ხორვატიის ეროვნული ნაკრების ლიდერი და ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან წაგების შემდეგ კომენტარს აკეთებს და ლეო მესიზე საუბრობს.
მესის ვულოცავ და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ. მას გასაოცარი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს. ის თავის დიდებულებასა და მაღალ დონეს გვიჩვენებს.
– განაცხადა ლუკა მოდრიჩმა გუშინდელი თამაშის შემდეგ.
მესიმ რო მთელი თამაში პრესინგი ითამაშოს, ბოლო წუთებზე იმ საგოლეს ვერ შექმნიდა 90 მილიონიანი გვარდიოლი რო დატოვა პირღია და როგორც კომენტატორმა ხუმრობით აღნიშნა: ნიღაბი ჩამოხსნა და ფასი 45 მილიონზე ჩამოუყვანაო.(ნიღაბზე მიხვდებოდით რაც იგულისხმა, სწორედ რომ ნიღბით თამაშობდა) მთავარია რო ერთი რამე გაიგონ მისმა მაგინებლებმა ვერცერთი 35 წელს გადაცილებული ვერ ირბენს ინტენსიურად საათნახევარს. მაგალითიც აქვეა მოდრიჩის და რონალდუს სახით.
ფინალში შენ მაინც ვერაფერს იზამდი ლუკა, მოიგე ბრინჯაო და გაიმრავალფეროვნე მედლების კოლექცია;
P.S. მამალი უნდა გავპუტოთ და გომბეშოები უნდა შევწვათ არაბულ გრილზე; ნუ თუ მაროკოს გასცდნენ რა თქმა უნდა
ვიღაცეები წერენ რატომ არ თამაშობს პრესინგს მესიო. ამაზე პასუხი მარტივი გასაცემია. ის იზოგავს ენერგიას, რათა კონკრეტულ დროს აფეთქდეს და გაარღვიოს მოწინაარმდეგის შუა და უკანა ხაზები, სწორედ ამ საფეხბურთო ალღოთი აღწევს ის 35 წლის ასაკში წარმატებას, მაგრამ ფინალში ვაფშე სხვა მესი უნდა ვიხილოთ, მებრძოლი და ცივსისხლიანი !!!