MD: უსმან დემბელე ფინეთში გაემგზავრა

MD: უსმან დემბელე ფინეთში გაემგზავრა

"ბარსელონას" ფრანგი ფეხბურთელი, უსმან დემბელე, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით, ფინეთში გაემგზავრა, წერს Mundo Deportivo.

რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე, დემბელე საბოლოო გამოკვლევას ქალაქ ტურკუში, ექიმ ლასე ლამპაინენთან გაივლის. ივნისში, ორთავა კუნთზე ოპერაცია 24 წლის ფეხბურთელს სწორედ ლამპაინენმა ჩაუტარა.

"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი ვარაუდობს, რომ 27 ოქტომბერს, "რაიო ვალიეკანოსთან" გასამართი მატჩისთვის დემბელე განაცხადში მოხვედრას შეძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 ოქტომბერი 2021 19:47
    0
    ბარემ პირდაპირ ნიუკასლში ითამაშოს ტრავმიდან დაბრუნებულზე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ოქტომბერი 2021 18:21
    1
    ციტატა: Iniesta_8
    დემბელე კოუტინიო და აზარი ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერები არიან გადახდილი თანის და გაკეთებული საქმის გათვალისწინებით.

    მართალია თან დაამატე რა მოლოდინებს ამყარებდენე: კოუ რომელიც ლივერპულში დაფრინავდა, დემბელე რომელიც ნეიმარის შემცვლელად მოიყვანეს და აზარი რომელიც ჩელსის ლეგენდაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 ოქტომბერი 2021 17:14
    1
    "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი ვარაუდობს, რომ 27 ოქტომბერს, "რაიო ვალიეკანოსთან" გასამართი მატჩისთვის დემბელე განაცხადში მოხვედრას შეძლებს.
    გუშინ მახსოვს, კლასიკოში დაბრუნდებაო წერდით. მე მგონი ეს ისე გადაეჩვია თამაშს რო უკვე ეზარება კიდეც. ოღონდ ხელფასზე უარს არ იტყვის. შეიძლება ჩვენგან უფასოდ გაიქცეს, მაგრამ ვაი იმ გუნდს სადაც ეს მივა.
    Culé [?]
    #4 22 ოქტომბერი 2021 17:08
    2
    დემბელე კოუტინიო და აზარი ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერები არიან გადახდილი თანის და გაკეთებული საქმის გათვალისწინებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ოქტომბერი 2021 17:01
    1
    ერთი ამ ინვალიდს ეშველებოდეს რამე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ოქტომბერი 2021 16:42
    0
    ფინელი ექიმის ბრალი არაფერი იქნება, ალბათ ძალიან სერიოზული სპეციალისტია,. მაგრამ ეს?! ეს არასერიოზული ცანცარაა, რომელიც ჯანმღტელობას არ უფრთხილდება
    ევროპაზე მიიღო არა ტრამვა? უნგრეთთან
    ფანი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2021 15:58
    6
    ბიჯო მგონი ბარსას ბორდის გარდა ყველა ხვდება რო სამედიცინო პერსონა გამოსაცვლელია
    მერამდენე შემთხვევაა რო ჩვენი ფეხბურთელები სხვაგან მიდიან როცა ადრე რონალდო და კიდევ რამდენი ვარსკვლავი დადიოდა ბარსელონაში სამკურნალოდ
    ახლა პირიქით ჩვენებიც სხვაგან გარბიან