ჟოზეპ მარია ბართომეუ: მესის გაშვება შეცდომა იყო

ჟოზეპ მარია ბართომეუ: მესის გაშვება შეცდომა იყო

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის შესახებ საუბრობს.

2020 წელს, მესის "ბარსას" დატოვება სურდა, თუმცა ბართომეუმ მას ამის საშუალება არ მისცა. ერთ წელიწადში კი, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად, არგენტინელის სურვილს კარიერის "ბლაუგრანაში" გაგრძელება წარმოადგენდა, სახელფასო რეგულაციების გამო, მას წასვლამ მოუწია.

ყოფილმა პრეზიდენტმა მის შესახებ Mundo Deportivo-სთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

- იყო თუ არა მესის გაშვება შეცდომა?

ამ კითხვას უსვამთ ადამიანს, რომელიც 2020 წელს მისი დარჩენისთვის იბრძოდა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მისი აქ ყოფნა იყო აუცილებელი, რადგან ის არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და, ამავდროულად, კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციონალური სარგებელი მოჰქონდა. მისი გაშვება შეცდომა იყო.

- რატომ არ იყო მესი "ბარსაში" ბედნიერი?

ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- მან თქვა, რომ კლუბს სამომავლო პროექტი არ გააჩნდა.

2019 წელს, ლა ლიგა მოვიგეთ. ლივერპულში რომ არ დავმარცხებულიყავით, ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებდით. ეს იქნებოდა მორიგი "ტრებლი". ჩვენ დავმარცხდით თამაშში, რომელშიც "ლივერპულისთვის" საერთოდ შანსიც კი არ უნდა მიგვეცა. შემდეგ იყო წაგებული თასის ფინალი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ რთულ ვითარებაში შევხვდით, არ გვყავდა ლუის სუარესი. ფეხბურთში თავდამსხმელის არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია.

- რა იგრძენით, როდესაც მესის ბიუროფაქსი მიიღეთ?

მას წასვლა სურდა, ამაზე ვისაუბრეთ და მე უარი ვუთხარი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მესი ჩვენი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და "ბარსა" მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი წასვლა სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა, რაც ახლა მოხდა კიდეც.

მას ვუთხარი, რომ თუ ჩავისა და ინიესტას მსგავსად სურდა წასვლა, ყატარში, ჩინეთში ან შეერთებულ შტატებში, ამაზე მოლაპარაკება შეგვეძლო, მას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მოვუწყობდით. მაგრამ მას კლუბი არჩეული არ ჰყავდა. ჩვენ მას განვუცხადეთ: "გვსურს, რომ ევროპაში "ბარსა" შენი ბოლო კლუბი იყოს. თუ სხვა კონტინენტზე გინდა გადასვლა, პრობლემა არაა". მე მას ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სად უნდოდა თამაში, მაგრამ მან ეს არ იცოდა.

- თქვა ბართომეუმ.

ამავე ინტერვიუში მან ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანის ტრანსფერები შეაფასა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ოქტომბერი 2021 19:29
    0
    ვის აინტერესებს ამის ინტერვიუები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ოქტომბერი 2021 18:08
    0
    წავიკითხეთ ეს უკვე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2021 16:50
    0
    🤮🤮🤮
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2021 15:39
    2
    შენ მთლიანად შეცდომა ხარ