ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი ვიტორ როკე აპირებს, “ბარსელონაში” ტრანსფერს ზაფხულამდე დაელოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ Sport-ის ჟურნალისტი ჟოაკიმ პიერა ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც “ბარსა” ენდრიკისთვის ბრძოლაში “რეალ მადრიდთან” დამარცხდა, კატალონიელებმა აქცენტი კიდევ ერთ ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ვიტორ როკეზე გააკეთეს. კლუბში მიაჩნიათ, რომ 17 წლის შემტევს ენდრიკზე უკეთესი მომავალი აქვს.
ერთი უპირატესობა, რაც როკეს ენდრიკთან შედარებით აქვს, მისი ასაკია. როკე 18 წლის თებერვალში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” მისი დამატების უფლება წელსვე ექნება.
მაგრამ საკითხავია, რამდენად მოახერხებს “ბარსელონა” “ატლეტიკო პარანაენსედან” ფეხბურთელის გადმობირებას. პრობლემას, რა თქმა უნდა, “ბლაუგრანას” რთული ფინანსური მდგომარეობა ქმნის.
თუმცა თუ Sport-ს დავუჯერებთ, თავად ფეხბურთელი მზადაა, “ბარსას” ზაფხულამდე დაელოდოს. როკეს იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლოსთვის კატალონიელებს ფინანსური პრობლემები მოგვარებული ექნებათ და ისინი ახალი ფეხბურთელების ლა ლიგაში დარეგისტრირებას შეძლებენ.
იჯარით, რომ მოვიდეს სავალდებულო გამოსყიდვით არა?
და თუ ფულის ნაწილ-ნაწილ გადახდა აწყობთ, ეგებ იჯარით მოგვცენ და ფული თანდათან მერე გადავუხადოთ. მბაპეც ეგრე არ იყიდა პსჟ-მ, როცა ნეიმარში უკვე 222 მილიონი ქონდათ გადახდილი.
Es yvelafertan ertad jigroc yofila,moviyvanot,vnaxot risi tavi aqvs…
აუცილებლად მოსაყვანია
კაცია კაცური რა
კაია ამომავალი ვარსკვლავების ყიდვა და გუნდში მოყვანა
არა დიდი არაფერია
საინტერესოა რატო ჩაიწიკლეს ეს ფინანსები. ან სად მიდის ტელევიზიის შემოსავალი რომელსაც ეხლა ყიდიან ან სპორტიფის ფული სად წავიდა მუსიკის სტუდიას ხო არ აკეთებს. გაასხმევინოს ქალთა ფეხბურთს და კალათბურთსაც და მიხედოს ნამდვილ ფეხბურთს, მაინც არავინ უყურებს ქალთა და ბარსას ბასკეტბალს
სუბიმენდის თამაშს ვინც უყურეთ გუშინ გააკეთა რამე ნორმალური?
ეგ ბრაზილიელი "ტალანტები" მოდიან და მიდიან, ეს ბავშვი კიდევ არ ვიცი
ვერ ვხვდები ამდენი ფინანსური პრობლემა რატო იქმნება როცა ძირითადი ბირთვი რომლებსაც მაღალი ანაზღაურება ქონდა ზაფხულში არ გვეყოლება.პიკე წავიდა დეპაი წავიდა ზაფხულში ბუსი მიდის და ეს გამონთავისუფლებული ადგილი და მილიონები სად მიდის
ტებასს კითხეთ აბა, სუ *ლეზე კიდია ჩვენი ფინანსური მდგომარეობის მოგვარება :)) პირიქით რა დაგვიმატოს აღარ იცის
ენრიკზე უკეთესი რანაირადაა ნუ გადამრიეთ
ძალიან კარგი.