workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ბარსელონა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

18 დეკემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალია, რომელშიც მონაწილეობას “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი მიიღებს – უსმან დემბელე და ჟიულ კუნდე.

ეს ზედიზედ მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მუნდიალის ფინალში “ბარსელონას” ფეხბურთელი მონაწილეობს, რაც რეკორდია. აქამდე არცერთ კლუბს ასეთი შედგი არ ჰქონია.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები ვიხილეთ, ამ გუნდში კი დემბელე და უმტიტი თამაშობდნენ.

2014 წელს გადამწყვეტ მატჩში ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინამ ითამაშა.

4 წლით ადრე, 2010 წელს, ტრიუმფატორი ესპანეთის რიგებში ფინალურ მატჩში პიკემ, პუიოლმა, ბუსკეტსმა, ჩავიმ, ინიესტამ, პედრომ და ვილიამ ითამაშეს, სათადარიგოთა სკამზე კი ვიქტორ ვალდესი დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ფინალი, რომელშიც “ბარსელონას” ფეხბურთელი არ გვინახავს, 2006 წელს იტალიასა და საფრანგეთს შორის გაიმართა. თუმცა ამ თამაშიდან მალევე ჯანლუკა ძამბროტა და ლილიან ტურამი “ბლაუგრანას” მოთამაშეები გახდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 17 დეკ 2022, 17:43
    #2

    ამ სტატისტიკის ცოდნა აუცილებელია? გამოდგება რამეში?

  • levanoza
    schedule 16 დეკ 2022, 15:45
    #1

    ერთი დასირებული და ერთი ხუ—- ივო მამუ ზნაეტი – თხის წინააღმდეგ. მაგარ სანახაობას ველი!