანაც კარგი კლასიკოს წინ ვერ დაისვენებენ პირიქით ისეთი ჯახი არის რევანში აქვს ასაღები ამ პიტალოებთან ლივერპულს👌😃 ანუ ისევ ბავარია გვეტაკებოდა ჩვენ და ეგ გავა ფინალში ვერც სითი და ვერ პსჟ მაგ ბავარიას ვერაფერს ვერუზავს


    ესეთ ბავარიასთაან გავარდნა ჯობიაა ღირსეულათ ვიდრე 8:2 გავარდეს.. რეალი შეიძლება გააგდოს მარაა გასაზიზღრეებით ვერ გააასაზიზღრებს .მარა ბოლო წუთზე გატანა და იღბაალი ხოაქ რეალს .😃

  • NEYBarca
    19 მარ 2021, 15:27

    წელს ინგლისურ ფინალს ვწინასწარმეტყველობ :დ ჩელსი – სიტი ))

  • Moriba
    19 მარ 2021, 15:22

    აუუუ რააა მეოთხედფინალებია
    ბავარია-პესეჟე ბავარია გავა
    რეალი-ლივე ლივე გავა
    პორტუ-ჩელსი ჩელსი გავა
    სიტი-დორტმუნდი სიტი გავა

  • nika 54
    19 მარ 2021, 14:39

    მოკლედ ძირითადად წარმატებულ დღედ შეიძლება ჩაითვალოს.