workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია

ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია

ზეგ, 15 იანვარს, 15:00 საათზე ესპანეთის სუპერ თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც “ბარსელონა” “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თამაშის მთავარი მსაჯი დაასახელა. მთავარ საფეხბურთო დაპირისპირებას რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.

ბენგოეჩეა 36 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2011 წელს დე ბურგოსი ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში ბენგოეჩეა თამაშში საშუალოდ 25.2 ჯარიმასა და 0.27 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.7 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს.

“ელ კლასიკოში” დე ბურგოსს აქამდე მხოლოდ ერთხელ უმსაჯია და ისიც ესპანეთის სუპერ თასზე. 2017 წელს, “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრა სტუმრებმა 3-1 მოიგეს. ეს ის თამაშია, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან სიმულიანტობის გამო გააძევეს.

დე ბურგოს ბენგოეჩეას სტატისტიკა “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” თამაშებში:

რეალ მადრიდი ბარსელონა
თამაში 18 23
მოგება 13 18
ფრე 3 1
წაგება 2 4
მოგების % 72% 78%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 6 7
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 0
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 2 5
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 1
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 15 იან 2023, 12:42
    #9

    ეს ის მსაჯია ხო მადრიდისტები ბარსელონას ფანს რო ეძახიან.

  • me da barca
    schedule 15 იან 2023, 01:57
    #8

    შეასწორეთ, რა 15:00 საათზე, 21:00 საათზეა თამაში.

  • La Pulga10
    schedule 14 იან 2023, 15:13
    #7

    ციტატა: totti10

    ციტატა: jack slater

    ციტატა: Moriba
    ხავი უყურე ნაპოლი იუვეს და ნახავ 1 გოლის შემდეგ დაცვაში რომარუნდა ჩაჯდე


    დაშალეს სინიორა მარტივ მამრავლებად.😁😁😁

    გააბახეს ბებერი სინიორა😛😛😛😛

    ძირითადის 5 კაცი აკლდა იუვეს, მერე მეორე ალეგრი არის მსოფლიოში ყველაზე კუანა ტრენერი, ლიჟბი არ გარისკოს და ურჩევნია ან 1-2 გოლი გაიტანოს ვიდრე 4 და რამე, მაგის გამო გააგდეს ერთხელ, უბრალოდ მეტივერავინ ნახეს და ისევ დააბრუნეს,ა რადა სარი ძალიან მაგარ თამაშს ათამაშებდა იუვეს, ზოგადად ივენტუსი ძალიან მოშლილია, პლიუს ამდენი ტრამვიანი ფეხბურთელი ყავს


    და რა მერე.ყველა ქართველს ჰკიდია *ლეზე ალეგრია კუანა თუ ვლაჰოვიჩს ოსტეოქონდროზი ჭირს :დდდ.ჩვენმა ნადირმა იფირნა და მთავარი ეგაა.

  • nikusha
    schedule 14 იან 2023, 12:31
    #6

    ტერ შტეგენი
    კუნდე-არაუხო-კრისტესტენი-ბალდე
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    დემბელე-ლევანდოვსკი-ანსუ ფატი

    დე იონგი-კესიე
    პედრი-გავი
    ბუსკეტსი-რობერტო
    ანსუ ფატი-რაფინია
    ბალდე-ალბა
    [დემბელე-ფერან ტორესი]

  • Moriba
    schedule 14 იან 2023, 11:12
    #5

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: jack slater

    ციტატა: Moriba
    ხავი უყურე ნაპოლი იუვეს და ნახავ 1 გოლის შემდეგ დაცვაში რომარუნდა ჩაჯდე


    დაშალეს სინიორა მარტივ მამრავლებად.😁😁😁

    გააბახეს ბებერი სინიორა😛😛😛😛


    ეს ღლე რაფინია,ფერანი და დეპაი რო გავყიდოთ ოსიმენის ფულს ბერ ვიშოვით ნეტა? ძაან მომწონს რა.ხასიათი აქვს რაც მთავარია.


    მეც მინდა ოსიმენი მაგრამ არამგონია ჯერ წამივიდეს პლიუს ძვირიც ეღირება დეპაის ისედაც ვეღარ გავყიდით წესიერად უფასო ხდება ზაფხულში რაფინიაში და ფერანში ვინ მოგვცემს ფულს დდდ

    ფერანს რაფინიას და დემბელეს მალკომი მირჩევნია რატო გაუშვეს ვერ ვხვდები დარტყმა მაგარი ქონდა ტვინიც ქონდა და პასიც ძაან შეცდომა დაუშვეს რომ გააბუნძულეს

  • Bakero
    schedule 14 იან 2023, 01:43
    #4

    ძალიან მაგარი თამაში მოიგო ნაპოლიმ უშუალო კონკურენტთან ვულოცავ კვარას კარგ თამაშს საღოლ

  • La Pulga10
    schedule 14 იან 2023, 01:37
    #3

    ციტატა: jack slater

    ციტატა: Moriba
    ხავი უყურე ნაპოლი იუვეს და ნახავ 1 გოლის შემდეგ დაცვაში რომარუნდა ჩაჯდე


    დაშალეს სინიორა მარტივ მამრავლებად.😁😁😁

    გააბახეს ბებერი სინიორა😛😛😛😛


    ეს ღლე რაფინია,ფერანი და დეპაი რო გავყიდოთ ოსიმენის ფულს ბერ ვიშოვით ნეტა? ძაან მომწონს რა.ხასიათი აქვს რაც მთავარია.

  • Moriba
    schedule 14 იან 2023, 01:22
    #2

    ხავი უყურე ნაპოლი იუვეს და ნახავ 1 გოლის შემდეგ დაცვაში რომარუნდა ჩაჯდე

  • azulgerana
    schedule 14 იან 2023, 00:49
    #1

    Boring 🪴