31 დეკემბერს “ბარსელონა” სეზონს “ესპანიოლთან” მატჩით განაახლებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა იქნება 15 წლის შემდეგ, როცა კატალონიური დერბი ჟერარ პიკეს გარეშე ჩატარდება.
ლეგენდარულ მცველს “ესპანიოლის” წინააღმდეგ 30-ჯერ უთამაშია. ჟერარის ანგარიშზე ამ კლუბის კარში გატანილი 6 გოლია, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
პიკეს “ესპანიოლთან” თამაში ძალიან უყვარდა და ერთხელ საინტერესო კომენტარიც გააკეთა: “როცა “ესპანიოლის” სტადიონზე მისტვენენ, ამით სექსზე მეტ სიამოვნებას ვიღებ.”
ეხლა მაინც დაისვენებენ ესპანიოლის გულშემატკივრები და არ დაიღლიან თითებს თუ პირს სტვენისგან.