workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქალთა ფეხბურთი: 9-0 მოგება, რომელსაც გაუქმება ემუქრება

ქალთა ფეხბურთი: 9-0 მოგება, რომელსაც გაუქმება ემუქრება

გუშინ “ბარსელონას” ქალთა გუნდმა ესპანეთის თასზე მეორელიგელ “ოსასუნასთან” ითამაშა და რა თქმა უნდა, მარტივად მოიგო.

კატალონიელებმა პამპლონელები 9-0 გაანადგურეს. “ბარსასგან” ასეთი მოგებები არ გვიკვირს და არც ნიუსს მივუძღვნიდით, მაგრამ საქმე ისაა, რომ შესაძლოა, “ბლაუგრანას” წაგება ჩაეთვალოს.

“ბარსელონამ” ათამაშა ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟეიზი, რომელსაც, როგორც ირკვევა, მოედანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. საქმე ისაა, რომ წინა სეზონში “მადრიდში” თამაშის დროს ჟეიზიმ ესპანეთის თასის მატჩში წითელი ბარათი მიიღო და მას ამ ტურნირის მომდევნო თამაშის გამოტოვება უწევდა.

“ოსასუნამ” საჩივარი უკვე შეიტანა. პამპლონელები ითხოვენ, რომ მათ მოგება ჩაეთვალოს.

“ბარსელონას” არგუმენტი კი ისაა, რომ დისკვალიფიკაციის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე არაფერი ეწერა. უნდა ვაღიაროთ, რომ “ბარსას” არგუმენტი საკმაოდ სუსტია, რადგან მსგავსი საკითხების კონტროლი კლუბს ევალება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Chico
    schedule 12 იან 2023, 21:29
    #5

    ეს ხალხი მგონია მართლა იდიოტები არიან… ან თვითონ იმ დედააფეთქებულმა არ იცის, რომ წითელი ჰქონდა მიღებული? გაგიჟდება კაცი… ასეთი რამეები მარტო ბარსაში ხდება….

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 იან 2023, 13:50
    #4

    ციტატა: Msn91011
    მანჩესტერი რა ფორმაში გვხდება იმედია ეხლა სიტი მოუგებს და ფსიქოლოგიურად გატეხავენ. ძაან არ მინდა მანჩესტერთან წაგება


    მაგ თამაშში გამოჩნდება რაფინია ჯობია თუ ანტონი. არაუხო და კუნდე გააჩერებენ წესით რაშფორდს. არ ვიცი არ ვიცი, მარტივი გასეირნება არ ელის ბარსას

  • nika 54
    schedule 11 იან 2023, 13:17
    #3

    ეს ახალი ბარსაა!!!! ლაპორტა ასრულებს პირობას.

  • Msn91011
    schedule 11 იან 2023, 10:50
    #2

    მანჩესტერი რა ფორმაში გვხდება იმედია ეხლა სიტი მოუგებს და ფსიქოლოგიურად გატეხავენ. ძაან არ მინდა მანჩესტერთან წაგება

  • CHEPE
    schedule 11 იან 2023, 10:38
    #1

    9:0 რომ იგებდა მაინც ვარდები იმის გამო რომ ოსასუნამ ენა ამოიდგა გეგონება ფინალში გავა😂😂😂😂 მოგება მოუნდათ თურმე არადა რეალი მეტი კიარაფრის გამო გამოაგდეს კოპადან